მიუნხენში პნევმატური იარაღიდან სროლაში ტრადიციული დიდი საერთაშორისო ტურნირი იწყება, რომელშიც დიდი ნაკრებით გამოვალთ
დღეს მიუნხენში პნევმატური იარაღიდან სროლაში ტრადიციული დიდი საერთაშორისო ტურნირი იწყება. ამ შეჯიბრებით ტყვიის მსროლელები წლევანდელ სეზონსაც ხსნიან. შეჯიბრება მეტად ხელსაყრელ ვადებში იმართება - იგი კონტინენტური პირველობებისთვის მზადებას ისახავს მიზნად და ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა კონტინენტის სპორტსმენისთვის.

კონტინენტების რეგიონალური პირველობები, როგორც წესი, ძირითადად გაზაფხულზე იმართება ხოლმე, პირველად - სწორედ პნევმატურში (სპორტულიდან ბევრად გვიან - ზაფხულის დასაწყისში) ტარდება. ამიტომ მიუნხენში გამოსვლა ყველას საშუალებას აძლევს, დროულად გამოავლინონ ხარვეზები და ადრიანად დაიჭირონ თადარიგი მომავალი სტარტებისთვის. ამას მშვენიერი სპორტული ბაზაც ემატება და სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს, რომ გერმანიაში ყოველწლიურად უძლიერესი შემადგენლობა იკრიბება. სავარაუდოდ, ასე იქნება ახლაც. ევროპის ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 1-7 მარტს იტალიურ ბრეშიაში გაიმართება.

გერმანიაში ჩვენგანაც საკმაოდ დიდი ნაკრები წავიდა - 7 სპორტსმენი. უფროსთა შეჯიბრებაში მხოლოდ ორი მონაწილე გვეყოლება - ქალებში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ისვრის, ვაჟებში - ლევან ქადაგიძე. დანარჩენი ხუთი მონაწილე ახალგაზრდებში გამოვა - ბიჭებში დავით სულაქველიძე და რომან ბაბაევი ისვრიან, გოგოებში - ნინო ფანჩულიძე, თეონა იაშვილი და ანა გაგილაძე.

როგორც გითხარით, შეჯიბრება მხოლოდ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ტარდება. სამაგიეროდ, ორი სტარტი იქნება, მონაწილეებმა მეტი სატურნირო პრაქტიკა რომ მიიღონ. დღეს ოფიციალური ვარჯიშის დღეა, მედლებისთვის ბრძოლა კი ხვალ დაიწყება და 29 იანვარს დასრულდება. ჩვენი გუნდის მთავარი იმედი - ნინო სალუქვაძე პირველად სწორედ ხვალ ისვრის, მეორედ კი ცეცხლის ხაზზე 29-ში დადგება. თუმცა ამჯერად მის გარდა, ახალგაზრდების გამოსვლაც გვაინტერესებს. სალუქვაძისგან განსხვავებით, მათგან მედლებს არ ველოდებით, მაგრამ შედეგები კი ნამდვილად საინტერესოა - აჩვენებენ თუ ვერა საკუთარ მაჩვენებლებს. თუმცა ფანჩულიძემ აქ შარშან სიურპრიზიც შემოგვთავაზა, როცა 374 ქულა გააკეთა - ამ მაჩვენებლის ფარგლებში ჩვენი ნაკრების წევრები ისროდნენ.

რაკი შარშანდელის გახსენებაზე მიდგა საქმე, ბარემ ისიც ვთქვათ - შემოდგომაზე სალუქვაძემ სწორედ მიუნხენში გაიმარჯვა მსოფლიოს სუპერთასის ფინალურ ტურნირში და სანუკვარ ჯილდოს მეცხრედ დაეუფლა. ამით კიდევ უფრო გაზარდა რეკორდული მაჩვენებელი - ოლიმპიურ ჩემპიონებს, სერბ იასნა სეკარიჩსა და ჩინელ ტაო ლუნას ეს თასი მხოლოდ 6-6-ჯერ მოუპოვებიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...