გიბრალტარში, საჭადრაკო ფესტივალზე ნანამ მაიკლ ადამსთან დრამატული ორთაბრძოლა 73-ე სვლაზე ზავით დაასრულა
გიბრალტარში, როგორც გაუწყეთ, დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი დაიწყო, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 233 წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის - 60 დიდოსტატი.

პირველ ტურში 90-მა მოჭადრაკემ მიაღწია წარმატებას. სტარტზე გამარჯვება იზეიმა ნანა ძაგნიძემაც. გიგა ყაჭეიშვილს, რომელმაც ტურნირზე ჩასვლა დააგვიანა სავიზო პრობლემების გამო (ეტყობა, ორგანიზატორები გაფრთხილებული ჰყავდა), ნახევარი ქულა დაეწერა, ხოლო სალომე მელიამ ესპანელ ფრანსისკო ვალიეხოსთან წააგო.

საგულისხმოა, რომ ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონმა ჰოუ იფანმა (ჩინეთი) ბოლო მომენტში თქვა უარი შეჯიბრებაში მონაწილეობაზე. ტურნირის რეიტინგფავორიტია უკრაინელი ვასილი ივანჩუკი (2764). პირველ ხუთეულში შემდეგ მოდიან მაიკლ ადამსი (ინგლისი, 2723), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2721), ფრანსისკო ვალიეხო (ესპანეთი, 2698) და ვიქტორ ბოლოგანი (მოლდოვა, 2693). ნანა ძაგნიძე გუშინ თეთრი ფიგურებით ადამსს დაუპირისპირდა. მძიმე და დრამატული ორთაბრძოლა 73-ე სვლაზე ზავით დამთავრდა.

გაუწყებთ ტურნირის დანარჩენ ფავორიტთა შედეგებს: ვასილი ივანჩუკი (უკრაინა)-რაბლო ლაფუენტე (არგენტინა) 1:0, ფაბიანო კარუანა (იტალია)-ვიქტორ კორჩნოი (შვეიცარია) 0:1, ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-ფრანსისკო ვალიეხო (ესპანეთი) 0:1, ვიქტორ ბოლოგანი (მოლდოვა)-დიიფ სენგუფთა (იდოეთი) 0:1, პია კრამლინგი (შვედეთი)-ნაიჯელ შორტი (ინგლისი) 0:1, ჩანდა სანდიპანი (ინდოეთი)-ანა ზატონსკიხი (აშშ) 1:0, ჟუ ჩენი (ყატარი)-რომან ედუარდი (საფრანგეთი) 1:0. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა)-კირილ გეორგიევი (ბულგარეთი) 1:0...

დღეს მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა