"თავს "მანჩესტერ სიტიში" ბედნიერად უნდა ვგრძნობდე, მაგრამ ასე არაა"
იაია ტურემ პერიოდულად გაბუტვა იცის ხოლმე და ისიც გვახსოვს, "მანჩესტერ სიტიდან" წასვლაზე რომ ფიქრობდა, მაგრამ მანუელ პელეგრინიმ კოტდივუარელი არსად გაუშვა.

როგორც ჩანს, იაია ახლაც გაბრაზებულია და ძველი წყენები ერთად დაგროვებია, რადგან უკანასკნელ ინტერვიუში მან ძალიან ხმამაღალი განცხადებები გააკეთა.

"არ მინდა, ჩემი შვილები ფეხბურთელები გამოვიდნენ და ის სირთულეები და ტკივილი გამოიარონ, რომელიც მე გამოვიარე და გამოვცადე. სწავლა - აი, ეს არის მათთვის. ვიცი, რომ ყველა ფიქრობს, თითქოს, ძალიან ბედნიერი ვარ და უნდა ვიყო. მოვიგე ბევრი ტიტული, მაქვს ბევრი ფული... მაგრამ არა, მე არ ვარ ბედნიერი" - განაცხადა სევდიან განწყობაზე მყოფმა ტურემ.

იაია "სიტიში" 2010 წელს "ბარსელონადან" 24 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა. მას ის პერიოდიც მწარედ დამახსოვრებია.

"თავს ხშირად უცნაურად ვგრძნობ ხოლმე, რადგან ინგლისში საქმეს ისე არ ეკიდებიან, როგორც უნდა ეკიდებოდნენ და სათქმელს ზუსტად არ ამბობენ. ნეგატივის გარდა, პოზიტივზეც უნდა ვისაუბროთ, არა?

აფრიკელებს გვიყვარს, როდესაც ჩვენს შრომას აფასებენ და რეალურ შეფასებას გვაძლევენ, რასაც ვიმსახურებთ. ეს ყველასთვის სასიამოვნოა და წესით, ასე უნდა იყოს. მე ასე მჯერა. გაურკვეველი მიზეზების გამო, როდესაც 2010 წელს "სიტიში" გადმოვედი, ზოგიერთი ამბობდა, რომ მე "ფეხბურთს მოვკლავდი" და თამაშის გასაფუჭებლად მომიყვანეს. ჟურნალისტები უფრო ჩემს ხელფასზე ლაპარაკობდნენ, ვიდრე თვისებებზე და ამბობდნენ, აბსურდული ჯამაგირი აქვსო.

ვამბობდი, რომ გუნდში იმიტომ მოვდიოდი, რომ მას ტიტულების მოგებაში დავხმარებოდი და ამის თქმისას ზოგი, იდიოტები, დამცინოდნენ. მეკითხებოდნენ, მე, იაია ტურეს, რა უნდა შემეცვალა "სიტიში" და რითი უნდა დავხმარებოდი კლუბს და რა გამოვიდა სინამდვილეში?

ჩვენ თითქმის ყველაფერი მოვიგეთ. მე ეს შევძელი, ჩვენ ეს შევძელით. რა თქმა უნდა, მარტო მე არა. როდესაც კუთვნილ და სათანადო აღიარებას ვერ იღებ და შენს დამსახურებასა და მიღწევას ნორმალურად არავინ აღნიშნავს, ეს ძალიან დასანანი და მტკივნეულია. ახლაც კი, როდესაც უფრო და უფრო მეტს ვინდომებ, ვმუშაობ და ვაკეთებ, ბევრი ცდილობს, უარყოფითი მოძებნოს" - ამბობს გაბრაზებული ტურე.

მოკლედ, კოტდივუარელს ინგლისში შეფასებების კრიტერიუმები ძალიან არ მოსწონს და მიიჩნევს, რომ შრომა არ უფასდება. იგი იხსენებს წინა სეზონსაც, როდესაც გუნდს "მხოლოდ" 12 გოლით შეეწია. საყრდენისთვის ეს შესანიშნავი შედეგია. არც იაიას საგოლე გადაცემები დაგვავიწყდეს, მაგრამ შარშანწინდელ სეზონში ორჯერ მეტი, 24 გოლი გაიტანა, რაც ფენომენალური შედეგი გახლდათ. მაშინ იგი "ქალაქელებს" პრემიერლიგისა და ლიგის თასის მოგებაში დაეხმარა.

ტურე მიიჩნევს, რომ ნორმალურად ესეც არ დაუფასეს, სამაგიეროდ, მადა გაეხსნათო.

"წინა სეზონში მეორე ადგილზე გავედით, ინგლისის ჩემპიონატში, რომელიც მსოფლიოში ურთულესია. მე 12 გოლი გავიტანე, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს აფრიკის თასზე ვეხმარებოდი და დაახლოებით 2 თვე არ ვიყავი.

დამნაშავე იმაში გახლდით, რომ იმდენივე გოლი ვერ გავიტანე, რამდენიც იმის წინა სეზონში? 2013/14 წლების სეზონში 24 გოლი გავიტანე, აქედან 20 პრემიერლიგაში. ეს განსაკუთრებულად არავის უხსენებია, არანაირი აღიარება, ჯილდო, არაფერი... აქ, ინგლისში, როდესაც რამე ცუდი ხდება, ამას აიტაცებენ ხოლმე, ხოლო კარგს უყურადღებოდ ტოვებენ. თავიანთი მეთოდებით და უსაფუძვლო კრიტიკით ყოველთვის მაღიზიანებდნენ ხოლმე" - განმარტა უსამართლობითა და დაუფასებლობით გატანჯულმა ტურემ.

აღვნიშნოთ ისიც, რომ იაიასთან ერთად "მანჩესტერ სიტიმ" ორჯერ მოიგო პრემიერლიგა და თითოჯერ ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასები. ის ორჯერ მოხვდა პრემიერლიგის სეზონის სიმბოლურ გუნდში.

"ერთ დღეს აბიჯანში 15 წლის ახალგაზრდა ბიჭუნამ გამაჩერა და მითხრა: - დიდო ძმაო, შენ ყოველთვის ამბობ, რომ მუდამ თავდაუზოგავად უნდა იშრომო და ვხედავთ, რომ ასეც იქცევი, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რისი გავლა გიწევს იქ და ჩვენ შენნაირი შესაძლებლობები და შანსი არ გვაქვს, მაგრამ რისთვის ვიშრომოთ, რომ მერე ნორმალურად არ დაგვიფასდეს და უსამართლო კრიტიკა მივიღოთ?

- როგორც იცით, ახალგაზრდა ადამიანები ყველაფერს უკეთ ხედავენ და ამჩნევენ. ისინი საკუთარ კუმირებსაც გამჭვირვალედ ხედავენ, ყველაფერს სწორად აფასებენ და კითხვებს სვამენ" - დასძინა 32 წლის ტურემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"რომ არა დებილები, თბილისის "ლოკომოტივთან" არ წავაგებდით" - ამბობს რუსი აგენტი
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"სლოვანს" იაია ტურე ჩაუდგა სათავეში
"თუ "ბარსელონასთან" გაიბრწყინებს..." - იაია ტურეს ყოფილმა აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა