"ჩვეულებრივად ვემზადები მომავალი თამაშისთვის და შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ"
პროგრესის გზაზე მდგარ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლიდერი საძებარი არ ჰყავს. 29 წლის ჯაბა კანკავა ერთ-ერთია ჩვენს ფეხბურთელებს შორის, ვინც ევროპის ტოპ-ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში თამაშობს (მეორე ასეთი სერია A-ს "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძეა).

რაოდენ ფასეული ფეხბურთელია კანკავა ფრანგული "რეიმსისთვის", ეს სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს. ტრავმირებული ქართველის გარეშე, საფრანგეთის ჩემპიონატში "რეიმსმა" 4 მატჩი წააგო...

მას შემდეგ, რაც ფრანგულ კლუბში ჩაირიცხა, ჯაბასთან არ გვისაუბრია. სალაპარაკო კი მართლაც ბლომად დაგროვდა. თუნდაც ის, რომ ტრავმირებულია და ფრანგული პრესის ცნობით, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს ამ ქვეყნის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში, "აიაჩოს" წინააღმდეგ.

ამ ცნობამ გაგვიჩინა ვარაუდი, რომ ჯაბა უახლოეს ორ სანაკრებო მატჩსაც გამოტოვებდა ესტონეთისა და ალბანეთის ნაკრებების წინააღმდეგ...

"ლელო" კანკავას საფრანგეთში შეეხმიანა და ინტერვიუ სთხოვა:

- ჯაბა, როგორ გრძნობთ თავს "რეიმსში"? საერთოდ, როგორი გუნდია?

- პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი და ამბიციური გუნდია.

- რას იტყვით საფრანგეთის ჩემპიონატზე? როგორ მიდის თქვენი ადაპტაციის პროცესი ახალ გუნდთან, ახალ ჩემპიონატთან?

- უკრაინასთან შედარებით, მაღალი დონეა. რაც შეეხება ადაპტაციას, ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. შესანიშნავად მიმიღეს გუნდში, კარგად მეპყრობიან და ეს კიდევ უფრო მიადვილებს შეგუების პროცესს.

- რას უნდა მივაწეროთ "რეიმსის" ბოლოდროინდელი არათანაბარი ასპარეზობა? ფაქტია, თქვენი არყოფნა "რეიმსის" კრიზისს დაემთხვა...

- ბოლო შეხვედრებში მართლაც ვერ ვაჩვენეთ კარგი შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, შევძლებთ სიტუაციის გამოსწორებას და ავკრეფთ ქულებს.

- ფრანგულ პრესაში დაიწერა, კანკავა "რეიმსს" ვერც "აიაჩოსთან" შეხვედრაში დაეხმარებაო. ასეა?

- ნატკენი ფეხი უკვე კარგად მაქვს. მე ჩვეულებრივად ვემზადები მომავალი თამაშისთვის და შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ. ახლა ის არის საქმე, მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ და დამაყენებს, თუ არა.

- ესე იგი, საქართველოს ნაკრებშიც ითამაშებთ?

- ნაკრების თამაშებამდე ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო. შევძლებ თამაშს.

- რას იტყვით საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ პროგრესზე და როგორი მოლოდინი გაქვთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წინ?

- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე საკმაო დროა და უნდა ვეცადოთ, რომ ტურნირს კარგ ფორმაში შევხვდეთ.

იმედია, კარგი თამაშითა და შედეგით გავახარებთ ქართველ ხალხს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შაკო
აჟაკსიო არის სწორი
luk
ისე საფრანგეთში "აჟაქსიო"-თი მოიხსენიებენ და... რავიცი ....
gela
ისე აჟასიოა სინამდვილეში)
goga-s
მარტო "აიაჩო"?! ეს ჟურნალისტები და კომენტატორები თვითონ თუ ვერ კითხულობენ კორექტულად გვარებს და კლუბის სახელს უცხოურ ტელევიზიებს მაინც მოუსმინეთ და ეგებ ისწავლოთ კომენტატორობა და გვარ-სახელების სწორედ თქმა! მაგ:აიაჩო,დავიდ ლუი-ზ-ი, პესეჟე და ა.შ
გოგა
არ ქვია მასე აიაჩო არა აიბაჩო. აჯაქსიო ქვია გუნდს.
jimibarca
კანკავა იმედია მალე დაიწყებს თამაშს
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]