8 ნოემბერს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წწ. სეზონის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს
8 ნოემბერს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წწ. სეზონის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. მეორე ტურის შეხვედრებს სუპერლიგის გუნდები გამართავენ.

ტური სუპერლიგა A-ს ცენტრალური შეხვედრით გაიხსნება, რომელშიც ერთმანეთს მფკ "ტატიშვილი" და სკ პსპ დაუპირისპირდებიან. "მედიკოსები" შეეცდებიან, სამი კვირის წინ სუპერთასის ნახევარფინალში განცდილი მარცხისთვის "ფარმაცევტებთან" რევანში აიღონ და ამავე დროს, მიმდინარე გათამაშებაში თავიანთი პირველი გამარჯვებაც მოიპოვონ.

ამავე ტურში გამორჩევის ღირსია უკვე ტრადიციული მეტოქეების, მფკ "ნატახტარისა" და სკ "ჯვაროსნები-ევექსის" დაპირისპირებაც, რომელიც 14:00 სთ-ზე დაიწყება.

პირველი სამი ქულისთვის იბრძოლებენ სასტარტო ტურში დამარცხებული ბათუმის "დინამო" და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი, ხოლო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდი ასევე პირველ ტურში ხელმოცარული მცხეთის სახელით მოასპარეზე "გრანდ გრუპ ჯორჯიას" დაუპირისპირდება.

სუპერლიგა A ტურს კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება დაასრულებს, სადაც ერთმანეთის პირისპირ ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მფკ "ვეტერანები" და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი წარდგებიან.

08.11.2015. სუპერლიგა A. II ტური

11:00 მფკ ტატიშვილი vs სკ პსპ

14:00 მფკ ნატახტარი vs სკ ჯვაროსნები-ევექსი

15:00 მფკ დინამო (ბთ) vs სდსს

18:00 გრანდ გრუპ (მცხეთა) vs სკ ტტც

19:00 მფკ ვეტერანები vs შსს

მეორე ტურის მატჩები გაიმართება სუპერლიგა B-ში.

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც ჩემპიონატი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, წინა ტურში დამარცხებულ UNICREDIT.GE-ს გუნდს დაუპირისპირდება.

საინტერესო ორთაბრძოლაა მოსალოდნელი კასპის "გენერალსა" და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდს შორის. ამავე ტურში გაიმართება იმერული დერბი, "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურასა" და ზესტაფონურ "ფეროს" შორის.

რაც შეეხება რეგიონის კიდევ ერთ წარმომადგენელს, აჭარის სომეხთა კავშირის გუნდ "ახპიურს", ისინი "პალერმოს" დაუპირისპირდებიან.

08.11.2015. სუპერლიგა B. II ტური

12:00 საქართველოს უნივერსიტეტი vs UNICREDIT.GE

13:00 CFCP vs მფკ გენერალი (კასპი)

16:00 GM ჭიათურა vs სკ ფერო (ზეს)

17:00 ახპიური vs პალერმო

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.geდა ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე