მორიგი მატჩები და პრაისის მშრალი მატჩი
გუშინ, "მონრეალ კანადიენსმა" რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში "სენტ ლუის ბლუზი" 3:0 დაამარცხა. შესაბამისად, კანადურმა გუნდმა ახალი სეზონი ძირითადი დროში ზედიზედ შვიდი გამარჯვებით დაიწყო, რითაც მეექვსე გუნდი გახდა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია.

აქამდე იგივე შეძლეს: "ბაფალო სეიბრზმა" (1975-76), "კვებეკ ნორდიქსმა" (1985-86), "ნიუ ჯერსი დევილზმა" (1993-94), "ტორონტო მეიპლ ლივზმა" (1993-94), "პიტსბურგ პინგვინზმა" (1994-95). აღვნიშნავთ, რომ სერიის გაგრძელება რვა მოგებამდე მხოლოდ "ბაფალომ" მოახერხა.

ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩამოთვლილი გუნდებიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო ასეთი სერიის შემდეგ იმ სეზონში სტენლის თასის მოგება.

გუშინდელი დღის პირველი ვარსკვლავი გახდა "მონრეალის" მეკარე კერი პრაისი, რომელმაც "სენტ ლუისთან" 3:0 მოგებულ მატჩში 38 დარტყმა მოიგერია. ეს მისი მეორე "შათაუტია" სეზონში.

დღის მეორე ვარსკვლავად დასახელდა "აილენდერსის" მეკარე იაროსლავ ჰალაკი. მან 37 დარტყმა მოიგერია "კოლამბუსის" წინააღმდეგ და "შათაუტი" შეასრულა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ვაშინგტონის" ფორვარდმა ალექსანდრ ოვეჩკინმა. მან ორი ქულა (ერთი გოლი+ერთი შედეგიანი პასი) მიითვალა "კალგარისთან" შეხვედრაში. აღსანიშნავია, რომ რუსმა ლიგაში ქულების მონაგარი 901-მდე (478+422) აიყვანა. ამისთვის "ვაშინგტონის" კაპიტანს 764 მატჩი დასჭირდა.

გუშინდელი დღის კიდევ ერთი გმირი გახდა "არიზონას" კაპიტანი შეინ დოუნი. ცოტა ხნის წინ, მან კარიერაში 900 ქულა დააგროვა, გუშინ კი 1400-ე მატჩი ჩაატარა ლიგაში. ის მერვე მოთამაშეა ლიგის ისტორიაში, ვინც ამდენჯერ დაიცვა ერთი კლუბის ღირსება.

სულ ლიგაში 33 მოთამაშეა, რომლებმაც 1400 მატჩი ითამაშეს, მათ შორის, სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში. ამ მხრივ, ლიდერი გახლავთ გორდი ჰოუ - 1767 მატჩი. მოქმედ ჰოკეისტებს შორის ლიდერობს იარომირ იაგრი - 1556 მატჩი. უახლოეს პერიოდში, კარიერაში 1400-ე მატჩს ითამაშებს ფორვარდი ჯერომ იგინლა.

ნიუ ჯერსი-არიზონა 3:2 (ო)

0:0, 1:0, 1:2, 1:0

გოლები: 1:0 ზეიჯაკი-1 (ჯოზეფსონი-2, ა. ლარსონი-1), 1:1 დუკლერი-5 (დომი-4, ჰანზალი-8), 2:1 კამალერი-2 (ზეიჯაკი-1), 2:2 ბოდკერი-1 (ეკმან-ლარსონი-2, მაიკლ სტოუნი-2), 3:2 ა. ლარსონი-1 (ზეიჯაკი-2, სტემპნიაკი-3).

კოლამბუსი-აილენდერსი 0:4

0:1, 0:0, 0:3

გოლები: 0:1 კულემინი-2 (ჟილდიცკი-2, ჰამონიკი-2), 0:2 ჰიკი-1, 0:3 კლატერბეკი-2 (ნელსონი-3), 0:4 ტავარესი-4 (მ. მარტინი-1, ლი-3).

პიტსბურგი-ფლორიდა 3:2 (ო)

1:0, 0:0, 1:2, 1:0

გოლები: 1:0 კროსბი-1 (მალკინი-2, ლეტანგი-2), 2:0 კესელი-2 (სკუდერი-2, კროსბი-1), 2:1 ჰოუდენი-1 (ბრიკლი-1, გუდბრანსონი-2), 2:2 მაკენზი-1 (ბრიკლი-2, ჰოუდენი-1), 3:2 მალკინი-3 (ლეტანგი-3, კროსბი-2).

ფილადელფია-დალასი 1:2

0:1, 0:1, 1:0

გოლები: 0:1 სეგუინი-4 (ჯეიმი ბენი-4, კლინგბერგი-4), 0:2 ჯეიმი ბენი-6 (სეგუინი-6, გოლიგოსკი-3), 1:2 კუტურიე-1 (სიმონდსი-3, რიდი-1).

მონრეალი-სტ. ლუისი 3:0

1:0, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 პასიორეტი-5 (პლეკანეცი-1, გალაჰერი-5), 2:0 სიომინი-1 (გალჩენიუკი-5, ელერი-1), 3:0 ტ. მიტჩელი-2 (საბენი-5, სმიტ-პელი-1).

ნეშვილი-ტამპა ბეი 5:4 (ბ)

1:0, 2:3, 1:1, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 მ. ფიშერი-1 (შ. უებერი-3, ჯ. ნილი-2), 1:1 სტემკოსი-5 (ჰედმანი-5, ფილპულა-3), 1:2 კუჩეროვი-2 (პალატი-2, ქობურნი-2), 2:2 შ. უებერი-1 (რიბეირო-3, კ. უილსონი-2), 2:3 კელეჰანი-3 (ჰედმანი-6, სტრალმანი-5), 3:3 ჯ. ნილი-4 (ფორსბერგი-3, მ. ფიშერი-1), 3:4 კონდრა-2 (ბ. ბოილი-2), 4:4 ჯ. ნილი-5 (ფორსბერგი-4).

ბულიტები გაიტანეს: ფორსბერგი (ნეშვილი).

კალგარი-ვაშინგტონი 2:6

1:1, 0:3, 1:2

გოლები: 1:0 მონეჰანი-2 (გოდრო-5), 1:1 ბურაკოვსკი-1 (კუზნეცოვი-3), 1:2 ოვეჩკინი-4 (ორპიკი-1, კუზნეცოვი-4), 1:3 ბექსტრიომი-2 (ჯასტინ უილიამსი-3, ჯ. კარლსონი-4), 1:4 ოში-3 (კუზნეცოვი-5, ოვეჩკინი-2), 2:4 ჯორდანო-1 (ფროლიკი-4, გოდრო-6), 2:5 ჩიმერა-2 (ბიგლი-1), 2:6 ბექსტრიომი-3 (ჯასტინ უილიამსი-4, ნისკანენი- 2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
U21 | ახალგაზრდულმა მარტის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - პირველი ვარჯიში წყალტუბოში
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
თავის აღზრდილს დაიბრუნებენ? - "რეალი" კარვახალის შემცვლელს ეძებს
ანტი-რეკორდის გამეორება 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ - "ტოტენჰემი" ღრმა კრიზისშია
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დააკავეს
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო