საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა
გუშინდელი სათამაშო დღის მთავარ მატჩში "ჰიუსტონმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა სეზონში, ხოლო "ოკლაჰომა" პირველად დამარცხდა.

ტეხასელები უნდა უმადლოდენ ჯეიმს ჰარდენს, რომელმაც, როგორც იქნა, თავისი ჩვეული დონე გვანახა და 37 ქულა დააგროვა, აგრეთვე დუაიტ ჰოვარდს, ვინც მატჩის ბოლოს ორი საჯარიმო გამოიყენა.

"ოკლაჰომას" მცველი რასელ უესტბრუკი ახლოს იყო სამმაგ-დუბლთან (25 ქულა, 11 პასი, 8 მოხსნა), მის თანაგუნდელს კევინ დურანტს კი ერთი ქულა დააკლდა 30-ქულიან ნიშნულამდე.

გუშინ, ლებრონ ჯეიმსმა 22 ქულა დააგროვა "ფილადელფიას" წინააღმდეგ და კარიერაში საერთო მონაგარი 25 011 ქულამდე აიყვანა. ასე რომ, 30 წლისა და 307 დღის ლებრონი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი ლიგის ისტორიაში, ვინც კარიერაში 25 ათას ქულას მოუყარა თავი. წინა რეკორდსმენი იყო კობი ბრაიანტი, რომელმაც ამ ზღვარს 31 წლისა და 151 დღის ასაკში მიაღწია.

ჯეიმსს 25 000 ქულის დასაგროვებლად 915 მატჩი დასჭირდა. ანალოგიური შედეგისთვის უფრო ნაკლები რაოდენობა მატჩი დახარჯეს უილტ ჩემბერლენმა (691), მაიკლ ჯორდანმა (782) და ქარიმ აბდულ-ჯაბარმა (889).

და კიდევ, ლებრონი მე-20 მოთამაშეა NBA-ის ისტორიაში, ვისაც 25 ათასი ქულა აქვს მოპოვებული. მოქმედ კალათბურთელებს შორის, "კლივლენდის" ლიდერზე წინ არიან: პოლ პირსი (25 920), კევინ გარნეტი (25 957), ტიმ დანკანი (26 004), დირკ ნოვიცკი (28 171) და კობი ბრაიანტი (32 534).

ციფრები

- 954-ე გამარჯვება მოიპოვა ერთი გუნდის რიგებში "სან ანტონიოს" ფორვარდმა ტიმ დანკანმა. ამით მან დაამხო NBA-ის რეკორდი, რომელიც "იუტას" გამთამაშებელს ჯონ სტოქტონს ეკუთვნოდა.

- გარდა ამისა, დანკანმა 1335-ე მატჩი ჩაატარა ლიგაში. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა გარი პეიტონს. ეს კალათბურთელები საერთო სიაში მე-10 ადგილს იყოფენ.

- 44 ქულა - მაქსიმალური უპირატესობაა ლიგის ისტორიაში სამი მეოთხედის შემდეგ. სწორედ ასეთი სხვაობით უგებდა 36 წუთის შემდეგ "გოლდენ სტეიტი" "მემფისს".

- სეზონის პირველი ოთხი მატჩის შემდეგ 21 ზუსტი სამქულიანი - NBA-ის ახალი რეკორდია. ის "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა სტივენ კარიმ დაამყარა. გარდა ამისა, ამ მცველს პირველ ოთხ შეხვედრაში 148 ქულა დაუგროვდა. ბოლო 40 წლის განმავლობაში, ეს მეორე შედეგია. პირველია ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი, რომელმაც 1991-92 წლის სეზონის საწყის ოთხ მატჩში 156 ქულა მიითვალა.

- "გოლდენ სტეიტმა" რეგულარულის მეოთხე მატჩში "მემფისი" 119:69 დაამარცხა და ჩაგდებული და მიღებული ქულების სხვაობა "+100"-მდე აიყვანა. ამით მან ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა სეზონის სასტარტო ოთხი მატჩისთვის. წინა რეკორდი - "+99" ლეგენდარულ "ბოსტონს" (1961-62) ეკუთვნოდა.

- "გოლდენ სტეიტთან" 50 ქულით წაგება "მემფისის" ანტირეკორდია. გუნდმა საშუალო და ახლო მანძილებიდან 73-დან 23 ბურთი ჩააგდო, 23-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, 20-დან 14 საჯარიმო მოათავსა კალათში, 11 შეცდომა დაუშვა და 13 ტყორცნა დაუბლოკეს.

ფილადელფია-კლივლენდი 100:107

32:18, 22:31, 18:33, 28:25

ფ: ოკაფორი (24), სტაუსკასი (15), ნოელი (14+8 მოხსნა), ტომპსონი (12), მაკონელი (6+7 მოხსნა+12 პასი).

კ: ჯეიმსი (22+10 მოხსნა+11 პასი), მო უილიამსი (21), ლავი (15+8 მოხსნა), დელავედოვა (12+10 პასი).

ბრუკლინი-მილუოკი 96:103

33:33, 15:26, 32:21, 16:23

ბ: ლოპესი (18+9 მოხსნა), ჯეკი (15), ჯონსონი (14+6 პასი), ბოგდანოვიჩი (14),იანგი (13+7 მოხსნა), ლარკინი (10).

მ: ბეილესი (26), მონრო (23+13 მოხსნა), ანტენტოკუნმპო (21+8 მოხსნა), მიდლტონი (17).

ნიუ იორკი-სან ანტონიო 84:94

21:18, 14:29, 30:23, 19:24

ნ-ი: ენტონი (19+7 მოხსნა), პორზინგისი (13+14 მოხსნა), გრანტი (12), ლოპესი (10).

ს-ა: ოლდრიჯი (19), ლეონარდი (18+14 მოხსნა+4 დაფარება), პარკერი (16), დანკანი (16+10 მოხსნა+6 პასი).

ჰიუსტონი-ოკლაჰომა 110:105

21:26, 33:39, 28:14, 28:26

ჰ: ჰარდენი (37), ჰოვარდი (16+8 მოხსნა+4 დაფარება), ლოუსონი (14+11 პასი), ტორნტონი (12+7 მოხსნა), ბრიუერი (12).

ო: დურანტი (29), უესტბრუკი (25+8 მოხსნა+11 პასი), იბაკა (12+14 მოხსნა+4 დაფარება), ოგასტინი (12), კანტერი (6+12 მოხსნა).

მინესოტა-პორტლენდი 101:106

34:21, 19:32, 27:30, 21:23

მ: მარტინი (24), უიგინსი (16), რუბიო (12+9 მოხსნა+9 პასი), დიენგი (12), თაუნსი (11+4 დაფარება), ლავინი (10).

პ: ლილარდი (34+7 პასი), მაკალუმი (18), ამინუ (17+9 მოხსნა), დევისი (7+11 მოხსნა).

გ. სტეიტი-მემფისი 119:69

21:22, 32:12, 40:15, 26:20

გ-ს: კარი (30), კლარკი (15), ტომპსონი (14+7 მოხსნა), გრინი (11+9 მოხსნა+8 პასი), ეზელი (11+10 მოხსნა).

მ: მ. გასოლი (13+9 მოხსნა), კონლი (10).

კლიპერსი-ფინიქსი 102:96

22:23, 26:16, 27:33, 27:24

კ: გრიფინი (22+10 მოხსნა), პოლი (17), კროუფორდი (11), რედიკი (10).

ფ: მორისი (19+8 მოხსნა), ბლედსოუ (16+7 პასი), ჩენდლერი (14+17 მოხსნა), ნაითი (12+7 მოხსნა+8 პასი), უორენი (11).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. ტორონტო 3 3 0 100

2. დეტროიტი 3 3 0 100

3. ჩიკაგო 4 3 1 75.0

4. ატლანტა 4 3 1 75.0

5. კლივლენდი 4 3 1 75.0

6. ვაშინგტონი 3 2 1 66.7

7. მაიამი 3 2 1 66.7

8. ნიუ იორკი 4 2 2 50.0

9. ბოსტონი 3 1 2 33.3

10. მილუოკი 4 1 3 25.0

11. ინდიანა 3 0 3 00.0

12. ფილადელფია 3 0 3 00.0

13. ორლანდო 3 0 3 00.0

14. შარლოტი 3 0 3 00.0

15. ბრუკლინი 4 0 4 00.0

დასავლეთი

თ მ წ %

1. კლიპერსი 4 4 0 100

2. გ. სტეიტი 4 4 0 100

3. ოკლაჰომა 4 3 1 75.0

4. სან ანტონიო 4 3 1 75.0

5. დალასი 3 2 1 66.7

6. მინესოტა 3 2 1 66.7

7. იუტა 3 2 1 66.7

8. ფინიქსი 4 2 2 50.0

9. მემფისი 4 2 2 50.0

10. პორტლენდი 4 2 2 50.0

11. საკრამენტო 3 1 2 33.3

12. დენვერი 3 1 2 33.3

13. ჰიუსტონი 4 1 3 25.0

14. ლეიკერსი 3 0 3 00.0

15. ნ. ორლეანი 3 0 3 00.0

შენიშვნა: რეგულარული სეზონი 171 დღე გრძელდება. ყოველი გუნდი 82 მატჩს თამაშობს:

- 4-4 მატჩს საკუთარ დივიზიონში თითოეულ მეტოქესთან (16 მატჩი);

- 4-4 მატჩს საკუთარ კონფერენციაში ექვს მეტოქესთან (24 მატჩი);

- 3-3 მატჩს საკუთარ კონფერენციაში დარჩენილ ოთხ მეტოქესთან (12 მატჩი);

- 2-2 მატჩს საპირისპირო კონფერენციაში თითოეულ მეტოქესთან (30 მატჩი);

ქულები

სტივენ კარი (გ-სტ) 37.0

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 30.3

კევინ დურანტი (ოკლ) 29.8

ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 29.5

დამიენ ლილარდი (პორ) 25.5

ბრედლი ბილი (ვაშ) 25.3

კარმელო ენტონი (ნ-იორ) 23.0

ენტონი დევისი (ნ-ორ) 23.0

ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 22.8

აიზია ტომასი (ბოს) 22.3

მოხსნები

ანდრე დრამონდი (დეტ) 16.3

დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 13.5

რუდი გობერი (იუტ) 13.3

ტაისონ ჩენდლერი (ფინ) 11.8

ენეს კანტერი (ოკლ) 11.0

დემარკუს კაზინსი (საკ) 11.0

იონას ვალანჩუნასი (ტორ) 11.0

კევინ ლავი (კლივ) 10.8

პასები

რიკი რუბიო (მინ) 11.0

კრის პოლი (კლი) 9.0

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.7

დამიენ ლილარდი (პორ) 8.3

მაიკ კონლი (მემ) 8.0

დერონ უილიამსი (დალ) 7.5

სტივენ კარი (გ-სტ) 7.3

მ. კარტერ-უილიამსი (მილ) 7.3

კაილ ლაური (ტორ) 7.3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე