ნიჟნინოვგოროდული კლუბის პრეზიდენტმა ალექსეი გოიხმანმა "რუბინიდან" "ვოლგაში" ქართველი მცველის გადმოყვანის საკითხზე ისაუბრა
რუსეთის პრემეირლიგაში აღზევებული ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" პრეზიდენტმა ალექსეი გოიხმანმა კლუბის ოფიციალურ საიტზე გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. "ვოლგას" თურქული შეკრების ამბებთან ერთად პრეზიდენტს შეკითხვა ქართვე მცველ ლაშა სალუქვაძეზეც დაუსვეს, რომელმაც "რუბინიდან" წამოსვლა და ომარ თეთრაძის გუნდში გადასვლა გადაწყვიტა.

- სალუქვაძე უკვე რამდენიმე დღეა "ვოლგასთან" ერთად ვარჯიშობს. ჩვენ პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შევათანხმეთ. არ დაგიმალავთ, "რუბინთან" შედარებით, რომელსაც ფეხბურთელმა 7 სეზონი შეალია, "ვოლგაში" ორჯერ ნაკლებ ანაზღაურებას ვთავაზობთ, მაგრამ ის თანახმაა, ჩვენ რიგებში გაირჯეს.

სალუქვაძესთან საუბრიდან დავასკვენი, რომ მას ქალაქისა და გუნდის გამოცვლა ძალიან უნდა და თანაც, სწორედ ჩვენი კლუბის მაისურით თამაშითაა დაინტერესებული, რაც ჩვენთვის საკმაოდ ბევრს ნიშნავს.

თურქეთში "რუბინი" და "ვოლგა" ერთმანეთისგან არცთუ დიდი დაშორებით ვარჯიშობენ და სალუქვაძემ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებთან საერთო ენა ადვილად გამოძებნა. სულ მალე კი დაგვანახა, რომ სულითა და გულით "ვოლგასთანაა" და "რუბინთან" მოლაპარაკებაც წამოვიწყეთ. კლუბებმა ქართველი მცველის ტრანსფერის საკითხზე პოზიციები თითქმის შევაჯერეთ.

მომზადებულია fcvolgann.ru-ის მიხედვით

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა