სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი უკრაინელი ვიტალი კლიჩკო რინგიდან წასვლამდე სულ ორიოდ ბრძოლის გამართვას გეგმავს
კრივის მსოფლიო საბჭოს ვერსიით სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი უკრაინელი ვიტალი კლიჩკო, რომელსაც ივლისში 40 წელი შეუსრულდება, რინგიდან წასვლამდე სულ ორიოდ ბრძოლის გამართვას გეგმავს და მისი კარიერა არცთუ დიდხანს გაგრძელდება.

"ბევრმა სპორტსმენმა კარიერის დასრულების ოპტიმალური მომენტი გაუშვა. ჩემს შემთხვევაში ასე არ უნდა მოხდეს", - განაცხადა უფროსმა კლიჩკომ. ჩემი მწვრთნელი ფრიც სდუნეკი ხანდახან წუხს ამ თემის გამო. თავს 25 წლისად ვგრძნობ. თუმცა ქაღალდზე ბაბუა მოკრივე ვარ. ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია."

კითხვაზე წავა თუ არა ის რინგიდან უკვე 2011 წელს, კლიჩკო-უფროსმა განაცხადა: " ეს ღვთის ნებაა. ყოველი ბრძოლა დიდ რისკთანაა დაკავშირებული. რეალისტები უნდა ვიყოთ, თუმცა ორიოდ ბრძოლა კიდევ შედგება."

შეეხო რა თავის უახლოეს დაპირისპირებას, რომელიც 19 მარტს კიოლნში კუბელ ოდლანერ სოლისთან შედგება, კლიჩკომ თავისი მეტოქის პრომოუტერი, თურქი ახმეტ ონერი გააკრიტიკა, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე ამტკიცებდა, რომ მისი შეგირდი ბოლოსდაბოლოს, "მსოფლიოს ძმები კლიჩკოებისგან გაათავისუფლებს". "ის მართალი არაა. ეს მე გავათავისუფლებ მსოფლიოს ბატონი ონერისგან და ამას სიამოვნებით გავაკეთებ", - პირობა დადო კრივის მსოფლიო საბჭოს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა.

კლიჩკო უფროსის აზრით, მის მომავალ მეტოქეს პროფესიონალურ კრივში არასაკმარისი გამოცდილება აქვს. მიუხედავად ამისა, სოლისი და მისი გარემოცვა მოსაგებად არიან განწყობილნი. "კლიჩკო დიდი მოკრივეა. თუმცა სოლისი კარგი მებრძოლი და გამარჯვებულია. 19 მარტს მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება", - განაცხადა კუბელი პრეტენდენტის მწვრთნელმა პედრო ლუის დიასმა.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით

15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალშიი" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
შესაძლოა, დარჩეს - ნეიმარის მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
პსჟ მძიმე სიტუაციაშია - კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩს განსჯის
[საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი] ფინალის თარიღი და ადგილი ცნობილია...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
რუსეთის ქალთა ნაკრები შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვან
"იუვენტუსი" "სპორტინგის" კაპიტანის დამატებას კვლავ გეგმავს
"უღარიბეს 7-შვილიან ოჯახში გავიზარდე, დედა ადრე დავკარგე... სანამ რამეს მივაღწევდი, ეს რთული გზა გამოვიარე..." - ოსიმენის ისტორია ნაგავსაყრელთან სიახლოვიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე
იამალზე მხოლოდ 5 წლით უფროსია - ლამინის მამამ მეორე ცოლი მოიყვანა
ფლიკი "ბარსელონადან" მიდის? - გერმანელმა სამწვრთნელო შტაბს თავის გადაწყვეტილება აცნობა
"მას მსოფლიოს შეცვლა შეუძლია" - რონალდომ ტრამპისთვის გაგზავნილი საჩუქრის მნიშვნელობაზე ისაუბრა
"სხვა არჩევანი არ გვაქვს... რაც შეეხება ნოიერს..." - კვარაცხელიას კომენტარი "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ
Golden Boy - დეზირე დუემ წლის მიწურულს მნიშვნელოვანო პრიზი მიიღო