"კავკასიის თასის" იდეა ფინანსურად და სპორტული თვალსაზრისით საინტერესოა, მაგრამ განუხორციელებელია
სომხურ ინტერნეტგაზეთ "რეგნიუსში" ზვიად სიჭინავას ინტერვიუ გამოქვეყნდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა:''უეფა ჩვენ ხშირად გვთავაზობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩემპიონატის გამართვას. ამის თაობაზე არაერთხელ ველაპარაკე ჩემს სომეხ და აზერბაიჯანელ მეგობრებს და კოლეგებს, მათ მითხრეს, რომ ეს შეუძლებელია. იმედია, ადრე თუ გვიან იდეას მხარს მაინც დაუჭერენ და ჩვენი ტურნირი, ''სამხრეთ კავკასიის" თასი საუკეთესო შეჯიბრება იქნება."

კომენტარისთვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას მივმართეთ. მისი პასუხი ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილმა გვაცნობა. თურმე, სიჭინავა სომეხ ჟურნალისტს ზახფულში ელაპარაკა, მაგრამ უეფას მსგავსი ტურნირის ჩატარება არც შემოუთავაზებია, მე კი ''სამხრეთ კავკასიის თასზე" სიტყვაც არ დამიძრავსო. ეტყობა, თვეების შემდეგ დაწერილ ინტერვიუში გაუგებრობა მოხდა, მაგრამ მან თავისი ეფექტი მოახდინა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვებმა სომხური და აზერბაიჯანული მედია და გულშემატკივარი ააფორიაქა და დიდი ყურადღებაც დაიმსახურა. ფორუმზე აქტიურად განიხილავენ, რამდენად სასურველია ტურნირი, თორემ დღეისთვის ''სამხრეთ კავკასიის" თასის ჩატარება არარეალურია.

იდეამ განსაკუთრებული დიანტერესება აზერბაიჯანში ჰპოვა, რადგან ''თანამეგობრობის თასზე" გამარჯვების შემდეგ ჩვენი მეზობლები მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კავკასიის ფეხბურთში პირველი სიტყვა ეთქმით. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ''აზერისპორტის" ფორუმი:

- კავკასიის თასის იდეა უფრო მომხიბლავი იქნებოდა. სუსტი გუნდები არც ''ტერეკი", ნალჩიკის ''სპარტაკი", მახაჩყალის ''ანჟი" და ''ალანია" არიან (?!).

- უფრო შთამბეჭდავი კავკასიის თასის საკლუბო ტურნირად ჩატარება და მასში დაღესტნის, ჩეჩნეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის და სხვა კავკასიური ქვეყნების კლუბების მიწვევა იქნება.

- არა, შეუძლებელია. ეს ყველაზე კონფლიქტური ჩემპიონატი იქნება.

- სისულელეა! ქვეყნისთვის, რომელმაც ''თანამეგობრობის თასი" სამჯერ მოიპოვა, უმნიშვნელო ტურნირი იქნება და თამაში მოგვიწევს არა ხელოვნურ საფარზე, არამედ ასფალტზე.

- წარმოიდგინეთ ასეთი ჯგუფები: ''ა" ჯგუფი – ''ნეფთჩი", თბილისის ''დინამო", ''ტერეკი", ''არარატი"; ''ბ" ჯგუფი – ''ყარაბახი", ''სიონი", ''ანჟი", ''პიუნიკი". ვფიქრობ, კარგი თამაშები იქნებოდა.

ცხადია, იდეა საინტერესოა და როგორც ფინანსურად, ასევე სატელევიზიო და სპორტული თვალსაზრისით ტურნირს დიდი პოტენციალი გააჩნია. სხვა საქმეა, რომ დღეს მისი გამართვა შეუძლებელი ჩანს. სხვათა შორის, მსგავს იდეაზე 10 წლის წინ ცნობილი კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი ლაპარაკობდა. მაშინ სომხეთისა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელებისგან ასეთი რამ მოვისმინეთ – მშვენიერი აზრია, მაგრამ სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირება მას შეუძლებელს ხდის. მათ ტურნირზე თანხმობა რომ გამოთქვან, ცხადია, მატჩები თბილისში უნდა გაიმართოს, რაც სარისკო ამბავი იქნება. ასეთი შეხვედრების უსაფრთხოების უზრვუნველსაყოფად, საქართველო მზად არ არის.

''სამხეთ კავკასიის თასის" ჩატარებას, ბუნებრივია, გარკვეული წინაპირობა გააჩნია. მსგავსი რეგიონული ტურნირების ჩატარების იდეა G14-ის დაარსების შემდეგ გაჩნდა. ევროპული ფეხბურთის გრანდებმა (''ბაიერნმა", ''რეალმა", "ბარსელონამ ''მანჩესტერმა", ''ლივერპულმა" და სხვებმა) სუპერლიგის ჩამოყალიბება შემოსავლების გაზრდისა და ღარიბებისგან გამიჯვნის მიზნით გადაწყვიტეს. ღარიბებმა კი რეგიონულ ტურნირებზე დაიწყეს ლაპარაკი. ასე გაჩნდა ჩრდილოატლანტიკური ლიგის (ჰოლანდია, ბელგია, დანია, ირლანდია), ''როიალ კაპისა" (სკანდინავიის ქვეყნებში) და ''ბალტიის თასის" (ბალტიისპირეთის ქვეყნებში) პროექტები.

პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იდეები და პროექტები საფეხბურთო ''ტვინებში" არ დაბადებულა და მის უკან ერთიანი ევროპის არქიტექტორები დგანან, მიზანი კი დაახლოებით ასეთიაო: ერთიანი ევროპული ლიგა, რომელიც გერმანული მოდელით ჩატარდება: პირველ და მეორე ლიგებში საუკეთესოები ითამაშებენ, დანარჩენები - რეგიონულ ტურნირებში. ეს წლების წინ აკაკი ასათიანმა თქვა და ლოგიკას მოკლებული აზრი არ არის, რადგან რეალურად, G14-ის დაარსების იდეა სწორედ ერთიანი ევროპული ლიგის შექმნას ისახავდა მიზნად, რომელშიც კონტინენტისა და დიდი ბრიტანეთის საუკეთესო კლუბები ითამაშებდნენ. მართალია, უეფა იდეას საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ რეალურად ლენარტ იუჰანსონისა და გერჰარდ აიგნერის დროს ჩემპიონთა ლიგის მომგებიან პროექტში G14-ის იდეები ილანდებოდა. თუ ჩემპიონთა ლიგაა, რატომ მონაწილეობენ წამყვანი ქვეყნების მეორე-მესამე და მეოთხეადგილოსანი კლუბები? ეს ხომ ტურნირის სახელს ეწინააღმდეგება?

უეფას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიშელ პლატინიმ გადაწყვიტა, ჩემპიონთა ლიგაში ღარიბი ქვეყნების ჩემპიონების მოხვედრა მაინც გაეადვილებინა, მაგრამ ხალხოსნური იდეების განხორციელებას სერიოზული ძალა, მდიდარი ევროპული კლუბები და მათი უმძლავრესი სპონსორები ეწინააღმდეგებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა