<p>გუშინ საქართველოს პარლამენტში გაიმართა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის...</p><p><br> გუშინ საქართველოს პარლამენტში გაიმართა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის (თავმჯდომარე გიორგი ასანიძე) და სპორტის ექსპერტთა საბჭოს (თავმჯდომარე ვაჟა შუბლაძე) შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელობასთან. კომიტეტში იმსჯელეს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და სკოლებში მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის გაუმჯობესების საკითხებზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ კომიტეტთან არსებული სპორტის ექსპერტთა საბჭოს წევრებს სამინისტროს მიერ მომზადებული სკოლებში სპორტისა და ფიზიკური განათლების პილოტური პროექტი გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, სახელმწიფო სკოლების სასპორტო ინფრასტრუქტურის კვლევის პირველი შედეგების თანახმად, სპორტული მოედნებით აღჭურვილია სკოლების 77,6%, სპორტული დარბაზით - 65,8%. გაცილებით უარესი მდგომარეობაა საცურაო აუზების თვალსაზრისით. მისი თქმით, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება პედაგოგთა კვალიფიკაცია. 4176 მასწავლებლიდან მხოლოდ 1637-ია ფიზიკური აღზრდის სპეციალისტი. დღეისთვის მუშაობენ ფიზიკური აღზრდის სწავლების სტანდარტების გაუმჯობესებაზე, შექმნილია საათობრივი ბადის პროექტი, რომლის მიხედვით, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს კვირაში ორი საათი დაეთმობა. სკოლებს უფლება ეძლევათ, სპორტის სათამაშო სახეობები რეგიონის თავისებურებებისა და ტრადიციების, ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეარჩიონ. პილოტური პროექტის განხორციელება სექტემბრიდან იგეგმება. სპორტის ექსპერტთა საბჭოს წევრებმა წარმოდგენილ პროექტზე საკუთარი შეხედულებები გამოთქვეს და გარკვეული წინადადებები წარმოადგინეს. პროექტის განხორციელებაში სამინისტროს წარმომადგენლებს თავის მხრივ დახმარება აღუთქვა გიორგი ასანიძემ.</p>
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე