საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტის განცხადებით, პასპორტის პრობლემა მოგვარებადია
"ფრაიბურგის" ფეხბურთელი ლუკა ჰუფნაგელი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. დედით ქართველ და მამით გერმანელ ფეხბურთელს დღემდე მხოლოდ ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. კახა ცხადაძემ კი მეორე ბუნდესლიგის "ფრაიბურგის" საყრდენ ნახევარმცველს ქვეყნის მთავარ გუნდში უხმო და, შესაძლოა, "ჯვაროსნების" ფორმით 11 ნოემბერს, ესტონეთთან ტალინში გასამართ ამხანაგურ მატჩში ვიხილოთ, ან თუნდაც 16 ნოემბერს, ალბანეთთან ასევე საგარეო სპარინგში...

Sportall.ge ლუკა ჰუფნაგელს გერმანიაში დაუკავშირდა. ლუკას მივულოცეთ ეროვნულ გუნდში გამოძახება და კომენტარი ვთხოვეთ.

- კახა ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებში გიხმო. რამდენად ელოდი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას?

- ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, ეროვნულ ნაკრებში მიწვევდნენ. სიმართლეს გეტყვით, არ ველოდი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით მოედანზე გასვლა ჩემთვის განსაკუთრებული იქნება.

- "ლელოსთან" საუბრისას დედაშენმა პასპორტის პრობლემა ახსენა. რას გვეტყვი ამაზე? რამდენად რთულად დგას საკითხი?

- მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, მაგრამ დედით ქართველი ვარ და ეს საკითხი მარტივად მოგვარებადია.

საქართველოს ნაკრები - ლუკა ჰუფნაგელის ახდენილი ოცნება და მოქალაქეობის პრობლემა

- "ფრაიბურგში" ბევრ ქართველს უთამაშია, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს...

- ჩემთვის ქართველის ბუნდესლიგაში ხილვა ყოველთვის სასიხარულო იყო. სწორედ ამიტომ მომწონდა ყოველთვის "ფრაიბურგი", რომ ბევრი ქართველი თამაშობდა.

- 13 ტურის შემდეგ ლიდერ "ლაიფციგს" 1 ქულით ჩამორჩებით. რამდენად შეაფასებ თქვენი გუნდის შანსებს ბუნდესლიგაში გადასასვლელად?

- მეორე ბუნდესლიგაში მარტივი არაფერია. კარგი გუნდი გვყავს და ვეცდებით, შემდეგი სეზონი ბუნდესლიგაში გავატაროთ, თუმცა ამის გაკეთება ძალზედ რთული იქნება.

ესაუბრა ედო ბადალაშვილი

შაკო
მარცხენა ნახევარმცველია და არა საყრდენი
zura
კანკავასთან კარგი წყვილი უნდა შექმნას მოედნის ცენტრში. ამას მეტი შეუძლია შეტევაში და ნამდვილად გამოადგება ნაკრებს ამ ტიპის ნახევარმცველი. დრო დასჭირდება ადაპტაციისთვის და პირველივე თამაშიდან არ ღირს განსჯა
ika
ხოდა კარგი ძალიან) არაბიძეც გამოეძახა კაცი ანგრევს შახტარს ))))თუ მის პოზიციაზე ნაკრებში ისეთი კონკურენციაა,რომ ვერ გაქაცჰავდა ?:D
nika
Sastavshi aris da magrad tamashobs
ikass
ძირითდია და ძალიან პერსპექტიული, სიმბოლურებშიც ხვდება
ika
ძირითადის ფეხბბურთელია ფრიბურგში თუ პაპუნაშვილივით მოედანი არ აქ ნანახი ?
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ფრაიბურგმა" ლუკას ჰუფნაგელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ლუკას ჰუფნაგელი ტურის ცენტრალური მატჩისთვის "ფრაიბურგის" სასტარტოში დააწინაურეს
ესტონეთი-საქართველო 3:0 - ოცნებების სასაფლაო ტალინში [VIDEO+PHOTO]
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
[ლეგიონის უქმეები] 70 ლეგიონერის... ერთი გოლი [VIDEO]
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ლეგიონი გუშინ: აკაკი გოგიამ მეორე ბუნდესლიგაში დუბლი შეასრულა [VIDEO]