ბულგარელმა, რომელსაც ამ სეზონში, მოედანზე, ყველაფერი მეტისმეტი სიმსუბუქით გამოსდის, ბომბარდირთა დავაშიც საქმე წინ წაიგდო

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ცხრილს კვლავ 5 ქულით რომ ლიდერობს, რასაკვირველია, დიდწილად დიმიტარ ბერბატოვის დამსახურებაა. აი, „ბლექპულთან“ გადადებულ შეხვედრაშიც მან გამოიჩინა თავი - ორი გოლი გაიტანა. მერედა, მოგეხსენებათ, როგორ იყო: მასპინძელთა მართლაც შესანიშნავი გუნდი მრისხანე სტუმრებს 2:0-ს უგებდა, მაგრამ თამაში მაინც სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭების სასარგებლოდ, 3:2 დასრულდა.

ბულგარელმა, რომელსაც ამ სეზონში, მოედანზე, ყველაფერი მეტისმეტი სიმსუბუქით გამოსდის, ბომბარდირთა დავაშიც წინ წაიგდო საქმე - უკვე 19 გოლი აქვს გატანილი, მის მდევარ კარლოს ტევესს კი - 14. ბერბატოვმა თქვა:

„ჩვენ მენტალურად ძლიერი გუნდი გვყავს. „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუძლია მაშინაც კი მოიგოს, როდესაც 1:0-ს ან 2:0-ს აგებს. ჩვენ ეჭვი არასდროს გვეპარება, რომ სადაც ერთი გოლის გატანა შეგვიძლია, იქვე შვიდსაც შევაგდებთ. „ბლექპულთან“ შეხვედრაში პირველი ტაიმი არ ვარგოდა, მაგრამ შესვენების შემდეგ თავს ვძლიეთ და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ.“

„ბლუმფილდ როუდზე“ ჩატარებული შეხვედრის გახსენებისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთ ეპიზოდში მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ და კაცმა რომ თქვას, დიდი შანსია, მართლებიც იყვნენ...

შესვენებისას ფერგიუსონმა მოედანზე ვეტერანი რაიან გიგზი შეიყვანა, რასაც 20 წუთში მეორე ცვლილება მიაყოლა - უეინ რუნის მაგივრად მოედანზე მექსიკელი ხავიერ ერნანდესი შეუშვა, რომელმაც მალე გოლიც შეაგდო. მატჩის შემდეგ ფერგიუსონმა თქვა:

„პირველ ტაიმში უნიათოდ ვთამაშობდით და ჩარლი ადამის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდით. ამ ბიჭის მარტო ერთი კუთხური ღირს 10 მილიონი ფუნტი. მოკლედ, მასპინძლებს ჩვენი სისუსტით კიდევ უფრო მეტად სარგებლობაც შეეძლოთ. როგორც ჩანს, საკუთარ სიძლიერეში ზედმეტად ვიყავით დარწმუნებული, მაგრამ გამოცდილებით ვიცი, რომ ასეთ შეხვედრებში ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც შენ შეგიძლია ყველაფერი ყირაზე დააყენო. ამ შემთხვევაში თამაშის სურათი შესვენების შემდეგ მოედანზე რაიან გიგზის შესვლამ განაპირობა.“

ბოლოს კი ფერგიმ მესამე გოლზე გაამახვილა ყურადღება. ეს გოლი ბერბატოვმა 88-ე წუთზე გაიტანა:

„იმ ეპიზოდში მე დიმიტარს ვუყვიროდი, ბურთი „ჩიჩარიტოს“ (ერნანდესს) გადააწოდე-მეთქი, მაგრამ ის იმდენად არის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, რომ თავად გაიტანა გოლი.“

მაშ, დიმიტარ ბერბატოვი საუკეთესო ფორმაშია? - ეს კითხვა ამ ბოლო დროს ხშირად ისმის და თავად ბულგარელ ფორვარდსაც მოუწია მასზე პასუხის გაცემა. მან თქვა:

„იმედი მაქვს, რომ ჩემი კარიერის საუკეთესო ფეხბურთი ეს არ არის. საუკეთესო ფეხბურთს მე კიდევ ვითამაშებ.“

მოგეხსენებათ იყო ერთი სამწუხარო ეპიზოდიც, როდესაც მანჩესტერელთა 20 წლის განაპირა მცველი რაფაელი მერლონ ჰეერვუდთან შეჯახების შემდეგ მოედნიდან გაიყვანეს. ის სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს.

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია