სამი ერის გათამაშების მეორე ტურს მსოფლიოს სარაგბო თემი მოუთმენლად ელოდება...

სამი ერის გათამაშების მეორე ტურს მსოფლიოს სარაგბო თემი მოუთმენლად ელოდება. ყველას აინტერესებს, შეძლებს თუ არა სამხრეთ აფრიკის ნაკრები პირველ ტურში, ოქლენდში ახალ ზელანდიასთან თითქმის კატასტროფული მარცხის გამო რევანშის აღებას.

ოქლენდიდან ველინგთონამდე ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე მსოფლიოს ჩემპიონებმა ნაყოფიერად იმუშავეს. "ოლ ბლექსთან" პირველ მატჩში უსუსური თამაშის მიუხედავად, "ბოკეს" თავკაცი პიტერ დე ფილიერსი იგივე შემადგენლობას ენდო. მან მხოლოდ ორი იძულებითი ცვლილება განახორციელა. დისკვალიფიცირებული მეორეხაზელის ბაკის ბოთას ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში დენი როსუ დადგება, პირველხაზელ იანი დუ პლესის კი სი ჯეი ფან დერ ლინდე შეცვლის.

საკვირველია, მაგრამ დე ფილიერსი ჯიუტად არ ცვლის ცხრა ნომერ რიკი იანუარის მაშინ, როცა "ბოკესა" და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცხრა ნომერი რუან პინარი აბსოლუტურად ჯანმრთელია და სათადარიგოთა სკამზე ზის. საგულისხმოა, რომ პინარი და "ბოკეს" მგეზავი მორნი სტეინი თანაკლუბელები არიან. "ბლუ ბულზი" ორი წელწადია, ზეპური რაგბის საუკეთესო გუნდია და ამაში ამ ორ მორაგბეს დიდი წვლილი მიუძღვის. ისინი თამაშს უნარიანად წარმართავენ და მათი ცხრა-ათი ნომრების წყვილი მსოფლიოში საუკეთესოა. პიტერ დე ფილიერსი კი მათ ნაკრებში ერთად თამაშის საშუალებას არ აძლევს.

სამხრეთაფრიკელთა გუნდი მსოფლიოში ყველაზე გამოცდილიცაა. ნაკრების იმ წევრებს, რომლებიც დღეს ველინგთონში ახალზელანდიელებს დაუპირისპირდებიან, ჯამში 700 კეპი აქვთ მოპოვებული.

სპეციალიტებს მიაჩნიათ, რომ "ბოკეს" მწვრთნელი რისკავს, პირველ მატჩში დამარცხებულ შემადგენლობას რომ ენდობა. სავარაუდოდ, ის გუნდს მხოლოდ მორიგი წაგების შემდეგ გადაახალისებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი კვირის შემდეგ ავსტრალიაში, მესამე მატჩშიც კატასტროფა ელის. ერთი სიტყვით, დღევანდელმა შეხვედრამ, ეჭვები უნდა გაუქარწყლოს იმათ, ვინც ფიქრობს, რომ "სპრინბოკს" კრიზისი დაეწყო.

ეს კი ახალზელანდიელებს ოდნავაც არ აღელვებთ. პირველ მატჩში სამხრეთაფრიკელთა ცუდი თამაში მათთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო და ძალიან კარგად იციან, რომ ამჯერად სრულიად სხვა გუნდის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

"მთელი კვირის განმავლობაში ჩვენი მიზანი საბრძოლო განწყობის შენარჩუნება, ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევა იყო. ჩვენგან ყველა ისევ ტრიუმფალურ გამარჯვებას ელის. ეს შეუძლებელი არ არის, მაგრამ ძალიან ძნელი იქნება. "ბოკე" მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებია და კარგად იცის, დაშვებული შეცდომები როგორ გამოსწოროს. ერთი სიტყვით, უმძიმესი ბრძოლა გველის" - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანმა რიჩი მაკქოუმ.

"ოლ ბლექსის" თავკაცმა გრემ ჰენრიმ ვიზავის მსგავსად ორი იძულებითი ცვლილება განახორციელა. "ბოკესთან" ვერ ითამაშებენ წამყვანი მორაგბეები ჯო როკოთოკო და რიჩარდ კაჰუი. ტრავმამოშუშებული ცხრა ნომერი კორი ჯეინი სათადარიგოთა სკამზე იჯდება. მის ნაცვლად კი ითამაშებს პირი ვიპუ, რომელიც ახლი ზელანდიის ნაკრებში ამ პოზიციაზე მუდმივად მეორე ნომერია.

პლანეტრაგბის პროგნოზით, მინიმუმ შვიდი ქულით ახალი ზელანდიის ნაკრები მოიგებს.

ახალი ზელანდია-სამხრეთ აფრიკა

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. რენ რეინჯერი, 10. დენ კარტერი, 9. პირი ვიპუ. 1. ტონი ვოდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედ თორნი, 5. ტომ დონელი, 6. ჟერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი

16. კორი ფლინი, 17. ბენ ფრენქსი, 18. სემ ვაითლოქი, 19. ლიამ მესამი, 20. ჯიმი ქოუანი, 21. აარონ კრადენი, 21. იზრაელ დაგი

სამხრეთ აფრიკა: 15. ზან კირშნერი, 14. იან დე ფილიერსი, 13. ჟაკ ფური, 12. ვინანდ ულიფიე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. რიკი იანუარი. 1. ხუთრო სტენკამპი, 2. ჯონ სმიტი, 3. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 4. დენი როსუ, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. სხალკ ბურხერი, 7. ფრანსუა ლავი, 8. პიერ სპისი

16. ჩილიბოი რელეპელე, 17. ბი ჯეი ბოთა, 18. ანდრიას ბეკერი, 19. რაიან კანკოვსკი, 20. რუან პინარი, 21. ბუჩ ჯეიმზი, 22. ხიო ეპლონი

სამი ერი

24 ივლისი

ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა

31 ივლისი

ავსტრალია-ახალი ზელანდია

7 აგვისტო

ახალი ზელანდია-ავსტრალია

21 აგვისტო

სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია

28 აგვისტო

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

4 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

11 სექტემბერი

ავსტრალია-ახალი ზელანდია

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"