ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტურის წინ: რონი VS იბრა

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტურის წინ: რონი VS იბრა

ცრუ ჰარი პოტერი და "ბებერი ქალბატონი" - დროა, "სიკვდილის ჯგუფში" ვინმე "მოკვდეს"!
ლიგის ჯგუფურ ეტაპზე II წრე იწყება, ანუ გადამწყვეტი ორთაბრძოლები. დღეს, 3 ნოემბერს, A, B, C და D ჯგუფების მონაწილეები თამაშობენ.

სიკვდილის ჯგუფი

D ჯგუფს არცთუ უსაფუძვლოდ "სიკვდილის" ჯგუფს ეძახიან. ახლა სწორედ იმის დროა, რომ ამ ჯგუფში ვინმე "მოკვდეს".

ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მიონხენგლადბახის "ბორუსიაა", რომელსაც მხოლოდ ქულა აქვს და ლიგის ბოლო ფინალისტ "იუვენტუსს" მასპინძლობს. მეორე ბრძოლაც სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასია - ევროპალიგის გამარჯვებული "სევილია" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს.

მართალია, ანდრე შუბერტი ჰარი პოტერი არ არის, მაგრამ "გლადბახში" სასწაულებს სჩადის - ლუსიენ ფავრის წასვლის მერე გერმანული გუნდი გადასხვაფერდა - ხუთი წაგების შემდეგ ზედიზედ მეექვსედ იმარჯვა ბუნდესლიგაში. აი, ჩემპიონთა ლიგაზე შუბერტის გუნდმა ჯერ მხოლოდ მცირე სასწაული შეძლო, ტურინში 0:0 ეთამაშა "ბებერ ქალბატონს".

ანდრე შუბერტი (გლადბახი): "ჩემზე ამბობენ, რომ ჯადოქარი ვარ, როგორც ჰარი პოტერი. არავითარი მეჭეჭი არ მაქვს შუბლზე და არც ჯადოქარი ვარ და არც სასწაულმოქმედი ჯოხი მაქვს. მე მყავს მშრომელი ჯადოქრები, მაგალითად, იბრა ტრაორე და სხვები. "იუვე" ძალიან წარმატებული გუნდია ბოლო დროს, თუმცა წარსული ახლა და ამ მატჩში არაფერს წყვეტს. გეგმა შევიმუშავეთ, როგორ მოვერიოთ ტურინელთა ტაქტიკურ ფლექსიბილურობას".

მასიმო ალეგრი (იუვენტუსი): "გლადბახი ჩინებულ ფორმაშია, ზედიზედ 6 მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში, მაშინ, როცა ჩვენ ამ სეზონში ზედიზედ ორჯერ არ მოგვიგია. ჩვენი მიზანი პლეი ოფში გასვლაა და ამ მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ. შესაძლოა, ბევრს უკვირს ჩვენი ჩავარდნა, მაგრამ 10 მოწინავე ფეხბურთელის შეცვლა იოლი საქმე არ არის და უმტკივნეულოდ არ ხდება".

იტალიელთა შემადგენლობაში, შესაძლოა, გულის ოპერაციის შემდეგ პირველად ითამაშოს შტეფან ლიხტშტაინერმა.

ალეგრის მიზნის მიღწევა დღესვე შეუძლია, თუკი "იუვე" გერმანიაში მოიგებს და "სევილია" შინ დამარცხდება "მანჩესტერ სიტისთან". ამ შემთხვევაში "სიკვდილის" ჯგუფში ბოლო ორი ტური დიდ აზრს დაკარგავს.

"სევილიას" შურისძიება სწყურია - ორი კვირის წინათ "სიტიმ" ბოლოს შემოაბრუნა მატჩი, რომელსაც აგებდა - 91-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა გაიტანა ანდალუსიელთა კარში.

ეს შეხვედრა "სიტის" გარემარბ ხესუს ნავასისთვის განსაკუთრებული იქნება, ის მშობლიურ ქალაქში, მშობლიურ სტადიონზე ითამაშებს მშობლიური გუნდის წინააღმდეგ.

საინტერესოა მწვრთნელთა დაპირისპირებაც - მანუელ პელეგრინიმ 4-ჯერ მოუგო უნაი ემერის და 3-ჯერ დამარცხდა, 2 დაპირისპირება მათ შორის ზავით დასრულდა.

დღის მატჩი

დღის მთავარი დაპირისპირება "სანტიაგო ბერნაბეუზე" გველის, სადაც "სამეფო კლუბი" "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს - ანხელ დი მარია მადრიდში მტრის ბანაკში ბრუნდება. არგენტინელმა 2010-14 წლებში "რეალის" მაისურით 31 გოლი გაიტანა და 61 საგოლე პასი გააკეთა.

თუმცა მთავარი დაპირისპირება ორ სუპერვარსკვლავს შორის იქნება - კრიშტიანო რონალდო შეეცდება პსჟ-ის კარის დალაშქვრას; თავის მხრივ, "რეალის" დაცვა ზლატან იბრაჰიმოვიჩს უნდა უფრთხოდეს.

ცენტრალური მატჩის ორივე მონაწილე ამ სეზონში დიდებულად თამაშობს, ჯერ დაუმარცხებლები არიან ყველა ოფიციალურ შეჯიბრებაში. მათი წინა დაპირისპირება პარიზში 0:0 დასრულდა, თუმცა, საყოველთაო შეფასებით, ესპანურმა გუნდმა თამაშით აჯობა ფრანგულს. ალბათ, არც იმის შეხსენებაა საჭირო, რომ "რეალიც" და პსჟ-ც ამ სეზონის ფავორიტებად მიიჩნევიან ჩემპიონთა ლიგაზე.

თუკი ამ ჯგუფში "მალმიო" თავის თამაშს წააგებს, მადრიდში მოგებული გუნდი პლეი ოფის საგზურს გაინაღდებს.

რაფა ბენიტესი (რეალი): "გუნდი ისე თამაშობს და მუშაობს, როგორც მე მსურდა, მაგრამ სრულიად კმაყოფილი არ ვარ და არც უნდა ვიყო. პარიზში ძალიან კარგად ვითამაშეთ, პსჟ წლიდან წლამდე უმატებს და მასთან თამაში უკვე ძალიან ძნელია. ძალზე ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ ამ შეხვედრაზე, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. რონალდო და იბრაჰიმოვიჩი ორი დიდი ფეხბურთელია. კარგად ვიცი, რას ნიშნავს რონალდო "რეალისთვის" და ალბათ, იმავეს ნიშნავს იბრა პსჟ-სთვის".

ლორან ბლანი (პსჟ): "0:0 ამჯერად კარგი შედეგი არ იქნება. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მეტოქეს, მაგრამ აქ ჩვენი თამაშის საჩვენებლად ჩამოვედით. "რეალი" ამბიციური გუნდია, მაგრამ ჩვენც ამბიციურები ვართ. ჩვენ გვაქვს საიმისო ფიზიკური და ტექნიკური რესურსი, რომ წარმატებას მივაღწიოთ "სანტიაგო ბერნაბეუზე".

ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია დი მარიასთვის და იმედი მაქვს, რომ ანხელი დიდ ზეწოლას გაუძლებს. დიდი ხანია, საფრანგეთს არ ჰყოლია ევროპის მასშტაბით უმაღლესი დონის გუნდი. ჩვენ სწორედ ამისკენ მივილტვით. პარიზში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მადრიდში უკეთ გარჯა გვმართებს".

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): ნავასი - დანილო, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო, ხესე, რონალდო

პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, დ. ლუისი, ტ. სილვა, მაქსველი - ტიაგო მოტა, მატუიდი, ვერატი - დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი

უკანასკნელი შანსი

ბუნებრივია, არც სხვა მატჩები უნდა დავივიწყოთ, თუნდაც ლვოვის შეხვედრა, სადაც გიორგი არაბიძის "შახტარი" მასპინძლობს "მალმიოს". ეს უკრაინული გუნდისთვის აშკარად ბოლო შანსია ევროსეზონის გადასარჩენად.

"ოლდ ტრაფორდზე" ლუი ვან გაალის "მანჩესტერი" მოსკოვის ცსკა-ს მასპინძლობს. "იუნაიტედს" 325 წუთია, გოლი ვერ გააქვს.

პსვ-მ სასტარტო შეხვედრაში "იუნაიტედი" დაამარცხა და მას მერე ყველაფერი წააგო. ახლა ჰოლანდიურ გრანდს "ვოლფსბურგი" სტუმრობს, გერმანიაში "მგლებმა" 2:0 მოიგეს.

ტური "ასტანა არენაზე" გაიხსნება, სადაც მომქანცველი მგზავრობის მერე "ატლეტიკო" სტუმრობს. ყაზახეთში უკვე ყინვაა, რაც ნოემბრის დასაწყისში ესპანელთათვის უსიამოვნო ეგზოტიკაა.

ლისაბონში "ბენფიკა" შეეცდება შური იძიოს "გალათასარაიზე", რომელთანაც ორი კვირის წინათ 1:2 დათმო.

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური

3 ნოემბერი

A ჯგუფი

შახტარი-მალმიო 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: შევჩუკი, ტაისონი - აზინოვიჩი, მოლინსი, ჯურჯიჩი (?)

რეალი-პსჟ 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კარვახალი, ბენზემა (?), როდრიგესი (?), მოდრიჩი (?), ნავასი (?), რამოსი (?) - ლუისი (?), კიმპემბე, პასტორე (?), მარკინიოსი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 3 2 1 0 6-0 7

2. პსჟ 3 2 1 0 5-0 7

3. მალმიო 3 1 0 2 1-4 3

4. შახტარი 3 0 0 3 0-8 0

B ჯგუფი

მანჩესტერი-ცსკა 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვალენსია, დეპაი, მაკნეირი, პაუელი, შოუ - ნათხო, ბერეზუცკი (?)

პსვ-ვოლფსბურგი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: იოზეფსონი, კოხი, ვილემსი, ლესტინი (?) - კნოხე, კრუზე (?), ტრეში (?)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ვოლფსბურგი 3 2 0 1 4-2 6

2. მანჩესტერი 3 1 1 1 4-4 4

3. ცსკა 3 1 1 1 4-4 4

4. პსვ 3 1 0 2 4-6 3

C ჯგუფი

ასტანა-ატლეტიკო 19:00

დისკვალიფიკაცია: ტვუმასი (ასტ)

ტრავმა: ანიჩიჩი, კანიასი, ჟოლჩიევი,მაქსიმოვიჩი, ნუსერბაევი, შომკო -

ბენფიკა-გალათასარაი 23:45

დისკვალიფიკაცია: სამარისი (ბენ)

ტრავმა: სანტუში, სემედუ - კაროლე, ალთინთოფი, როდრიგესი (?)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლეტიკო 3 2 0 1 7-2 6

2. ბენფიკა 3 2 0 1 5-3 6

3. გალათასარაი 3 1 1 1 4-5 4

4. ასტანა 3 0 1 2 2-8 1

D ჯგუფი

გლადბახი-იუვენტუსი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჰანი, ჰერმანი, შულცი, შტრანცლი, იანტშკე (?), კორბი (?) - კასერესი, ლიხტშტაინერი (?), პერეირა

სევილია-სიტი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კარიშო, გამეირო, ბანეგა (?) - აგუერო, კლიში, დელფი, ნასრი, სილვა, სტერლინგი, საბალეტა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 3 2 1 0 4-1 7

2. სიტი 3 2 0 1 5-4 6

3. სევილია 3 1 0 2 4-4 3

4. გლადბახი 3 0 1 2 1-5 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს

"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა

"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო

იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია

"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა

"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია

ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!

როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?

"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ

[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო

"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა

სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ

"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?

"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!

"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა

"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია

"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა

"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი

"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა

შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს

Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...

"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა

"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა

Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?

"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა

[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა

"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ

"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა

"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება

ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა

კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..

"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს

პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ