დაპირებული რეფორმების შესახებ...
როდესაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კარლო ტავეკიო აირჩიეს, ერთ-ერთი პირველი, რაც განაცხადა, სერია A-სა და B-ში გუნდების რაოდენობის შემცირება გახლდათ.

მაშინ ტავეკიომ ბევრი ისაუბრა ამ რეფორმაზე და დაკონკრეტდა, რომ ელიტარულ ლიგაში 20-ის ნაცვლად 18 გუნდი იასპარეზებდა, ხოლო რანგით მეორე დივიზიონში 22-ის ნაცვლად, 20 გუნდი ითამაშებდა.

ითქვა ისიც, რომ შემცირდებოდა ლიგა პროში, ანუ სერია ჩ-ში მოასპარეზე გუნდების რაოდენობაც, ამ ყველაფრის მიზანი კი იტალიური საკლუბო ფეხბურთის საერთო დონის ამაღლება გახლავთ.

ამასთან, კალენდრის განტვირთვა, რამაც, წესით, ეროვნულ და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებსაც უნდა შეუწყოს ხელი - ლოგიკა გასაგებია: რაც უფრო ნაკლები თამაში უწევს ფეხბურთელს, მით უფრო დასვენებულია და შესაბამისად, სანაკრებო მატჩებსა და თუნდაც ევროტურნებზე უკეთ იასპარეზებს.

მოკლედ, ტავეკიოს ჩანაფიქრი სრულიად გასაგები იყო და გულშემატკივრებიც მოწონებით შეხვდნენ, მაგრამ მას შემდეგ, საკმაოდ დიდი დრო გავიდა, სიტყვას კი რეალური საქმე არ მოჰყოლია. ტავეიომ ამ თემაზე საგანგებო კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"ძალიან მინდოდა, რომ ყველა რეფორმა უსწრაფესად გაგვეტარებინა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. იცით, რომ სერია A-სა და B-ს ორგანიზაცია "ლეგა კალჩო" ატარებს, ლიგა პროს ტურნირებს კი ამავე ორგანიზაიის შვილობილი კომპანია უწევს ორგანიზებას.

მათთან ურთიერთობა არც ისე იოლია, რადგან ყველაფერთან ერთად, თვითონ კლუბების ინტერესები უნდა გაითვალისწინო. ასე ხელაღებით გუნდების რაოდენობის შემცირება უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან კლუბებს ხანგრძლივვადიანი გეგმები აქვთ გაწერილი, დიდი თანხები დახარჯული და მათ უბრალოდ ვერ ავუვლით გვერდს. "ლეგა კალჩომ" 5-წლიანი პროექტი შემოგვთავაზა, რომლის განმავლობაშიც ჩვენ მივალთ იქამდე, რომ სერია A-ში 18-მა გუნდმა იასპარეზოს, ხოლო B-ში 20-მა.

მუშაობა უკვე თვეებია, მიმდინარეობს და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, შეიძლება ეს დრო შემცირდეს კიდეც. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, მაგრამ ეს ისე მოხდება, რომ ამით არც ერთი გუნდი არ დაზარალდეს. დადგება ის სეზონი, როდესაც სერია A-ს არა 3, არამედ 5 გუნდი დატოვებს, მაგრამ აქამდე მეთოდურად მივალთ და არავინ დაზარალდება".

მოკლედ, იტალიაში 5-წლიანი გეგმა დასახეს, რომლის განმავლობაშიც რეფორმა გატარდება და სერია A-სა და B-ში გუნდების რაოდენობა შემცირდება. კარგი იქნება თუ ამ საკითხში იტალიელებს ქართული ფეხბურთის მესვეურებიც მიბაძავენ, რადგან ჩვენთან ხშირად ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ირკვევა, თუ რამდენი გუნდით უნდა ჩატარდეს უმაღლესი ლიგის გათამაშება.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქართვლოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდებს ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის სამკვდრო-სასიცხოცხლო ბრძოლა გაუმართავთ და შემდეგ, რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების გამო, მათი ბრძოლა ფუჭი გამომდგარა, რადგან უმაღლესში გუნდების რაოდენობა გაუზრდიათ და გავარდნილიც კი დაუტოვებიათ.

ისე, სხვა სპორტებსაც შეგვიძლია გადავწვდეთ და მაგალითად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გავიხსენოთ კალათბურთში - იყო შემთხვევა, როდესაც წინასწარ გაწერილი რეგლამენტის მიხედვით, ჩვენი ნაკრები ევრობასკეტზე ვერ მოხვდა - გამოვიგლოვეთ კიდეც ის ტურნირი, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას არა მხოლოდ 16-ის, არამედ 24 გუნდის მიღებაც შეეძლო და გამოგვიცხადეს, ჩამოდით და თქვენც ითამაშეთო.

ბუნებრივია, საქართველოს ნაკრების ევროპირველობაზე გასვლამ მხოლოდ გაგვახარა, მაგრამ წინასწარ გაწერილ რეგლამენტს მაინც მეტი პატივისცემა სჭირდება. ამ მხრივ, იტალიურ საკლუბო ფეხბურთში სამაგალითოდ ჰქონიათ საქმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
იტალიაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ აირჩიეს
პიერლუიჯი კოლინა შესაძლოა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
კარლო ტავეკიოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
კარლო ტავეკიომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დატოვა
კარლო ტავეკიო: კონტე არ უნდა გაგვეშვა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდით
კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნა იუარა