თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა წლეულს წყვილებში აშკარად უკეთ თამაშობს, ვიდრე ერთეულებში
თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა წლეულს წყვილებში აშკარად უკეთ თამაშობს, ვიდრე ერთეულებში.

დასტურად ისიც გამოდგება, რომ გაზაფხულიდან დღემდე ექვს შეჯიბრებაში გაიმარჯვა. ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და 50.000-იან ტურნირში მონაწილეობს.

წყვილებში უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად მეორე ნომრადაა განთესილი და უკვე ორი ბარიერი გადალახა და ნახევარფინალში გავიდა.

21 ოქტომბერს ქართულ-უკრაინულმა დუეტმა ტატიანა ბუა (არგენტინა) და ხეორხინა გარსია პერესი (ესპანეთი) ჩამოიშორა გზიდან - 7:5, 6:3. მომდევნო მეტოქე იქნება რეიტინგით მესამე ნომერი ვიქტორია გოლუბიჩისა (შვეიცარია) და ალისე მატეუცის (იტალია) ტანდემი, რომელმაც მეოთხედფინალში იოანა როსკას (რუმინეთი) და ჯულია ტერზისკას (ბულგარეთი) აჯობა - 6:2, 6:3.

ერთეულებში სოფიო შაფათავა მერვედფინალშია და დღეს ჯულია გატო-მონტიკონესთან გაარკვევს ურთიერთობას.

დღესვე ლუქსემბურგში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში ითამაშებს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა (რეიტინგით 83-ე), რომელიც იაპონელ მისაკი დოისთან არის შეამხანაგებული. მეოთხედფინალში ისინი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ესპანელებს - ანაბელ მედინა გარიგესსა (33-ე) და არანჩა პარა სანტონიას (39-ე) დაუპირისპირდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს