სტატია ქუთაისის მერიისგან დაფინანსებულ კლუბში დასაქმებულ პირებსა და მათ ანაზღაურებას შეეხებოდა
საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" Sportall.ge-ზე 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიას ოფიციალურ საიტზე გამოეხმაურა.

სტატია ქუთაისის მერიისგან დაფინანსებულ კლუბში დასაქმებულ პირებსა და მათ ანაზღაურებას შეეხებოდა.

ექსკლუზივი: ქუთაისის მერის სამეგობრო "ტორპედოში" და მათი ხელფასები

"ტორპედოს" ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებას ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო სამი თვეა გრძელდება ბინძური საინფორმაცია კამპანია საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მიმართ. აღნიშნულ პერიოდს შემთხვევით არ ვახსენებთ. ეს ის პერიოდია, როცა ქალაქის ხელმძღვანელობამ კლუბის ადმინისტრაციაში მოიყვანა ის კადრი, რომელსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარუმატებლად მოღვაწე კლუბი კრიზისიდან გამოიყვანოს.

ეს მცირე პერიოდია, თუმცა ამ დროში მოხდა ბევრი სასიკეთო ცვლილება. პირველ რიგში, აღდგა ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, რომელიც აღარ ფუნქციობდა. ეტაპობრივად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები ბაზასა და სტადიონზე. ჯერ კიდევ მიმდინარეობს საკადრო რეორგანიზაცია. მოწვეულ იქნა გამოცდილი მთავარი მწვრთნელი, შეიცვალა კლუბის ატრიბუტიკა და ბევრი სხვა რამ.

ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ კლუბმა მიაღწიოს წარმატებას, რაც ასე უცხოა მისთვის ამ ბოლო წლებში. ამისთვის ქალაქის ხელმძღვანელობა არ იშურებს ძალისხმევას, მაგრამ მავანი თავისი ვიწრო პირადული ინტერესებიდან გამომდინარე, კლუბის ადმინისტრაციის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, დანაშაულად წარმოაჩენს. ამისთვის არ ერიდებიან დაკვეთილ მასალებს სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებში. ეს ცილისმწამებლური ინფორმაცია მიმართულია კლუბის იმიჯის შესალახად.

კლუბის ხელმძღვანელობა ოფიციალურად აცხადებს, რომ მუშაობს გამჭვირვალედ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება ნებისმიერი ფორმით მიიღოს ოფიციალური, არგუმენტირებული ინფორმაცია კლუბის საქმიანობის შესახებ.

ხოლო რაც შეხება www.sportall.ge-ზე 31.10.2015 გამოქვეყნებულ მასალას, იგი ღიმილის მომგვრელია, რადგან ზუსტად კლუბის მიერ იყო ის უწყისი მიწოდებული ავტორისთვის, რომლის თითქოსდა არმიწოდების შესახებაა საუბარი სტატიაში.

აღარ შევუდგებით ამ მონაჭორის კომენტირებას, თუმცა გვინდა მაინც დავაზუსტოთ: მოხსენიებული პიროვნებები, მაგალითად, შალვა (დევი) ასათიანი არ იკავებს დირექტორის მოადგილის პოზიციას - მას სულ სხვა პოზიცია უჭირავს.

რაც შეეხება კლუბის დირექტორ ზურაბ ჩაკვეტაძეს, ის კლუბში მართლაც მუშაობდა ადრეულ პერიოდში, ოღონდ იმ დროს, როცა კლუბმა 3-ჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა და 2-ჯერ ეროვნული თასი მოიგო. ამ მომენტს ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ წარმოვაჩინოთ სტატიის მიკერძოებული შინაარსი, რომელიც მიზნად ისახავდა ცილისწამებას და ინფორმაციის დამახინჯებას და ზემო აღნიშნული პიროვნებების დისკრედიტაციას.

ამის ერთი მაგალითია ასევე სტატიაში მოყვანილი პიროვნება კახაბერ აბზიანიძე, რომელიც არც ახლა და არც ადრე კლუბში არ მუშაობდა. ასევე პაპუნა მელაძე, რომელიც არა სელექციონერად, არამედ გუნდის უფროსადაა დანიშნული.

ბევრ ამ უზუსტობას ხაზს ვუსვამთ იმ მიზნით, რომ მკითხველისთვის ნათელი იყოს სტატიის შინაარსის დანიშნულება, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა: ის, რაც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ.

ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ სამწუხაროა, როცა საქართველოში მოღვაწეობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ადგილი დაიმკვიდრონ ჟურნალისტიკაში თუ ზოგადად ქვეყანასა თუ ქალაქში, ინტრიგანობით, ათასგვარი მაქინაციებით და არა საქმითა და ადამიანობით. ჩვენ ვუსამძიმრებთ ასეთ ხალხს, ხოლო "ტორპედოს" ვუსურვებთ წინსვლას და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ კლუბის არც ერთი თანამშრომელი გუნდის წარმატების მისაღწევად".

მიმართვა საქ. ფეხბურთის ფედერაციას
გააუქმეთ ჩვენი თამაში. რამხელა ფული მიდის გონზე მოდით.
ზაზა
,,ფიცი მწამს,ბოლო–მაკვირვებსო,,–მერე მიაწოდეთ სრული ბიუჯეტი!
burnusa
პროვოკატორ მწერალის თვალები ნახე, ავადმყოფია
archili
რაარი ცილისწამება რამხელა გაბერილი შტატიაქ ტორპედოს გამოითხოვეთ ამ ხალხის სი ვინ სად მუშაობს ძოძუასვილის დროს კავთელძე დუგლასი იყო ტორპედოში რაესაქმებოდა ახლა მურღულიამ მიიყვან თავისი სასტავი გასაძღომად
jungli
სამი თვეა გირის დილას ხელფასი არ აუღია,ზოგიერტი რაინი საერთოდ არ პატრონობს თავის კლუბს,ქუთაისის მერია კი გვერდში დაუდგა ტორპედოს,ხელფასებბიც ააქვთ,სავარჯიშო ყველა პირობა და წარმატებაც მოვა,გუნდი ერტ თვეში არ იქმნება.ამ ყველაფრის არდანახვა უმადურობაა და მეტი არაფერი.მწვრტნელიც ახალია ხელმძღვანელობაც,ვადროვოთ ამ ხალხს.რა კარგად იყო საქმე და ვინმემ გააფუჩა?აარ ცუდად იყო საქმე და მიხედვა უნდა ესაა ფაქტი.
torpedo01
უჩივლეთ ცილისწამებაზე ინტრიგანს და მორჩება საქმე.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორად ხაშურის ყოფილი გამგებელი დაინიშნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კახა ჩხეტიანი: "ტორპედოს" მიზანი ყველა მთავარი ტიტულისთვის ბრძოლაა
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
რევაზ ჩელებაძე: ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ?!
კახა ჩხეტიანი: მიხარია, რომ ფინალში ლამაზი ფეხბურთით გავედით
ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა