ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუნდესლიგა. XII ტური: რურის დერბი დორტმუნდისაა [VIDEO]

ბუნდესლიგა. XII ტური: რურის დერბი დორტმუნდისაა [VIDEO]

"ბაიერნი" ისევ აბობოქრდა
* "შალკე" 6 ოფიციალური მატჩია, მოუგებელია (3 ფრე, 3 წაგება).

* "ჰოფენჰაიმმა" 250-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.

* "ჰოფენჰაიმი" ერთადერთი გუნდია მიმდინარე სეზონში, რომელსაც შინ არ მოუგია. საკუთარ მოედანზე 18 შესაძლებლიდან 3 ქულა აქვს აღებული.

* "ჰოფენჰაიმი" 3 ტურია, გოლს ვერ იტანს. ეს საკლუბო ანტირეკორდია.

* "კიოლნმა" მე-200 გამარჯვება მოიპოვა სტუმრად.

* "ჰამბურგმა" სტუმრად ორჯერ მეტი ქულა მოიპოვა, ვიდრე საკუთარ მოედანზე.

* სალომონ კალუ "ჰერტას" პირველი მოთამაშეა 2010 წლის შემდეგ, ვინც ჰეთ თრიკი შეასრულა. ბოლოს ეს ტეოფანის გეკასმა შეძლო.

თუ იურგენ კლოპმა რურის დერბი მხოლოდ მეხუთე ცდაზე მოიგო, თომას ტუხელისთვის პირველივე ცდა წარმატებული აღმოჩნდა. ანგარიშში მინიმალური უპირატესობის მიუხედავად, "დორტმუნდმა" აშკარად აჯობა "შალკეს" და არავის მისცა საკუთარ გამარჯვებაში ეჭვის შეპარვის უფლება.

მასპინძლებმა ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მათმა ცენტრალურმა მცველებმა ჩააგდეს შეხვედრა.

პირველმა ტაიმმა "დორტმუნდის" მცირე უპირატესობით ჩაიარა, რაც ტაბლოზეც აისახა. გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს და პირველი ზუსტი დარტყმა მხოლოდ 25-ე წუთზე შესრულდა. თუმცა შემდეგ გუნდები გააქტიურდნენ, რასაც ანგარიშის გახსნა მოჰყვა. გოლი ტანმორჩილმა შინჯი კაგავამ თავით გაიტანა - გაურკვეველია, სად იყვნენ ამ დროს მცველები.

ტრიბუნებს ამ გოლის აღნიშვნა დამთავრებული არ ჰქონდათ, რომ "შალკემ" გაათანაბრა. მატს ჰუმელსი ცენტრთან ახლოს შეცდა და ლეროი სანეს კონტრშეტევა დააწყებინა. მან ბურთი კლაას-იან ჰუნტელაარს მიაწოდა, ჰოლანდიელი კი ასეთ მომენტებში არ ცდება. მაგრამ სტუმრებმა შესვენებამდე საყაიმო ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს. მატიას გინტერმა ჰენრიხ მხითარიანის პასის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო.

მეორე ტაიმში "შალკემ" ვერაფერი შეცვალა და თამაშმა მთლიანად "დორტმუნდის" კარნახით ჩაიარა. უკვე მეორე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მე-14 გოლი გაიტანა ჩემპიონატში - გონსალო კასტრომ ერთი-ერთზე გაიყვანა გაბონელი, რომელმაც იოლად მოატყუა რალფ ფერმანი. აღსანიშნავია, რომ ობამეიანგი მეოთხედ თამაშობდა რურის დერბიში და ოთხივეში მატჩში შეძლო გოლის გატანა.

"შალკე" თითქმის ვერ გადადიოდა მეტოქის ნახევარზე და "დორტმუნდი" დამაჯერებლად მიდიოდა მოგებამდე, მაგრამ ისევ აურიეს ცენტრალურმა მცველებმა.

ჰუმელსმა ბურთი ცენტრთან დაკარგა, სოკრატის პაპასტატოპულოსმა უბრალოდ ფეხი ააცილა ბურთს და ჰუნტელაარმა დუბლი შეასრულა (ჰოლანდიელმა 72-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში, კევინ კურანის გაასწრო და "შალკეს" ყველა დროის მესამე ბომბარდირი გახდა). შემთხვევითმა გოლმა სტუმრებს დამაჯერებლობა მოუტანა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება მაინც ვერ შეძლეს.

იხილეთ ვიდეო

"ბაიერნი" ბრწყინვალე განწყობით ხვდებოდა მე-12 ტურს. ლიდერმა შუა კვირას, ჩემპიონთა ლიგაზე "არსენალი" გაანადგურა, რითაც დაამტკიცა, რომ წინა ტურში "აინტრახტთან" ფრე მხოლოდ შემთხვევითობა იყო.

რა თქმა უნდა, "შტუტგარტს" მხოლოდ სასწაულის იმედი თუ ექნებოდა, რომელიც არ მოხდა. "ბაიერნმა" შტურმით დაიწყო შეხვედრა და მალე ყველაფერი მომთავრებული ჰქონდა. ანგარიში მე-11 წუთზე არიენ რობენმა გახსნა, რომელმაც მკერდი მიუშვირა დუგლაშ კოშტას ჩაწოდებულს. სულ მალე სხვაობა ორამდე გაიზარდა. ამჯერად, თომას მიულერმა ჩაიწერა აქტივში საგოლე პასი, ხოლო დუგლას კოშტამ შედეგიან გადაცემას გოლი დაუმატა.

იქვე, "შტუტგარტის" ერთ-ერთ იშვიათ შეტევაში კოსტიჩმა ძელს გაარტყა ბურთი. "ბაიერნმა" პაუზის აღება გადაწყვიტა, ამიტომაც მომდევნო გოლი მხოლოდ 20 წუთის შემდეგ შედგა - ამჯერად, მიულერმა რობერტ ლევანდოვსკის გაატანინა.

ორ წუთში კი მეოთხე გოლიც შედგა და ამით შეხვედრა დასრულდა. მასპინძლებმა მინი-შტურმი მოაწყვეს: ჯერ კინგსლი კომანმა დაარტყა, მაგრამ პრჟემისლავ ტიტონმა მოიგერია, ბურთი ლევანდოვსკის მიუვიდა, რომელმაც ისევ კომანს გადააწოდა, მან კი არტურო ვიდალი მონახა, თუმცა არც ჩილელს გაუმართლა - ბურთი ძელმა მოიგერია და მხოლოდ ამის შემდეგ მიულერმა თავით მაინც გაიტანა - 4:0.

მეორე ტაიმშიც იყო საგოლე მომენტები, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის მოხდა, რომ 200-დღიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ჰოლგერ ბადშტუბერი, რომელმაც მიულერი შეცვალა.

საინტერესოა ამ მატჩიდან რამდენიმე ფაქტი:

* ბუნდესლიგის 12 ტურში პეპ გვარდიოლამ 12 სხვადასხვა შემადგენლობა გამოიყვანა.

* "ბაიერნმა" ბოლო 14 ოფიციალური მატჩიდან ყველა მოუგო "შტუტგარტს".

* რაფინიამ მეასე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მაისურით.

* "შტუტგარტმა" პირველ 12 ტურში 27 გოლი გაუშვა, რაც უარესი შედეგია კლუბის ისტორიაში.

* "ბაიერნმა" 34 დარტყმით დაასრულა შეხვედრა - ბოლოს ასეთი რამ 2009 წლის თებერვალში, "დორტმუნდის" წინააღმდეგ შეძლო.

* რობერტ ლევანდოვსკიმ 14-დან 13 გოლი მეორე ტაიმებში გაიტანა.

* "ბაიერნმა" ბოლო ექვს საშინაო მატჩში მინიმუმ, ოთხი გოლი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

"გლადბახის" ბრწყინვალე სვლა ლიგის დებიუტანტმა "ინგოლშტადტმა" შეაჩერა, რომელსაც 16 ქულიდან 12 სტუმრად აქვს აღებული. "ბორუსიამ" ექვსმატჩიანი მოგებათა სერიის შეწყვეტა, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რადგან ზედმეტად პასიურად თამაშობდა და მეტოქეს უფრო მეტჯერ დაარტყმევინა კარში.

კვლავ კრიზისის ნიშნები აქვს "ვოლფსბურგს". ბუნდესლიგაში ზედიზედ სამი მოგების შემდეგ "მგლებმა" ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე წააგეს "ეინდჰოვენთან", რის შემდეგაც თითქმის უშანსოდ დამარცხდნენ "მაინცთან". წელს დიტერ ჰეკინგის გუნდის მთავარი სენია - სტუმრად სუსტი თამაში.

გუნდმა ექვს გასვლით მატჩში მხოლოდ ხუთი ქულა აიღო, აგრეთვე, სტუმრად ორივე მატჩი წააგო ჩემპიონთა ლიგაზე. სიტუაცია იმანაც დაამძიმა, რომ უკვე მე-13 წუთზე უხეშობისთვის გააძევეს იულიან დრაქსლერი. შედეგად, სტუმრებმა ის მიიღეს, რომ 90 წუთის განმავლობაში ერთი ზუსტი დარტყმაც არ შეუსრულებიათ.

ასევე უჭირს ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კიდევ ერთ გუნდს - "ლევერკუზენს". მან ზედიზედ მესამე ოფიციალური მატჩი წააგო, რაც როჯერ შმიდტის მწვრთნელობისას არასოდეს მომხდარა. არადა, "ფარმაცევტები" ხვდებოდნენ "კიოლნს", რომელსაც 382 წუთი გოლი არ ჰქონდა გატანილი.

ეს სერია დომინიკ მაროჰმა შეწყვიტა, რომლის დუბლის წყალობითაც "თხებმა" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს. დღეისთვის, "ლევერკუზენის" ერთადერთი ნათელი წერტილია ხავიერ ერნანდესი, რომელმაც ზედიზედ მეექვსე ოფიციალურ მატჩში შეძლო გოლის გატანა.

XII ტური

6 ნოემბერი

ჰანოვერი-ჰერტა 1:3

გოლები: 0:1 კალუ (33), 0:2 კალუ (60), 1:2 კიიოტაკე (70-პენ), 1:3 კალუ (87-პენ)

ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი, ანდრეასენი (71. ერდინჩი), ს. სანე, ბეხი, კიიოტაკე, კლაუსი (46. სენტ მაქსიმინი), ა. ზობიხი.

ჰერტა: იარშტეინი, რეგესელი, ლანგკამპი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, ლუშტენბერგერი (76. ჰეგელერი), ვაიზერი (90+1. შტოკერი), დარიდა, ჰარაგუჩი, კალუ (90. ბაუმიოჰანი).

გაფრთხილება: ა. ზობიხი, ანდრეასენი - დარიდა, პლატენჰარდტი, სკიელბრედი

კუთხური: 2-2 ჯარიმა: 19-9 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 7(2)-12(4) ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 40 200

7 ნოემბერი

ბაიერნი-შტუტგარტი 4:0

გოლები: 1:0 რობენი (11), 2:0 დუგლას კოშტა (18), 3:0 ლევანდოვსკი (37), 4:0 მიულერი (40)

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი (46. ბენატია), ალაბა, ვიდალი, კიმიხი, რობენი, მიულერი (59. ბადშტუბერი), დუგლას კოშტა (69. ტიაგო ალკანტარა), კომანი, ლევანდოვსკი.

შტუტგარტი: ტიტონი, შვააბი, სუნიჩი (63. ჰაისე), ბაუმგარტლი, ინსუა, სერეი დიე (85. რისტლი), კლაინი, გენტნერი, კოსტიჩი (46. ჰლუშეკი), ტიმო ვერნერი, დიდავი.

კუთხური: 7-3 ჯარიმა: 8-14 თამაშგარე: 4-6 კარში დარტყმა: 33(14)-5(2) ბურთის ფლობა: 69%-31%

მაყურებელი: 75 000

ლევერკუზენი-კიოლნი 1:2

გოლები: 0:1 მაროჰი (17), 1:1 ერნანდესი (33), 1:2 მაროჰი (72)

ლევერკუზენი: ლენო, ვენდელი (78. კისლინგი), ტაჰი, პაპადოპულოსი, ბიონიში, თოფრაქი, კამპლი, ბელარაბი (46. ბრანდტი), მეჰმედი (57. რამალიო), ჩალჰანოგლუ, ერნანდესი.

კიოლნი: ჰორნი, რისე, მაროჰი, ჰაინტცი, ჰექტორი, ლემანი, ფოგტი, ოსაკო (90+1. სიორენსენი), ბიტენკურტი (82. იოიჩი), ჰოსინერი (71. შვენტო), მოდესტე.

გაძევება: პაპადოპულოსი (53. ლევერკუზენი)

გაფრთხილება: რამალიო - ბიტენკურტი, ჰაინტცი

კუთხური: 6-9 ჯარიმა: 18-12 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 12(4)-17(8) ბურთის ფლობა: 52%-48%

მაყურებელი: 30 210

გლადბახი-ინგოლშტადტი 0:0

გლადბახი: ზომერი, ნორდტვეიტი, ა. კრისტენსენი, ალვარო დომინგესი, ვენდტი, დაუდი (51. დრმიჩი), ჯაკა, ტრაორე (79. აზარი), ჯონსონი, შტინდლი, რაფაელი (88. ელვედი).

ინგოლშტადტი: იოზჩანი, ლეველსი, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ზუტნერი, ბრეჟერი, გროსი (66. ენგელი), მორალესი, მო. ჰარტმანი (90+1. კრისტიანსენი), ლეკი, ჰინტერსეერი (76. და კოშტა).

გაძევება: ჯაკა (86. გლადბახი)

გაფრთხილება: ალვარო დომინგესი - ბრეჟერი, ლეკი, გროსი, ლეველსი, ენგელი, მორალესი

კუთხური: 4-3 ჯარიმა: 16-16 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 11(5)-14(2) ბურთის ფლობა: 56%-44%

მაყურებელი: 52 331

ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 0:0

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, შტრიობლი, ზიულე, ბიჩაკჩიჩი, კიმი, შვეგლერი, რუდი (60. პოლანსკი), ფოლანდი, შმიდი, კურანი (79. შალაი), ე. ვარგასი (66. ნად. ამირი).

აინტრახტი: ჰრადეცკი, ჰასებე, სამბრანო, აბრაჰამი, ოშჩიპკა, შტენდერა, რაინარტცი, აიგნერი (90+3. კინსომბი), იგნიოვსკი, მაიერი, სეფეროვიჩი (89. კასტაინოსი).

გაფრთხილება: შვეგლერი - სეფეროვიჩი, სამბრანო, შტენდერა

კუთხური: 1-3 ჯარიმა: 11-13 თამაშგარე: 5-4 კარში დარტყმა: 8(2)-17(9) ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 30 150

მაინცი-ვოლფსბურგი 2:0

გოლები: 1:0 დე ბლასისი (32), 2:0 მალი (75)

მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბალოგუნი, ბუნგერტი, ბენგტსონი, ლატცა (78. ს. სერდარი), ხარა, დე ბლასისი (89. კორდობა), ხაირო (71. ნიდერლეხნერი), მალი, მუტო.

ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი, ლუიშ გუსტავო (46. გილავოგი), არნოლდი, ვიეირინია, დრაქსლერი, კალიჯური, ბენდტნერი (65. შიურლე).

გაძევება: დრაქსლერი (14. ვოლფსბურგი)

გაფრთხილება: ხაირო, ლატცა - ლუიშ გუსტავო, კალიჯური, დანტე

კუთხური: 4-3 ჯარიმა: 24-21 თამაშგარე: 4-4 კარში დარტყმა: 12(5)-8(0) ბურთის ფლობა: 38%-62%

მაყურებელი: 26 331

დარმშტადტი-ჰამბურგი 1:1

გოლები: 0:1 ლასოგა (29-პენ), 1:1 ჰელერი (47)

დარმშტადტი: მატენია, გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ხუნიორ დიასი, გონდორფი, ნიმაიერი, ჰელერი (90+3. რაიკოვიჩი), რაუში (73. კემპე), როზენტალი (85. ზაილერი), ვაგნერი.

ჰამბურგი: ადლერი, გ. საკაი, სპაჰიჩი, ჯურუ, ოშტრჩოლეკი, დიასი (90+3. იუნგი), ჰოლტბი, ნ. მიულერი (90+3. შტიბერი), გრეგორშიტცი, ლასოგა, შიპლოკი (65. ილიჩევიჩი).

გაფრთხილება: ვაგნერი, გონდორფი, ნიმაიერი, გარიჩი - ჯურუ, გრეგორშიტცი

კუთხური: 3-2 ჯარიმა: 14-17 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 15(3)-8(3) ბურთის ფლობა: 41%-59%

მაყურებელი: 17 000

8 ნოემბერი

დორტმუნდი-შალკე 3:2

გოლები: 1:0 კაგავა (30), 1:1 ჰუნტელაარი (33), 2:1 გინტერი (43), 3:1 ობამეიანგი (47), 3:2 ჰუნტელაარი (71)

დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, ვაიგლი, გიუნდოგანი, კაგავა, მხითარიანი, გონსალო კასტრო (87. ს. ბენდერი), ობამეიანგი (90+4. რამოსი).

შალკე: ფერმანი, ჟუნიორ კაისარა, ნოიშტედტერი (90. პლატე), ჯ. მატიპი, აოგო, გორეტცკა, კოლაშინაცი (70. ჰოიბერგი), ლ. სანე, მაიერი (56. ჩუპო-მოტინგი), დი სანტო, ჰუნტელაარი.

გაფრთხილება: ობამეიანგი, შმელცერი, ვაიგლი - გორეტცკა, ჟუნიორ კაისარა, დი სანტო, პლატე

კუთხური: 5-3 ჯარიმა: 10-15 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 14(7)-9(3) ბურთის ფლობა: 59%-41%

მაყურებელი: 79 956

აუგსბურგი-ვერდერი 1:2

გოლები: 0:1 პისარო (58), 0:2 ბარტელსი (69), 1:2 ვერჰაეგი (90+1-პენ)

აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, მაქსი, ბაიერი, კორი (55. მორავეკი), ბობადილია, კაიუბი, კოო (64. ესვაინი), ჟი (75. ტობიან ვერნერი).

ვერდერი: ვიდვალდი, გერბესელასიე (81. ლუკიმია), გალვესი, ვესტერგაარდი, ს. გარსია, ბარგფრედე, იუნუზოვიჩი, უ. გარსია, ბარტელსი, იოზთუნალი (64. კროოსი), უჯა (46. პისარო).

გაფრთხილება: კორი - ს. გარსია, ვესტერგაარდი, იუნუზოვიჩი, ვიდვალდი

კუთხური: 3-3 ჯარიმა: 17-17 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 18(3)-7(2) ბურთის ფლობა: 59%-41%

მაყურებელი: 27 000

ბომბარდირები: 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - თომას მიულერი (ბაიერნი); 7 - სალომონ კალუ (ჰერტა), იუნუს მალი (მაინცი), მარკო როისი (დორტმუნდი).

მომდევნო ტური

20 ნოემბერი:

ჰამბურგი-დორტმუნდი;

21 ნოემბერი:

გლადბახი-ჰანოვერი, ვოლფსბურგი-ვერდერი, შტუტგარტი-აუგსბურგი, აინტრახტი-ლევერკუზენი, კიოლნი-მაინცი, შალკე-ბაიერნი;

22 ნოემბერი:

ჰერტა-ჰოფენჰაიმი, ინგოლშტადტი-დარმშტადტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]

"ტოტენჰემი" 50 მილიონ ევროდ "ვოლფსბურგის" მცველს იმატებს

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "რეალმა" "ატლეტიკოს" მოუგო - "არსენალმა" და "ასტონ ვილამ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს [VIDEO]

ნური შაჰინი გადაყენების ზღვარზე - "დორტმუნდს" "მანჩესტერის" ყოფილი მწვრთნელი ჩაიბარებს?

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ბარსელონა" წინ მიიწევს - "სიტის" ვარდნა გრძელდება [VIDEO]

"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]

მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით

"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

"გეი ნაგავს ხელს არ მოვაწერ... კევინ, მოკეტე!" - "ვოლფსბურგის" ფანები თავის ფეხბურთელს LGBTQ თემის საწინააღმდეგო განცხადების გამო დაუპირისპირდნენ

"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]

[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება

ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "დორტმუნდმა" "ლილის" ბარიერი გადალახა

"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა

უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს

ჩემპიონთა ლიგა. V ტური: კიტეიშვილის კაპიტნობით "შტურმმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგაზე წყვილები გაირკვა - პსჟ პირველ მატჩს სახლში ჩაატარებს

"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ

სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]

პსჟ-მა "შტუტგარტი" გაანადგურა - ხვიჩა პლეი-ოფში ითამაშებს

კვარაცხელიას ალტერნატივა? - "ნაპოლი" ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას აპირებს

პსჟ გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას აპირებს

"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს

ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...

"ტოტენჰემმა" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მცველი შეიძინა

მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება

ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!

"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს

"ბაიერნის" მოულოდნელი მარცხი და შანსი "დორტმუნდს"

ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?

ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა

ალფონსო დევისი "რეალში" აღარ გადავა

მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს

ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]