ცვლილება რიოს ოლიმპიადის მერე მოხდება
როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა "სან ანტონიო სპურსის" დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი.

ის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ შეცვლის მაიკ კრჟიჟევსკის, რომელიც, თავის მხრივ, ეროვნული გუნდის გენერალური მენეჯერის თანამდებობას ჩაიბარებს.

პოპოვიჩთან 2020 წლამდე გაფორმდა კონტრაქტი.

"ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სპორტთან კავშირი აქვს, ოცნებობს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. 1972 წელს, ვერ მოვხვდი აშშ-ის ოლიმპიურ ნაკრებში, მაგრამ ოცნებისთვის თავი არასოდეს დამინებებია. ვუყურებდი ტელევიზორში ოლიმპიურ თამაშებს და ყოველთვის მინდოდა მისი ნაწილი გავმხდარიყავი. ამაში სხვებისგან არ განვსხვავდები. მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ოცნება ცხოვრების ამ ეტაპზე ასრულდებოდა. ეს საოცარია", - განაცხადა პოპოვიჩმა ESPN-თან კომენტარში.

პოპოვიჩი "სან ანტონიოს" 1996 წლიდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით, გუნდი ხუთჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი.

ამ მომენტისთვის, ამერიკის ნაკრებს 63-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. 2008 წლიდან მოყოლებული, გუნდმა ორჯერ მოიგო ოლიმპიადა (2008, 2012) და ორჯერ - მსოფლიოს ჩემპიონატი (2010, 2014).

ორიგინალური ფრაზით გამოეხმაურა პოპოვიჩის დანიშვნას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი:

"აშშ-ის ნაკრები საიმედო ხელშია. ასე იყო კრჟიჟევსკის დროსაც, მაგრამ, ახლა, სიტუაცია "ნათლიმამას" მაგონებს. გუნდი თითქოს მაიკლ კორლეონეს გადასცეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"სანდრო ჩემი საყვარელი მოთამაშეა" - გრეგ პოპოვიჩი
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
"აი, ასეთი ბიჭია სანდრო" - პოპოვიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
გრეგ პოპოვიჩის ორმაგი სტანდარტი?
5 წელიწადში 80 მილიონი - მამუკელაშვილს კვლავ პოპოვიჩი გაწვრთნის
"მამუს" "სან ანტონიო" მწვრთნელის გარეშეა - გრეგ პოპოვიჩი გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა