ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფეხბურთელები კლუბების წინააღმდეგ

ფეხბურთელები კლუბების წინააღმდეგ

ფოთის "კოლხეთს" მოთამაშეები ფეხბურთის ფედერაციაში უჩივიან. კლუბს პირველ წრეში ძალიან გაუჭირდა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა

ფოთის ''კოლხეთს" მოთამაშეები ფეხბურთის ფედერაციაში უჩივიან. კლუბს პირველ წრეში ძალიან გაუჭირდა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. ცხრა მათგანმა, ზურაბ ექონიამ, ლევან თედიაშვილმა, ლექსო ინწკირველმა, ოლეგ გველესიანმა, გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა სილაგავამ, დათა სიჭინავამ, რევაზ ჯიქიამ და დათა ციცხვაიამ გუნდი დატოვა და ფედერაციის დახმარებით დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ.

როგორც გვითხრეს, ეს ფეხბურთელები საქმეს ''კოლხეთთან" აღარ დაიჭერენ. მათ წერილით ფეხბურთის ფედერაციას მიმართეს, საიდანაც ფედერაციის მიერვე შექმნილ საფეხბურთო არბიტრაჟში გააგზავნეს – საქართველოს საფეხბურთო სამყაროში არსებულ დავებს ამიერიდან ეს ორგანო გაარჩევს.

ფეხბურთელები დააიმედეს, რომ საკითხს ფედერაციის ყრილობის შემდეგ განიხილავდნენ, მაგრამ ჯერ საქმე არ დაძრულა.

შევიტყვეთ, რომ საფეხბურთო არბიტრაჟი განიხილავს ''ჭანტურია-''ზესტაფონის" ძველ დავასაც, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო და ჯერაც ვერ დასრულდა. გია ჭანტურია ''ზესტაფონიდან" გაუშვეს არა ვარჯიშის გაცდენის, რეჟიმის ან კონტრაქტის სხვა მუხლის დარღვევის გამო, არამედ კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიასთან შელაპარაკებისთვის. ფეხბურთის ფედერაციის ტრანსფერებისა და მოთამაშეთა სტატუსის კომისიამ საკითხი რამდენჯერმე განიხილა – 2008 წლის დეკემბერში კლუბს ორი თვის ხელფასის გადახდა და მეკარის გუნდში დაბრუნება დააკისრა. ''ზესტაფონმა" გადაწყვეტილება არ შეასრულა, ჭანტურია ვარჯიშებს თავად აცდენდა და დაგვიბრუნდესო.

ვეტერანმა ფეხბურთელმა დახმარებისთვის კვლავ ფედერაციას მიმართა. 2009 წლის 22 იანვარს კომისიამ ''ზესტაფონს" კონტრაქტის უსაფუძვლოდ გაწყვეტა დაუფიქსირა და სასჯელი გაუმკაცრა, კლუბს ჭანტურიას სასარგებლოდ კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი 14,5 თვის ხელფასის გასტუმრება დაავალა, რაც 29 ათას ლარს შეადგენდა. ''ზესტაფონმა" ფედერაციის გადაწყვეტილება კვლავ არ შეასრულა.

საქმეში ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი ჩაერია, რომელმაც 2009 წლის ივნისში აღმასკომის წევრებს შესთავაზა - ''ზესტაფონი" ჭანტურიას მხოლოდ უგუნდოდ დარჩენის პერიოდში ასაღებ თანხას გადაუხდის, ანუ 29 ათასი ლარის ნაცვლად 7 ათასსო. მოტივად შემდეგი არგუმენტი დაასახელა - ჭანტურია 2009 წლის თებერვალში ბოლნისის ''სიონში'' ჩაირიცხა და შემოსავალი გაუჩნდაო. აღმასკომმა წინადადება დაამტკიცა.

''ზესტაფონმა" აღმასკომის მხარდაჭერაზე ახალკაცის აქტიურობამდეც იზრუნა, მაგრამ პირველ ცდაზე უარი მიიღო – მისამართი შეგეშალათ, საკითხი ჩვენს კომპეტენციას სცილდებაო. ახალკაცის წინადადებას კი აღმასკომი დათანხმდა.

გია ჭანტურიას აღამსკომის გადაწყვეტილების გასაჩივრება სურდა, მაგრამ აქ კიდევ ერთ კურიოზს წააწყდა – ფედერაციაში სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო არ არსებობდა. ქართული სამართლით იმედგაცრუებულმა მეკარემ სარჩელის წარდგენა ფიფაში სცადა, მაგრამ წესია ასეთი – მსგავსი დავის განხილვისთვის ფიფაში წერილი ფეხბურთის ფედერაციიდან უნდა გაეგზავნათ. ცხადია, მაშინ ეს შეუძლებელი იყო, სპორტული არბიტრაჟიც არ არსებობდა, თუმცა ჭანტურია არ გაჩერებულა და ამასობაში საფეხბურთო არბიტრაჟიც დაფუძნდა. ახლა ჭანტურია კვლავ იმუქრება, ქართველი ბოსმანი გავხდებიო.

''სარჩელი საფეხბურთო არბიტრაჟში შევიტანე და მითხრეს, რომ საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება. რა თქმა უნდა, ჩემთვის ფული ახლა მნიშვნელოვანია, რადგან კარიერა დავასრულე და შემოსავალი არ გამაჩნია. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩემი საქმის განხილვა მაგალითი გახდეს ყველა იმ კლუბის ხელმძღვანელისთვის, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კონტრაქტის პირობების შესრულება მხოლოდ ფეხბურთელს ევალება და საქმიან ქაღალდებს როგორც უნდათ, ისე დახევენ. დარწმუნებული ვარ, საფეხბურთო არბიტრაჟში გავიმარჯვებ და ქართულ ფეხბურთში მოთამაშის უფლებების დაცვა ყველასთვის სავალდებულო გახდება. მე ფეხბურთიდან წავედი და, მინდა, სხვებს მაინც გავუკეთო საქმე", - გვითხრა ჭანტურიამ.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა