19-წლამდელები "ბასაზე" ემზადებიან - 12 ნოემბერს საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება
12 ნოემბრიდან, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონი უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მე-8 ჯგუფში ასპარეზობს და ჩვენი მეტოქეები უელსის, ავსტრიისა და ალბანეთის ნაკრები გუნდები იქნებიან.

ვასილ მაისურაძე და მისი ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 20-კაციანი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ოთო გოშაძე ("ქასიმფაშა", თურქეთი), ლუკა გუგეშაშვილი ("დინამო" თბილისი)

მცველები: ირაკლი კომახიძე ("შუქურა", ქობულეთი), ლადო მამუჩაშვილი, ცოტნე ნადარაია, რატი კაკიაშვილი (ყველა "საბურთალო"), ლუკა ლოჩოშვილი, ვახტანგ კაპანაძე (ორივე "დინამო" თბილისი), გიორგი პაპუაშვილი ("ლოკომოტივი" თბილისი), გიორგი ახალაძე ("სამტრედია")

ნახევარმცველები: გიორგი კოხრეიძე, სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ბექა გვარაძე (ყველა "საბურთალო"), შერმადინ ართმელაძე ("ლოკომოტივი" თბილისი), ნიკა ბაშელეიშვილი ("დინამო" თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე ("შახტარი", უკრაინა), ბექა მიქელთაძე ("დინამო" თბილისი), გურამ გოშთელიანი ("საბურთალო"), გიორგი კიკნაძე ("ლოკომოტივი" თბილისი)

ტურნირის კალენდარი კი, ასე გამოიყურება:

12 ნოემბერი

13:00 - ავსტრია vs ალბანეთი ("მიხეილ მესხი 2")

14:00 - საქართველო vs უელსი ("მიხეილ მესხი")

14 ნოემბერი

13:00 - ავსტრია vs უელსი ("მიხეილ მესხი 2")

14:00 - ალბანეთი vs საქართველო ("მიხეილ მესხი")

17 ნოემბერი

14:00 - უელსი vs ალბანეთი ("მიხეილ მესხი 2")

14:00 - საქართველო vs ავსტრია ("მიხეილ მესხი")

მატჩებზე გულშემატკივრის დასწრება თავისუფალი იქნება. 12 და 14 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების თამაშების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ. 17 ნოემბრის მატჩის ტრანსლირებას კი, "სილქ სპორტი" უზრუნველყოფს. ტრადიციულად, ტექსტურ ლაივ-რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.

სფფ-ის პრესსამსახური

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...