ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ფაბიო კაპელო „მანჩესტერ სიტის“ მეკარეს ყურადღების მაქსიმალურ მოკრებას ურჩევს

ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ფაბიო კაპელო „მანჩესტერ სიტის“ მეკარეს ჯო ჰარტს ყურადღების მაქსიმალურ მოკრებას ურჩევს - ასე 23 წლის გოლკიპერი მსოფლიო კლასის ოსტატად ჩამოყალიბდებაო, ამბობს იტალიელი. ჰარტს, რომლის სიმაღლეც 191 სანტიმეტრია, ისტლენდზე და ეროვნულ გუნდში უკვე მყარად უკავია ადგილი, მაგრამ კაპელოს ეს არ აკმაყოფილებს და უნდა ის მსოფლიოს საუკეთესოთა შორის იხილოს. ნაკრების თავკაცმა თქვა:

„ის უნდა მიხვდეს, რომ როდესაც ამა თუ იმ გუნდის კარს იცავ, ყურადღების მოდუნების უფლება არც ერთი წამით არ გაქვს. სულ ერთია ვის ხვდები, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „არსენალს“, „ჩელსის“ თუ რომელიმე სუსტ მოწინააღმდეგეს, მოდუნება შეიძლება გაშვებულ გოლად დაგიჯდეს. როდესაც ჩამპიონობა გინდა, შეცდომები უნდა გამორიცხო“.

ერთი შეცდომის გამო, რომელიც ჯო ჰარტმა ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ლესტერის“ წინააღმდეგ თამაშის დროს დაუშვა, „მანჩესტერ სიტის“ გადათამაშება მოუწია - ასეთი დატვირთული განრიგის დროს კი ყოველი ზედმეტი თამაში დიდ ენერგიას ითხოვს. ეს შეცდომა კაპელოს, რასაკვირველია, შეუმჩნეველი არ დარჩენია.

„დიახ, ის შეცდა, მაგრამ ჰარტი ჯერ ახალგაზრდაა. ჩვენთვის, ინგლისის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მან ყოველ შეხვედრაში პირველიდან ბოლო წამადე ყურადღებით თამაში ისწავლოს. გონების გადართვა დაუშვებელია.

რა თქმა უნდა ძალიან ძნელია იყო ისეთი გუნდის წევრი, რომელიც დიდძალ ფულს იხდის და გამარჯვებას ითხოვს. ასეთ დროს უნდა გესმოდეს, რომ ცხრილში შენზე დაბლა მდგომი ნებისმიერი მოწინააღმდეგე ყველა ღინეს იხმარს, რათა დაგამარცხოს. ამიტომაც, ჰარტი ვალდებულია ყოველ ტურში საუკეთესო ფორმაში იყოს“.

ოფიციალურად - "ჩელსის" მწვრთნელად როსენიორი დანიშნეს
ჩაკვეტაძის თანაგუნდელის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
[VIDEO] რაფინიამ "ბარსელონა" გააბრწყინა - იქნება ფინალში "ელ კლასიკო"?
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
"უდინეზემ" კოლუმბიელი შემტევი შეიძინა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი 9-15 იანვარს დიღმის არენაზე ჩატარდება
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
"რეალის" დიდი დანაკლისი - მბაპე სუპერთასზეც არ იქნება
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "სტრასბურგს" კვლავ ინგლისელი გაწვრთნის
ამჯერად მწვრთნელი არ იქნება - ერიკ ტენ ჰაგს ახალი სამსახური აქვს
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
აფრიკის თასის მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
ოფიციალურად - "ჩელსის" მწვრთნელად როსენიორი დანიშნეს
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
თურქეთში ვიზიტი ვერ შედგა - ლუჩესკუს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა
ბარკოლა პსჟ-იდან ზაფხულში წავა? - რას წერს ფრანგი ჟურნალისტი
მიმდინარე სეზონში მეორედ - “სელტიკმა” მწვრთნელად ო’ნილი დააბრუნა
უკან "ბარსელონაში" - ჟოაო კანსელო კვლავ ევროპულ გრანდში ითამაშებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი "ატლანტასთან" - "ტორონტომ" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა