ლამარ ოდომი "ლეიკერსის" მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მაგრამ კოკაინმა ხაზი გადაუსვა მის კარიერას
ლამარ ოდომს NBA-ის მოთამაშის ტიპიური კარიერა აქვს. მასში თავმოყრილია ყველა ცოდვა, რასაც პროფესიონალ კალათბურთელებს მიაწერენ. მამა ჰეროინის აქტიური მომხმარებელი იყო, დედა იმ დროს გარდაიცვალა, როცა ლამარი 12 წლის გახლდათ.

ქუჩის მოედანი ქუინსიში, სკოლიდან გარიცხვა, უნივერსიტეტი, ფეხმძიმე შეყვარებული 19 წლის ასაკში, ორი ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მარიხუანას გამო. ცხოვრებაში მას ორი გზა ჰქონდა - ზუსტად ესროლა ფარში ან ზედმეტი დოზით ქუჩაში მომკვდარიყო.

კარიერის სტარტზე, ოდომში ხედავდნენ ვარსკვლავს, რომელიც ლიგას შეცვლიდა. ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი უგრძესი ხელებით, შესანიშნავად იბრძვის მოხსნისთვის და ისვრის სამქულიანებს - მის გარშემო გუნდის შექმნა შეიძლებოდა.

2004 წელს, ის "მაიამის" საუკეთესო მოთამაშე იყო იქამდე, სანამ დუეინ უეიდი გაიბრწყინებდა, მაგრამ "ჰიტი" ჩემპიონი მხოლოდ შაკილ ო'ნილის მისვლის შემდეგ გახდა. ოდომი ერთ-ერთი იყო იმ სამი ბიჭიდან, რომელიც "ლეიკერსში" შაკის ნაცვლად გაუშვეს.

ლამარს არასოდეს ეძახდნენ "ყველა ვარსკვლავის მატჩზე", მაგრამ მთელმა ლიგამ იცოდა: ასეთი ბიჭებით ტიტულებს იგებენ. "ბევრს ეჭვადაც არ აქვს ის, რომ ოდომი ყველაზე პოპულარული კაცია ჩვენს გასახდელში", - ფანებს თვალები აუხილა "ლეიკერსის" გენერალურმა მენეჯერმა მიტჩ კუპჩაკმა.

მისი გუნდი ვერ გახდებოდა ორჯერ ჩემპიონი ამ ბიჭის გარეშე. ლამარი მორჩილად გადავიდა სასტარტო ხუთეულიდან სათადარიგოთა სკამზე და ნებისმიერ პოზიციას კეტავდა - ცენტრიდან დაწყებული, გამთამაშებლით დამთავრებული.

2009 წლის აგვისტოში, რონ არტესტის მიერ მოწყობილ საღამოზე ის ჰლოი კარდაშიანს შეხვდა, რომელიც ცნობილი იყო... თავისი ცნობადობით. მთელი ამერიკა იცნობს კარდაშიანების ოჯახს - დების უკანალები არ ჩამოდის ჟურნალების გარეკანიდან, მათმა მამინაცვალმა შოკში ჩააგდო საზოგადოება, როცა სქესი შეიცვალა.

ოდომმა ჰლოეზე ერთი თვის შემდეგ იქორწინა. ქორწილი მაშინვე მოხვდა რეალიტი-შოუში - Keeping Up with the Kardashians. 2011 წელს, წყვილმა საკუთარი შოუ შექმნა - "ჰლოი და ლამარი", სადაც საკაბელო ტელეარხის პრაიმ-ტაიმში ლაყბობდნენ, გაზეთებს კითხულობდნენ, მეგობრებს ხვდებოდნენ...

კამერებმა უჩვენეს, როგორ შეიტყო ოდომმა "დალასში" გაცვლის შესახებ. მას თავიდანვე არ მოეწონა ის, რომ კრის პოლის გადასაბირებლად, "ლეიკერსმა" საკუთარი აქტივები სხვადასხვა კლუბში მოისროლა და არავის გაუფრთხილდა. პოლი მაინც არ გადავიდა "ლეიკერსში", მაგრამ ლამარს უკვე აღარ უნდოდა იმ გუნდში თამაში, რომელიც მას არ ენდობდა.

"მავერიქსში" მისი შედეგიანობა 14.4 ქულიდან 6.6-მდე დაეცა, მისი მილიონიანი კონტრაქტი D-ლიგაში გააგზავნეს, ზაფხულში კი კიდევ 2.4 მილიონი გადაუხადეს ხელშეკრულების გაუქმებისთვის. 2015 წლის მარტში, "მავერიქსის" მფლობელმა მარკ ქიუბანმა ოდომის შეძენას ცხოვრებაში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება უწოდა - მან აიყვანა ლიგის საუკეთესო მეექვსე მოთამაშე, მაგრამ მიიღო უვარჯიშებელი ტომარა.

"კლიპერსში" ლამარი კიდევ უფრო ცუდად თამაშობდა. ემინემმა ის საკუთარ ტრეკში (Berzerk) ახსენა: "მხოლოდ ერთი რამ მახსოვს - გავიღვიძე მონტე კარლოში მახინჯი კარდაშიანის გვერდით. ლამარ, მაპატიე, ჩვენ ორივემ დავწიეთ თამასა".

ოდომი აქტიურად მიეძალა კოკაინს და სამი წლის განმავლობაში, ნარკოტიკებში 50 ათას დოლარზე მეტი გაანიავა. "ნიქსთან" თამაშის წინ, ის მართლა კაიფში იყო, - თქვა ინტერვიუში ერთ-ერთმა ნარკომოვაჭრემ. - მე თავად მივყიდე მას ნარკოტიკი და პირადად ვნახე, როგორ მოწია".

2013 წლის აგვისტოში, ESPN-მა დაწერა, რომ ოდომი შინიდან წავიდა, არ აქვს კონტაქტი ცოლთან და ბავშვებთან და ცხოვრობს სასტუმროში, სადაც მეგობრები ეხმარებიან ნარკოდამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში. ამ ახალი ამბიდან სამი დღის თავზე, პოლიციამ ის საჭესთან მთვრალი დაიჭირა.

ლამარი იმდენად ცუდად იყო, რომ არ რეაგირებდა მანქანის გაჩერების მოთხოვნაზე. კალათბურთელი თავდებით გაანთავისუფლეს, კლინიკაში მოათავსეს, მაგრამ მომდევნო დღეს საკუთარი ნივთები აიღო და შინ წავიდა. ის კინაღამ სამი წლით გაგზავნეს ციხეში - სამწლიანი პირობითი სასჯელით გადარჩა.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ჰლოი კარდაშიანი განცხადებებს არ აკეთებდა და არ ცდილობდა მის დახმარებას - უბრალოდ, წავიდა ქმრისგან. მას აცოფებდა არა კოკაინი, არამედ ოდომის რეგულარული სექსი სხვა ქალებთან. TMZ-მ ვიდეოც კი მოიძია, რომელშიც ლამარი რეპს ასრულებს საკუთარი ღალატის ფაქტებზე. ასეთი რამ ჰლოიმ ვერ მოითმინა და განქორწინებაზე განაცხადი შეიტანა.

ნარკოდამოკიდებულების მოსაშორებლად, კალათბურთელი ესპანეთში წავიდა, მაგრამ იქ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და ჯამში ორი ქულა დააგროვა. ოდომი კინაღამ NBA-ში დაბრუნდა, მაგრამ კრიზისში მყოფ "ნიქსშიც" კი არ შეუშვეს მოედანზე - კოკაინი ცუდად მოქმედებს ფიზიკურ ფორმაზე.

ჟურნალმა In Touch-მა 2015 წლის აგვისტოში ლამარი ლოს ანჯელესთან ახლოს, სანტა მონიკას ბარში იპოვნა. ინტერვიუ ცეცხლოვანი გამოვიდა. კალათბურთელმა მოყვა, როგორ ენატრება ჰლოი, მთელი საუბრის განმავლობაში მას ცოლს უწოდებოდა. შემდეგ, მოულოდნელად, ინტერვიუ შეწყვიტა სიტყვებით: "მანქანაში უნდა დავწვე". მდგომარეობა ძალიან ცუდი იყო.

ოქტომბრის შუაში, ლამარი ბორდელში უგონო მდგომარეობაში იპოვნეს - "ჰენესით" და ვიაგრათი გაჭყეპილი. ის სამი დღის განმავლობაში იღებდა ნარკოტიკსა და ალკოჰოლს, იმ დღეს კი 75 ათასი დოლარი დაუტოვა ორ მეძავს 24 საათი სექსის სანაცვლოდ. ის ოპერატიულად ვერ გადაიყვანეს ლას ვეგასის საავადმყოფოში, რადგან 208 სანტიმეტრი სიმაღლის ადამიანი სამედიცინო ვერტმფრენში არ ეტევა.

იმ დღეს, "ლეიკერსი" ნევადაში ამხანაგურ მატჩში ხვდებოდა "შარლოტს". კობი ბრაიანტმა მატჩის შემდეგ სწრაფად გამოიცვალა, პირველივე ტაქსში ჩაჯდა და ოდომთან საავადმყოფოში მივიდა. ლამარმა რამდენიმე ინსულტი გადაიტანა და დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო. ჰლოი კარდაშიანმაც ყველაფერი მიატოვა და ვეგასში ჩავიდა. დოკუმენტების მიხედვით, ის ჯერაც კალათბურთელის მეუღლეა, ამიტომაც პალატაში უპრომლემოდ შეუშვეს.

ორდღიანი კომის შემდეგ, ოდომმა თვალები გაახილა. პირველი, ვინც მან დაინახა, ჰლოი იყო. და პირველი, რაც თქვა, იყო: Hey, baby.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოდომ
ბევრად მეტი შეეძლო ვიდრე საუკეთეს მე_6
lamar
ლამარ, ყველაზე ჭკვიანი 4 ნომერი მოედანზე და ყველაზე დაქნეული მოედნის მიღმა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუის ენრიკეზე უარი ამის გამო თქვა" - რას წერს ბრიტანული პრესა ესპანელ სპეციალისტზე?
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
NBA-ს ჩემპიონი პორნოგრაფიაზე იყო დამოკიდებული, ვიდეოების ყურებაში ღამეებს ათენებდა
NBA: ლამარ ოდომის შანსი 50 პროცენტია
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
NBA-ის ორგზის ჩემპიონი პოლიციამ დააკავა
გოგა ბითაძემ იაო მინისა და ტიმ დანკანის მიღწევა გაიმეორა!
ლამარ ოდომი მეგობრებს ვერ ცნობს
სიკვდილის პირას მყოფ ლამარ ოდომს თირკმელი სჭირდება