წარმოგიდგენთ მსოფლიოს ათ უძვირფასეს სტადიონს, მათი აგების წლებს, ღირებულებას, ტევადობასა და მათთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს
წარმოგიდგენთ მსოფლიოს ათ უძვირფასეს სტადიონს, მათი აგების წლებს, ღირებულებას, ტევადობასა და მათთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს

10. "ლუკას ოილ" (ინდიანაპოლისი, აშშ)

აშენდა: 2008

ტევადებოდა: 66000

ღირებულება 675 მლნ დოლარი

მრავალფუნქციური სტადიონი "ლუკას ოილი" ნაციონალური ფეხბურთის ლიგის კლუბის "ინდიანაპოლის კოლტსის" საშინაო სარბიელია, თუმცა მასზე სხვა სპორტული ღონისძიებებიც იმართება.

საინტერესო ფაქტი: 2009 წლის ნოემბერში ადგილობრივმა ტელეკომპანიამ სტადიონზე ჰიგიენური ნორმების სერიოზული დარღვევები, მათ შორის თაგვები აღმოაჩინა.

9. "საფეკო ფილდი" (სიეტლი, აშშ)

აშენდა: 1999

ტევადობა: 66000

ღირებულება: 714 მლნ დოლარი

არენა ბეისბოლის გუნდისთვის "სიეტლ მარინერსისთვის" აიგო. მშენებლობა 1997 წელს დაიწყო.

საინტერესო ფაქტი: გადახურული სტადიონის გახსნის მითითების გაცემა მსაჯს მატჩის მსვლელობის დროსაც შეუძლია, თუმცა დადგენილებით, არენის სახურავის გაღება-დახურვა თამაშისას მხოლოდ ერთხელ შეიძლება.

8. "ემირეიტსი" (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)

აშენდა: 2006

ტევადობა: 60000

ღირებულება: 770 მლნ დოლარი

ეს ერთერთი ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საფეხბურთო სტადიონი ლონდონის "არსენალის" საშინაო მატჩებს ემსახურება. ამასთან, ამხანაგური მატჩების გასამართად სტადიონი იჯარით ხშირად ეთმობა ეროვნულ გუნდებსა და კონცერტების ორგანიზატორებს.

საინტერესო ფაქტი: 2009 წელს "ემირეიტსზე" გორდონ ბრაუნისა და ნიკოლა სარკოზის შეხვედრა შედგა, რომლებმაც სტადიონი ანგლო-ფრანგული თანამშრომლობის ნათელ მაგალითად მოიხსენიეს. მხედველობაში მათ "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ჰყავდათ.

7. "როჯერს ცენტრი" (ტორონტო, კანადა)

აშენდა: 1989

ტევადობა: 50000

ღირებულება: 930 მლნ დოლარი

სტადიონი კანადური საფეხბურთო გუნდის "არგონავტებისა" და ბეისბოლის გუნდის "ბლუ ჯეისის" საშინაო მატჩებს მასპინძლობს.

საინტერესო ფაქტი: "როჯერს ცენტრი" პირველი მოძრავსახურავიანი სტადიონი გახდა მსოფლიოში, რომლის გაღებისა და დახურვისთვის სულ 20 წუთია საჭირო.

6. "სტად დე ფრანსი" (სენ-დენი, საფრანგეთი)

აშენდა: 1998

ტევადობა: 80000

ღირებულება: 974 მლნ დოლარი

სტადიონი, რომელიც სპეციალურად 1998 წლის მუნდიალისთვის აიგო, ამჟამად სათასო ფინალებს, ნაკრების მატჩებს, ავტო და მოტორბოლებს, ზამთრის სახეობების სპორტულ ღონისძიებებს მასპინძლობს.

საინტერესო ფაქტი: საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ვალდებულია სტადიონს წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ მაინც ესტუმროს - საფრანგეთის თასის საფეხბურთო და სარაგბო გათამაშებების ფინალებზე.

5. "მედისონ სქვერ გარდენი" (ნიუ იორკი, აშშ)

აშენდა: 1968

ტევადობა: 18000

ღირებულება: 1,1 მლრდ დოლარი

ლეგენდარული სპორტკომპლექსი ჰოკეის კლუბ "რეინჯერსისა" და საკალათბურთო გუნდ "ნიკსის" საშინაო არენა. აქ ასევე იმართება ხოლმე "ყველა ვარსკლავის მატჩები", კონცერტები, კრივის ორთაბრძოლები და სხვა.

საინტერესო ფაქტი: პროექტის არქიტექტორმა და "პეპსოდენტის" ყოფილმა პრეზიდენტმა ჩარლზ ლაკმანმა თავისი წარმატების ფორმულა გაამჟღავნა: "დიდი ხანია დილის 5 საათზე გაღვიძების უნარი გამოვიმუშავე. ამ დროს ყველაზე უკეთ ვაზროვნებ და უკეთესად ვგეგმავ საკუთარ დღეს~.

4. "ზენიტი" (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი)

აშენდება: 2012

ტევადეობა: 69,501

ღირებულება: 1,1 მლრდ დოლარი

სტადიონ "ზენიტს", რომელიც სანკტ-პეტერბურგული კლუბისა და მოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის უნდა აიგოს, მშენებლობის დასრულების ვადა რამდენჯერმე შეუცვალეს. ბოლო ვერსიით, სტადიონის გახსნა, რომელიც საფეხბურთო არენებს შორის ყველაზე ძვირი იქნება, 2012 წელს მოხდება.

საინტერესო ფაქტი: მშენებარე სტადიონზე პირველი მატჩი ჯერ კიდევ 2009 წელს შედგა. პროექტის დამკვეთთა გუნდმა შემსრულებელი სამშენებლო კომპანიის გუნდს 3:0 აჯობა.

3. "კავბოიზ სტედიუმი" (არლინგტონი, აშშ)

აშენდა: 2009

ტევადობა: 80000

ღირებულება: 1,3 მლრდ დოლარი

ეს ყველაზე დიდი დახურული სტადიონი ნაციონალური ფეხბურთის ლიგის გუნდ "დალას კობვოიზისთვის" აიგო.

საინტერესო ფაქტი: სტადიონზე განთავსებული გიგანტური ორმხრივი ფერადი ეკრანი სიდიდის გამო გენესის რეკორდების წიგნშია შესული.

2. "ოლიმპიური სტადიონი" (მონრეალი, კანადა)

აშენდა: 1976

ტევადობა: 60000

ღირებულება: 1,4 მლრდ დოლარი

სტადიონზე, რომელსაც მეტსახელად თჰე Bიგ O შეარქვეს და სპეციალურად კანადის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა, ამჟამად ამერიკული ფეხბურთისა და ბეისბოლის გუნდები ირჯებიან.

საინტერესო ფაქტი: 1976 წლის ოლიმპიადაზე, საფეხბურთო ფინალურ მატჩში, რომელშიც გდრ-მ პოლონეთს აჯობა, 72 ათასი დაესწრო. ეს დასწრება საფეხბურთო მატჩზე კანადაში დღემდე რეკორდულია.

1. "უემბლი" (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)

აშენდა: 1923 (სრული რეკონსტრუქცია - 2007)

ტევადობა: 90000

ღირებულება: 1,5 მლრდ დოლარი

ინგლისის ნაკრების საშინაო არენა სხვადასხვა სათასო ფინალებსაც, კონცერტებსა თუ სარაგბო მატჩებსაც მასპინძლობს.

საინტერესო ფაქტი: ახალი "უემბლის" არქიტექტორმა ნორმან ფოსტერმა თავი "ბროლის კუნძულის" დაპროექტებითაც გამოიჩინა, რომელიც პლანეტაზე ყველაზე ტევადი ნაგებობა იქნება.

"ევროპაში დაბრუნება? საკმარისად ვერ გადამიხდიან" - "ალ ნასრის" ყოფილი მწვრთნელი
ლუის ენრიკემ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
აი, კაპიტანი - რომერო "ტოტენჰემის" ნაცვლად, რომელიც შეიძლება პრემიერლიგიდან გავარდეს, "რივერ პლეიტის" მატჩს დაესწრება
თსუ-მ სუპერლიგის ფინალური სერია რთული გამარჯვებით გახსნა
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
გულიაშვილი აპრილში "რასინგის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 სამგურალი. ერთი შეცდომის ფასი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 დინამო (ბთ). შეცდომების გამოყენების ნიჭი
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
[PHOTO] "არსენალი" პსჟ-ს როგორც მინიმუმ 5:0 გაანადგურებს!" - ინგლისელი ჟურნალისტი კარაგერის "წინასწარმეტყველებამ" გაახარა
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფიჯი დაამარცხა
აპელაციამ არ გაჭრა - "საუთჰემტონი" პლეი-ოფის ფინალიდან მოხსნეს
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
რაშია პსჟ-ის წარმატების საიდუმლო? - ჰაკიმიმ ენრიკეს გამარჯვების ფორმულა დაასახელა
ჯიქიას გუნდი თურქეთის სუპერ ლიგიდან გავარდა და ჩერჩესოვი ფეხბურთელს უკან რუსეთში უხმობს
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და ხელფასსაც გაუზრდის
მტრობიდან თანაგუნდელობამდე - მესი და კაზემირო ერთად ითამაშებენ
ერთა ლიგისა და საკვალიფიკაციო ეტაპების ფორმატი იცვლება - UEFA-ს ახალი წესი 2028 წლიდან ამოქმედდება
აღარ გვინდა, ვილი "გაიჭედოს"! - კითხვები სამართლიანობისთვის
[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
"ცოტა შევშინდი" - დემბელემ თავისი მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა