გუშინ, დილით "ბარსელონას" საყრდენმა ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა კლუბთან ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულამდე გააგრძელა
გუშინ, დილით "ბარსელონას" საყრდენმა ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა კლუბთან ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულამდე გააგრძელა. ხელშეკრულებაში კონტრაქტის კვლავ გაგრძელების პუნქტია ჩადებული, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ მატჩს ითამაშებს სერხიო "ბარსელონაში" 2014/15 წლების სეზონში. ხელისმოწერის ცერემონიალს "ბარსას" პრეზიდენტი სანდრო როსელი ესწრებოდა. ახლა ბუსკეტსის გამოსასყიდი ფასი 80 მილიონი ევრო კი აღარაა, არამდე - 150!

ცერემონიალის შემდეგ ბუსკეტსმა "ბარსა ტვ-ის" უპასუხა: "ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის, ეს წლის დიდებული დასაწყისია. 22 წლის ვარ და ჩემს საფეხბურთო კარიერაში ყველაფერი პოზიტიურად მიმდინარეობს. ვთამაშობ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში და იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებშიც ყველაფერი ასე კარგად გაგრძელდება."

სერხიო ბუსკეტსი "ბარსას" ძირითად გუნდში ხოსეპ გვარდიოლამ გადაიყვანა. მისი დებიუტი 2008 წლის სექტემბერს შედგა, როცა კატალონიელები "რასინგს" 1:1 დაუზავდნენ. ამავდროულად ბუსკეტსი ჯერ კიდევ თამაშობდა სარეზერვო გუნდში. მან 2008 წლის მიწურულს ახალი კონტრაქტი გააფორმა "ბარსელონასთან", რომელსაც ვადა 2013 წლის ზაფხულში გასდიოდა. "ბარსელონაში" მოულოდნელმა აღზევებამ ბუსკეტსს გზა ეროვნული ნაკრებისკენაც გაუკაფა და 2009 წლის აპრილში მან პირველად ითამაშა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში. საკლუბო და სანაკრებო დონეზე ბუსკეტსს უკვე უამრავი ტიტული აქვს მოპოვებული, არადა ის ჯერ 22 წლისაა. ახლა უკვე სერხიო "ბარსელონას" შეუცვლელი მოთამაშეა, ის თითქმის ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაშია, მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში ხავიერ მასკერანოს სახით ძალზე სერიოზული კონკურენტი შეემატა.

"კრიტიკას ვერ მივიღებ" - სლოტმა "კრისტალ პალასთან" მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს