17 ოქტომბერს რაგბის მსოფლიოს თასზე მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყება
17 ოქტომბერს რაგბის მსოფლიოს თასზე მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყება. ლონდონში, "თვიქენჰემზე" ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და უელსის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას პირველი არხი წარმოადგენს.

ეს დაპირისპირება მეოთხედფინალური წყვილებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. "წითელმა ურჩხულებმა" მიმდინარე გათამაშებაში ერთი გმირობა უკვე ჩაიდინეს. მათ ჯგუფურ ეტაპზე მასპინძელი ინგლისი დაამარცხეს, რამაც "პომების" საბოლოო წარუმატებლობას სათავე დაუდო. ეყოფათ თუ არა უელსელებს ძალა და უნარი არანაკლებ ძლიერი და მრისხანე მეტოქის, სამხრეთ აფრიკის ნაკრების დასამარცხებლად, ამაზე პასუხის გაცემა მხოლოდ მომავალ მატჩს შეუძლია.

ცხადია, ძნელი სავარაუდოა, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ უელსი გმირობით გამოირჩა, "ბოკე" ანტიგმირია, რომელმაც თავისი პირველივე მატჩი მსოფლიოს თასზე მეორე დონის გუნდთან, იაპონიის ნაკრებთან წააგო.

თუ თვალს სტატისტიკას გადავავლებთ, ვნახავთ, რომ უელსმა მეტოქეს ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ მოუგო. ისიც 2014 წლის ნოემბრის ტესტებზე კარდიფში, "მილენიუმზე" ანგარიშით - 12:6.

უელსელთა ახალზელანდიელმა თავკაცმა უორენ გეთლენდმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ სამი ცვლილება შეიტანა. კვლავ დაბრუნდა გუნდის შემადგენლობაში მღლეტავი დენი ლიდიატი. ის სემ ვეტბარტონთან და ტაულუპე ფალეტაუსთან ერთად მესამე ხაზში მრისხანე ძალას წარმოადგენს, რომელსაც ანგარიში ნებისმიერი დონის გუნდმა უნდა გაუწიოს.

მეორეხაზელი ალუნ-ვინ ჯოუნზი "ბოკესთან" მატჩში ეროვნულ გუნდში მე-100 კეპს მოიხვეჭს. კვლავ უდიდესი საფრთხის შემცველად გამოიყურება უკანა ხაზი. მგეზავ დენ ბიგართან ერთად, ნებისმიერ მეტოქეს შეიძლება შეუქმნან პრობლემები ჯიმი რობერტსმა, ჯორჯ ნორსმა და გარეთ დევისმა.

"ბოკეს" მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა საბრძოლო რაზმი ერთი დღით ადრე დაასახელა. გუნდის შემადგენლობაში ისევ არ არიან ლიდერები, ვიქტორ მეტფილდი და იან დე ფილიერსი.

სამხრეთ აფრიკა-უელსი

სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჯესი კრაილი, 12. დამიენ და ალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ჰენდრი პოლარდი, 9. ფური დუ პრი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. ფრანს მალერბე, 4. ებენ ესტებესი, 5. ლუდ დე იაგერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. სხალკ ბურხერი, 8. დუეინ ვერმულენი.

16. ადრიან სტრაუსი, 17. ტრევორ ნიკანე, 18. იანი დუ პლესი, 19. პიტერ-სტეფ დუ ტუა, 20. ვილემ ალბერტსი, 21. რუან პინარი, 22. პატ ლამბიე, 23. იან სერფონტეინი

უელსი: 15. გარეთ ანსკომბი, 14. ალექს კატბერტი, 13. ტაილერ მორგანი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეთ დევისი. 1. გეთლინ ჯენკინსი, 2. სკოტ ბოლდუინი, 3. სამსონ ლი, 4. ლუკ ჩარტერისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენი ლიდიატი, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტაულუპე ფალეტაუ.

16. კენ ოუენსი, 17. პაულ ჯეიმზი, 18. ტომ ფრენკსი, 19. ბრედლი დევისი, 20. ჯასტინ ტიპურიჩი, 21. ლოიდ ვილიამსი, 22. რის პრისტლენდი, 23. ჯეიმზ ჰუკი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
სარაგბო ტურნირის იდეა - ჰეინკე მეიერი საქართველოსაც იწვევს
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
"ბოკეს" რიგებში ოთხი ცვლილებაა