პერმის "ამკარის" 21 წლის მარცხენა მცველი, წესით, პერსპექტივაში საინტერესო მოთამაშე უნდა იყოს
29 სექტემბერს, მოსკოვში, "ლოკომოტივმა" რუსეთის თასის 1/8-ფინალში პერმის "ამკარი" მიიღო და 0:1 დამარცხდა. სტუმრები შემდგომ ეტაპზე წარმოშობით ქართველ გიორგი ჯიქიას მიერ 57-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით გავიდნენ.
ეს 21 წლის ფეხბურთელი რუსეთში იზრდებოდა. ჯიქია მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, შორიდან სახიფათოდ დაარტყა, შეტევებში მუდმივად ერთვებოდა და, რაც მთავარია, ულამაზესი გოლიც გაიტანა - საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან დანიშნული ჯარიმა ცაციათი უძლიერესად "გაისროლა" და ბურთი "ლოკომოტივის" კარის "ცხრიანში" დააჭედა.
"აი, დარტყმა! დედა! ბურთი თვითმფრინავივით გაფრინდა: ჯერ დაბლა, მერე კი - მაღლა"! - აღტაცებას ვერ მალავდა კომენტატორი.
ცხადია, დავინტერესდით, ვინაა ეს ბიჭი. მისი მატჩისშემდგომი კომენტარებიდან ამაზე წარმოდგენას ნაწილობრივ მაინც შეიქმნით.
"ასეთ დარტყმებზე გუნდში ვვარჯიშობდი და გაჯი გაჯიევმა მითხრა, რომ საჯარიმო მე შემესრულებინა. ის დღეს 70 წლის გახდა და გამიხარდა, გოლით რომ მივულოცე. სასიამოვნოა, რომ იმ გუნდის წინააღმდეგ ვითამაშე და გავუტანე, სადაც ბავშვობიდან ვიზრდებოდი. უკვე დამირეკა პირველმა მწვრთნელმა და მომილოცა", - ამბობს ჯიქია.
მისი კომენტარიდან გაირკვა, რომ რუსეთის ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობს. ჯიქიამ "ლოკომოტივთან" პერმელთა მეკარის, ალექსეი სელიხოვის კარგი თამაში აღნიშნა და ამ დროს გაამხილა:
"ყოჩაღ, სელიხოვმა ძალიან კარგად ითამაშა. ის მთელმა გუნდმა შევაქეთ. ორივეს ერთი მიზანი გვაქვს - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ".
21 წლის ჯიქია რუსეთის პრემიერლიგის გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, მარცხენა ფლანგზე თამაშობს და წესით, პერსპექტივაში საინტერესო მოთამაშე უნდა იყოს.
რუსული ინტერნეტგამოცემა sports.ru-ს წერილიდან კი სხვა საინტერესო ამბავი შევიტყვეთ:
"ერთადერთი გოლი გიორგი ჯიქიამ გაიტანა, რომელიც 10 წელი რკინიგზელთა საფეხბურთო სკოლაში იზრდებოდა და მეორე დივიზიონში "ლოკომოტივი 2"-ის კაპიტანი გახლდათ.
მერე ნალჩიკში წავიდა და როცა იჯარის ვადა ამოიწურა, ესპანურ "ხეტაფეში" მოხვედრა შეეძლო, თუმცა "ხიმკიში" გადავიდა.
საინტერესოა, რომ ძერჟინსკშიც ყოფილმა ლოკომოტიველებმა, ევგენი ხარლაჩოვმა და ოლეგ პაშინინმა მიიწვიეს. ეს უკანასკნელი ახლა მოსკოვურ გუნდში მთავარი მწვრთნელის თანაშემწეა, რომლის გუნდიც ჯიქიას გოლით დამარცხდა".
საინტერესოა, რომ შარშან ანდრეი გორდეევმა გიორგი რუსეთის პირველი ლიგის ნაკრებში მიიწვია. ეს გუნდი ამხანაგურად იტალიის სერია B-ს ნაკრებს შეხვდა და 3:3 ითამაშა. ამ შეხვედრაში გიორგი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის 82-ე წუთზე შეცვალეს. მის გვერდით ითამაშეს გორის "დილას" ყოფილმა თავდამსხმელმა მიხეილ გორელიშვილმა და თემურ ბუკიამ. ეს უკანასკნელი ასტრახანის "ვოლგარის" 21 წლის ნახევარმცველია, რომელმაც გასულ წელს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
gaga
ტქვენი მესმის ტქვენი მარჩენალის კურსის გამტარებელს აქებტ რადგან ტქვენთვის მოგალატეობა ჩვეულებრივი ამბავია
ზურა
არავის სახვეწნი არ უნდა იყოს ნაკრებში თამაში. თუ დაიმსახურებს უნდა გამოიძახონ ნაკრებში და მერე მან გადაწყვიტოს
bacho
დავათანხმები ამ კომენტარს: მერაბ იქნებ უახლოეს მომავალში დაუკავშირდე ჯიქიას, ინტერვიუ გააკეთე და მისგან გავიგოთ რას ფიქრობს სხვადასხვა თემებზე.
ზაზა ახალაია
საქართველოს მაისურს მხოლოდ ქართველი და პატრიოტი ჩაიცვამს!სასწრაფოდ გამოსაძახებელია ნაკრებში,თორემ რუსები დაგვასწრებენ!ამ წუთებში ამკარი ამარცხებს ტერეკს და გოლი გავიდა ჯიქიას საჯარიმოს შესრულების შემდეგ დამატებაზე.21წლის ბიჭი რუსეთის პრემიერ–ლიგის გუნდში ძირითადის ფეხბურთელია და ყველა სტანდარტს ასრულებს!თან მარცხენა ფლანგზე ნავალოვსკის შემცვლელი ჯერჯერობით არ გვყავს!
georgiano
merab mamulashvils: მერაბ იქნებ უახლოეს მომავალში დაუკავშირდე ჯიქიას, ინტერვიუ გააკეთე და მისგან გავიგოთ რას ფიქრობს სხვადასხვა თემებზე.
ტყეშელაანთ გიჟი
ამ ბიჭს გაგონილი მაქვს რომ 2018 მუნდიალზე მოხვედრა სურს, თანაც ის რომ რუსეთის ნაკრებით. იმის ეშინია რაც ჯანოს დაემართა, ლეგიონერი რომ გახდეს, ხოლო ყველაზე საინტერესო ისაა რომ, რუსულ ერთ-ერთ ფეისბუქის ანოლოგ ინტერნეტ გვერდზე არის ეგრეთწოდებული "აფხაძეთის ფეხბურთის ფედერაციის" ჯგუფი, სადაც ეფაზები წერენ სხვადასხვა თემებს იქ არსეულ მდგომარეობაზე და "ჩემპიონატზე". ხოდა მეც დაინტერესებულმა წავიკითხე აჯინჯალი ეგრეთწოდებულ პრეზიდენტად რომ აირჩიეს და იქ წავაწყდი თემას სადაც ეწერა რომ ვითომ აბხაზმა ფეხბურთელმა გიორგი ჯიქიამ გოლი გაიტანაო, კომენტარებში ცოტა იუმორიც ჩაურთეთ ქართველებმა და ეს სურათიც ჩააგდეს ქართულ მაისურით ჯიქიას ფოტო, მაგრამ საინტერესო ეს კი არ იყო, არამედ ის რომ ჯიქია "არ აღიარებულ სახელმწიფოების ეგრეთწოდებულ მსოფლიო ჩემპიონატზე" რომლის ჩატარებაზე უნგრეთმა უარი თქვა და აფხაზები წერენ, რომ იგი აფხაზეთში უნდა ჩატარდეს, გიორგი აფხაზეთის ნაკრების სიაში ირიცხება. ვერ გაიგებ რა ხდება სანამ მას არ დაელაპარაკები ადამიანი, თან ქართული მაისური აცვია,თან აფხაზეთის "ნაკრების" სიაშია, თან რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერად არ სურს ქცევა.
ნიდერლანდების ჩემპიონატი იეგოიანის გოლით გაიხსნა - ის მატჩის MVP გახდა
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
მიქაუტაძის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლა უფრო რეალური ხდება - რაზე ესაუბრა ქართველი კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
სარეკორდო შენაძენი - ტრაფორდი პრემიერ ლიგის მორიგ გუნდში გადავიდა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
ვინისიუსმა "არსენალით" დაინტერესება გამოიყენა და "რეალთან" კონტრაქტი მომგებიანად გააგრძელა
ევროტურნირებზე ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა
პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
"არსენალი" ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს, ჩვენ დინასტიის შექმნა გვსურს" - მიკელ არტეტა
"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
ᓙᓐᓮᓐ ᓐᓚᓐᓓᓐᓨᓕᓘᓚᓘ: "ᓢᓝᓡᓜᓝᓨᓘ" ᓒᓐᓓᓐᓡᓕᓚᓐ ᓒᓐᓛᓝᓠᓘᓪᓮᓣᓚᓘᓐ, ᓮᓐᓑᓐᓠᓝᓕᓡᓙᓨᓘ ᓕᓠᓩᓔᓑᓘ
"რუსთავი" პაპავათი და გორელიშვილით გაძლიერდება
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
ქართველი რუსული პასპორტით და ვლადიმირ ვაისის არჩევანი
ᓜᓣᓙᓠᓘ ᓠᓔᓕᓘᓨᓕᓘᓚᓘ: ᓥᓔᓪᓑაᓘᓐᓡᓒᓐᓜ ᓨᓔᓣᓠᓐᓪᓮᓧᓝᓤᓐᓡ ᓜᓐᓛᓓᓕᓘᓚᓐᓓ ᓐᓠ ᓕᓘᓛᓡᓐᓮᓣᓠᓔᓑᓓᓘ
ჯიქიას გუნდი თურქეთის სუპერ ლიგიდან გავარდა და ჩერჩესოვი ფეხბურთელს უკან რუსეთში უხმობს
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"სამტრედიამ" მიხეილ გორელიშვილი დაიმატა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი
თბილისის "დინამომ" ლიდერობა განიმტკიცა
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა