ბრისბენის "რედსისა" და ავსტრალიის ნაკრების მგეზავ ქუადე კუპერს ბრალდება მოუხსნეს...

ბრისბენის "რედსისა" და ავსტრალიის ნაკრების მგეზავ ქუადე კუპერს ბრალდება მოუხსნეს. სასამრთლო პროცესზე განმეორებით მოსმენას კუპერი არ დასწრებია, რადგან ავსტრალიის ნაკრების სავრთნელ შეკრებაზეა და დიდი შანსია, 24 ივლისს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.

22 წლის კუპერს, რომელმაც "ვოლაბების" შემადგენლობაში 15 კეპის მოხვეჭა მოასწრო, ქურდობა ბრალდებოდა. მოსარჩელის განცხადებით, მან სერფინგისტებს ორი პერსონალური კომპიუტერი მოპარა.

კუპერის ადვოკატების თქმით, სასამართლოზე მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა კუპერის დანაშაულის დამაჯერებელი მტკიცებულება. ამიტომ მართლმსაჯულებამ გადაწყვიტა, მას ბრალდება მოუხსნას და უდანაშაულოდ სცნოს.

ავსტრალიის რაგბის კავშირი უახლოეს დღეებში თავად მიიღებს გარკვეულ სადამსჯელო სანქციებს, რადგან კუპერისთვის ეს არ იყო ერთადერთი სამართალდარღვევა. ორი კვირის წინ ავტომობილით მოძრაობისას წესის დარღვევის გამო 7 500 ავსტრალიური დოლარით (4 350 გირვანქა სტერლინგი) დააჯარიმეს.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემთვის ამ უმძიმეს დღეებში გვერდში დამიდგა, მეხმარებოდა. განსკუთერბით ოჯახის წევრებს და მეგობრებს. მოხარული ვარ, რომ ყველა სიძნელე უკან დარჩა და მხოლოდ ავსტრალიის ნაკრებში თამაშზე კონცენტრაციის საშუალება მეძლევა". - თქვა ქუადე კუპერმა.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"