25 წლის ფეხბურთელი ტალინის "ფლორას" შემადგენლობაში ესტონეთის ჩემპიონი გახდა
25 წლის ზაქარია ბეგლარიშვილი ტალინის "ფლორას" შემადგენლობაში ესტონეთის ჩემპიონი გახდა. ის ქართველი ქომაგისთვის ნაცნობი ფეხბურთელია. თავის დროზე, ზაქარია ამსტერდამის "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდში იყო და არაერთი მატჩი ჩაუტარებია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც.

ბეგლარიშვილს ტალინში დავუკავშირდით და პირველ რიგში, ჩემპიონობა მივულოცეთ...

- მადლობა მოლოცვისთვის. ჩემპიონობა ყოველთვის სასიამოვნოა. მთლიანობაში, ჩემთვისაც და "ფლორასთვისაც" მშვენიერი სეზონი გამოვიდა. განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ ბოლოს - ზედიზედ 11 მატჩი მოვიგეთ.

- გაიხსენეთ ბოლო მატჩი, "ინფონეტთან"...

- უკვე ვიცოდით ჩვენი კონკურენტის, "ლევადიას" თამაშის შედეგი. მათ ფრედ ითამაშეს. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ჩემპიონები ვხდებოდით. ტიტულს პირველობის ბოლომდე ორი ტურით ადრე ვინაღდებდით. მოვიგეთ და, ჩემდა სასიხარულოდ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დამასახელეს. საერთო ჯამში, დამსახურებულად გავხდით ჩემპიონები და ეს ცხრილიდანაც კარგად ჩანს. თამაშის ხარისხითაც "ფლორა" ესტონეთში ყველას სჯობდა.

- ჩვენი სუბიექტური აზრია, რომ დროა, ძალა ახალ, უფრო ძლიერ ჩემპიონატში მოსინჯოთ. "ფლორაში" დარჩენას აპირებთ?

- გეთანხმებით, ნამდვილად დროა და ეს ჩემი სურვილიცაა. არ დაგიმალავთ, არის გუნდი, რომელსაც უნდა ჩემი აყვანა. უბრალოდ, დეკემბრამდე ვერაფერს ვიტყვი. ორი თამაში დაგვრჩა ამ სეზონში. მერე ცოტას დავისვენებ და ზუსტად მეცოდინება, სად წავალ.

- იმის თქმა თუ მაინც შეიძლება, რომელი ქვეყნის გუნდია? ძლიერი კლუბია?

- მოდით, მოვიცადოთ დეკემბრამდე და ყველაფერს გაიგებთ. ერთს კი თამამად ვიტყვი - ძლიერი გუნდია. ჯერ ბოლომდე არ არის ყველაფერი გადაწყვეტილი, თუმცა ხელისშემშლელიც არაფერი ჩანს.

- "ფლორასთან" თქვენი კონტრაქტი სრულდება?

- არა, კონტრაქტი არ დასრულებულა, მაგრამ თავად "ფლორაა" დაინტერესებული, რომ უკეთეს გუნდში გადავიდე. ამაში ყველანაირად ხელს მიწყობენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობაზე პირველი გამოცდა ჩააბარა - მას ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]
"ესტონურ პასპორტს ყოველდღე ველოდები" - ზაქარია ბეგლარიშვილი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ზაქარია ბეგლარიშვილმა ფინეთში გუნდი გამოიცვალა
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში
ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქე გახდება? - ქართველ შემტევს ამისთვის გამოცდის ჩაბარება მოუწევს
ჯიმი ტაბიძე ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა, ზაქარია ბეგლარიშვილი - ვერა
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
ზაქარია ბეგლარიშვილის ულამაზესი გოლი ესტონეთის ჩემპიონატში [VIDEO]
კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის
ოფიციალურად - "ჯვაროსნების" ყოფილი მოთამაშე ესტონეთის ნაკრებში ითამაშებს [PHOTO]
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" და ჩაკვეტაძის "გენტი" თითქმის შემდეგ ეტაპზე - ქართველები კონფერენს ლიგაზე
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
ახალი მწვრთნელით - ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
ბეგლარიშვილმა გუნდი კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში გაიყვანა
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება