ლუცკის "ვოლინის" ნახევარმცველის აზრით, მომდევნო შესარჩევში საქართველოს ნაკრების კოზირი შეტევა უნდა იყოს!..
28 წლის სანდრო კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. გაწონასწორებული, ზრდილი ფეხბურთელი მინდორზეც შესანიშნავია. შეუძლია რამდენიმე ფეხბურთელის მოტყუება და თამაშის გამწვავება. დღესდღეობით ის ლუცკის "ვოლინის" ლიდერია, თუმცა კონტრაქტით "დნიპროს" ეკუთვნის და ცოტა ხნის წინათ ამ გუნდში მის დაბრუნებას თითქოს წინ აღარაფერი ედგა...

ასე იყო თუ ისე, კობახიძე ჯერაც "ვოლინისთვის" ირჯება. გუშინწინ ამ გუნდის შემადგენლობაში მან დუბლი შეასრულა "მიკოლაივთან" სათასო მატჩში (5:0).

ლეგიონი გუშინ: სანდრო კობახიძის დუბლი უკრაინის თასზე [VIDEO]

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს უკრაინაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- გილოცავთ "მიკოლაივის" კარში გატანილ დუბლს!..

- დიდი მადლობა! ყოველთვის სასიამოვნოა, როცა გოლი გაგაქვს, თუმცა ჩემთვის მთავარია გუნდის წარმატება.

- საერთოდ, როგორ აფასებთ სეზონის პირველ ნაწილს? როგორი იყო ის პირადად თქვენთვის?

- სეზონი ჩემთვის საკმაოდ კარგად დაიწყო. გოლები ხშირად გამქონდა და გუნდიც ლიდერებში იყო, თუმცა მერე დასანანი ტრავმა მივიღე და, ფაქტობრივად, ერთი თვე გამიცდა. ახლა თავიდან მიწევს ფორმის აღდგენა. მთლიანობაში, თუ ტრავმას გამოვრიცხავთ, სეზონის პირველ ნაწილს დადებითად ვაფასებ.

- ცოტა ხნის წინათ თითქოს გადაწყვეტილი ჩანდა "დნიპროში" თქვენი დაბრუნება. ამის თაობაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმაც ისაუბრა. დღეს ისევ "ვოლინში" ხართ. მაინც რა მოხდა?

- ეს ჩემთვისაც დღემდე გამოცანად რჩება. თითქმის დაბრუნებული ვიყავი "დნიპროში"... მერე რატომღაც გაიწელა ეს საქმე, ბოლოს კი სულაც ჩაიშალა. არ ვიცი, რა ხდება. ყველაზე უკეთ ეს მარკევიჩს ეცოდინება.

- მოგვიყევით ლუცკის "ვოლინის" შესახებ. როგორი გუნდია, რა მიზნები აქვს?..

- საკმაოდ კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. ვთამაშობთ შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს... ეს ჩემთვის პრიორიტეტია. მიზნად ევროპალიგის საგზურის მოპოვება გვაქვს დასახული. ბოლო ორ ტურს თუ არ ჩავთვლით, მესამე-მეოთხე ადგილებზე ვიყავით, ახლა წავაგეთ და ჩამოვრჩით ორი საფეხურით, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა. მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მენდობა, მათამაშებს...

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ზამთარში "დნიპროში" დაბრუნდეთ ან სხვა რომელიმე გუნდში ითამაშოთ?

- "დნიპროში" დაბრუნება გამორიცხული ნამდვილად არ არის, თუმცა ყველაფერი ისევ და ისევ მწვრთნელის პოზიციაზეა დამოკიდებული. მე მზად ვარ ყველანაირად. რა თქმა უნდა, უფრო მაღალ დონეზე მინდა თამაში. თუ "დნიპროში" არ დავბრუნდები, მაშინ სერიოზულად ვიფიქრებ გუნდის გამოცვლაზე.

- საქართველოს ნაკრებზე, მის აწმყოსა და მომავალზეც გკითხავთ...

- პროგრესი რომ შეინიშნება, ფაქტია. აქვე დავეთანხმები ჯაბა კანკავას და მეც ვიტყვი, რომ ეიფორიაში არამც და არამც არ უნდა ჩავვარდეთ. უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა და თამაშის ხარისხი. საქართველოს ნაკრები აღარ უნდა იყოს "ერთი მოგების" გუნდი. გვაქვს ახალი ტაქტიკა, გვაქვს ბევრი სამუშაო... ურთიერთობები და განწყობა ეროვნულ გუნდში შესანიშნავია. ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ შედეგი დავდოთ და იმედი მაქვს, ასეც იქნება.

- ცოტა ხნის წინათ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრებისთვის საკვანძო ფეხბურთელად დაგასახელათ. რას იტყვით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფზე?

- ძალიან გამახარა კახა ცხადაძის სიტყვებმა და, ამავე დროს, კიდევ უფრო მომიმატა ისედაც დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს ნაკრები ჩემთვის არის გუნდი, რომლისთვისაც მზად ვარ, ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო და სად დამაყენებს, ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია.

ჩემთვის უფრო კომფორტულია შემტევი ნახევარმცველის პოზიცია, თუმცა არც ფლანგზე თამაშია პრობლემა...

რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, ძალიან საინტერესო შემადგენლობაა. თუნდაც იმიტომ, რომ ყველა გუნდი თითქმის თანაბარი ძალისაა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია შოტლანდიასთან მოგება და გერმანიასთან ღირსეული თამაში. შოტლანდიაზე უკეთესი გუნდები კი, ჩემი აზრით, ამ ჯგუფში არ არიან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი სავსებით რეალურია. ჩვენი კოზირი ამ ჯგუფში უნდა იყოს იმ შემტევი პოტენციალის გამოყენება, რომელიც ნამდვილად აქვს საქართველოს ნაკრებს.

- დაბოლოს, გკითხავთ თემურ ფარცვანიაზე, ვისაც ცოტა ხნის წინათ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უშუალოდ დააკვირდა...

- თემური ჩემი მეგობარია. თითქმის ერთი წელი ერთად ვითამაშეთ. როცა საქართველოს ნაკრებს ეხება საქმე, სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ დამიჯერეთ - ის იმსახურებს შანსს ნაკრებში და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მეგობარია. სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი მცველია. შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ისე ცენტრში. მოუმატებს და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს. ამისიც მჯერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

georgiano
"თბილისელო" ინტრიგანო შეედარე სანდროს პატრიოტიზმში.. კობახიძეს წარმატებები!
Givi
Warmatebebi sandros.kai fexburtelia namdvilad. Da etyoba kai adamianicaa.mas namdvilad sheudzlia nakrebis ert erti lideri iyos.zogiertebivit ki ar idzaxis me am poziciaze ver vitamasheb da masetebs
mogeli
Tbiliseli-ს. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერიო, გაიგე ...? ანუ სხვებიც არიან ლიდერები. მეც ვეთანხმები სტატიის ავტორს ამ გამოთქმაში. თუ სხვა ვერაფერი მოიფიქრე ამ სტატიის წაკითხვისას, ეს უკვე შენი პრობლემაა. ამ "რიჟა" ფეხბურთელს, რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებ ყველა მიმართულებით.
niko
Tbiliseli-ს. პოზიტივზე ისაუბრე ჯიგარ, რატომ შპილკაობ, რაში გჭირდება!! სანდროს წარმატებას უსურვებ და მჯერა ასეც იქნება. შენ კი Tbiliseli-ო, როცა ასე შპილკაობ, უნდა იცოდე, რომ სანდროც კითხულობს ამ კომენტარებს. მას და არა მარტო მას, გამხნევება და გვერდში დგომა უნდა. შენ კი...............
Tbiliseli
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი რანაირად არის ერთი ამიხსენით
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
სანდრო კობახიძის გუნდი ლუცკის "ვოლინი" არსებობას შეწყვეტს
ალექსანდრე კობახიძის მოპოვებული პენალტი და მისი გუნდის "ქამბექი" [VIDEO]
"წაგებაში ქართველები თავად არიან დამნაშავეები" - მიიჩნევს უკრაინელი მწვრთნელი
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ძალიან სარფიან წინადადებაზე უარი არ თქვა - უკრაინელები რებროვის წასვლაზე წერენ და მის შემცვლელს ასახელებენ
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
ის პერსპექტიულ მცველად ითვლებოდა - ფარცვანია ყაზახურ გუნდში გადავიდა
თემურ ფარცვანია "დესნაში" გააგრძელებს კარიერას
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ოფიციალურად: რებროვი უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
"ალბანელებს უნდა მივბაძოთ... ჩემი აზრით, მატჩი ამ ანგარიშით დასრულდება" - მარკევიჩმა საქართველო უკრაინის შეხვედრაზე პროგნოზი დააფიქსირა
უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?
სანდრო კობახიძე "დნიპროს" განაცხადშია და 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
თემურ ფარცვანიამ სამართალი აღადგინა და ახალი კლუბიც იპოვა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
თემურ ფარცვანია: თუ ყაზახეთში ომი დაიწყო, თამაში საშიში იქნება
გიორგი გველესიანი კვლავ უგუნდოდაა - "ვოლინს" ფეხბურთელთა შეძენა აეკრძალა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
გორის "დილამ" "ვოლინი" დაამარცხა
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
პოლტაველთა ძრავი - სანდრო კობახიძე უკრაინაში ტურის სიმბოლურში მოხვდა