აფრიკული ფუტკრების ჯგუფი 23 იანვარს პანიმასა და სალვადორს შორის საფეხბურთო მატჩის ჩაშლის მიზეზი გახდა
აფრიკული ფუტკრების ჯგუფი 23 იანვარს პანიმასა და სალვადორს შორის საფეხბურთო მატჩის ჩაშლის მიზეზი გახდა. გუნდები პანამის დედაქალაქში ცენტრალური ამერიკის თასის მესამე ადგილოსნის გამოსავლენად თამაშობდნენ.

მატჩის 73-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო სალვადორის ნაკრების გოლკიპერმა ჰონდურასელ არბიტრს სთხოვა ყურადღება მიექცია, რომ მის კართან ფუტკრები ირეოდნენ. მსაჯის მოთხოვნით მოედანზე ცეცხლსაქრობიანი ადამიანი გამოჩნდა და ფუტკრების დაშლა ამ ხელსაწყოს გამოყენებით სცადა. ამის შემდეგ ფუტკრები ისე გაშმაგდნენ, რომ არბიტრმა და მომსახურე პერსონალმა თავს გაქცევით უშველეს, მატჩის მონაწილე ფეხბურთელები კი იძულებულნი გახდნენ მინდორზე დაწოლილიყვნენ.

თამაშის განახლება მხოლოდ 10 წუთის შემდეგ მოხერხდა, როდესაც ფუტკრების ჯგუფმა სტადიონი დატოვა. რაც შეეხება თამაშს, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი გამარჯვება სალვადორის ნაკრებმა იზეიმა.

ფუტკარი-მკვლელები

საფეხბურთო მოედანზე პანიკა შემთხვევითი არ ყოფილა. საქმე იმაშია, რომ აფრიკული ფუტკრების ჰიბრიდი ბრაზილიაში 50-იან წლებში გამოიყვანეს. ისინი ჩვეულებრივი ფუტკრებისგან თავიანთი დიდი ზომითა და არაჩვეულებრივი აგრესიულობით განსხვავდებიან. უკანასკნელი ორმოცი წლის მანძილზე მათი ნაკბენისგან რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა. დაზარალებულთა რაოდენობა კი ათეულობით ათასია.

ისინი იმისთვის გამოიყვანეს, რათა ისეთი ფუტკარი მიეღოთ, რომელიც ჩვეულებრივ ევროპულ ფუტკარზე ორჯერ მეტ თაფლს დაამზადებდა. პრაქტიკაში ეს ასეც მოხდა.

ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ სკებთან სადაც ფუტკრები იმყოფებოდნენ, მივიდა უცნობი და მუშა ფუტკრებისა და დედა ფუტკრების გამყოფი ბადე გახსნა. ამის შედეგად აფრიკიზირებული ფუტკრების გამრავლება კონტროლიდან გამოვიდა და მათ სამხრეთ ამერიკის ველური ბუნების ათვისება და ადგილობრივი მოსახლეობის თავს საშინელებების დატეხვა მოახერხა.

მომზადებულია lifesports.ru-ს მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა