ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ იმედს უკრაინის მოქალაქეობასა და ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშს სთავაზობდნენ
გიორგი არაბიძე უკვე თბილისშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ამ 17 წლის ბიჭმა უეფას ახალგაზრდულ ლიგაში შვედურ "მალმიოსთან" ორივე შეხვედრა შთამბეჭდავად ითამაშა და დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდში, უკრაინულ პრემიერლიგაში სადებიუტო 16 წუთიც დაიმსახურა, "ტერნოპოლთან" სათასო შეხვედრა კი თავიდან ბოლომდე ჩაატარა...

გიორგისთან ინტერვიუ მცირე ხნის წინათ გვქონდა, მაგრამ მის მიმართ დიდი ინტერესია და გადავწყვიტეთ, კიდევ გავსაუბრებოდით, თუნდაც ამ თემის გამო - ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ იმედს უკრაინის მოქალაქეობასა და ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშს სთავაზობდნენ.

- საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უკვე გითამაშიათ. ამდენად, საინტერესოა, უკრაინელებმა პასპორტის შეცვლა ეროვნულ ნაკრებში აყვანის იმედად ხომ არ შემოგთავაზეს?

- ამაზე პირადად ჩემთან არც ერთ ოფიციალურ პირს არ ულაპარაკია, მაგრამ ასეთი შემოთავაზება მინიშნებით კი გააკეთეს. ალბათ, ახალგაზრდულზე ან ეროვნულზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ეს თემა არც განხილულა და მე მოქალაქეობის შეცვლაზე წამითაც არ მიფიქრია. ამიტომ ვინც ამაზე სიტყვა ჩამომიგდო, ეგრევე უარი ვუთხარი. ქართველი ვარ და მსურს, წარმატებებს ჩემი ქვეყნის ნაკრებთან ერთად მივაღწიო.

- ხუთი თვეა, რაც უკრაინაში გადახვედით. მას შემდეგ თქვენთვის რა შეიცვალა?

- გაცილებით მაღალ დონეზე ვვარჯიშობ და ვემზადები, პროფესიონალების გვერდით ყოფნა მიწევს და ბევრს ვსწავლობ, ფიზიკურად და ყველანაირად ვუმატებ... რა თქმა უნდა, გამოცდილებაც ბევრს ნიშნავს. უკრაინაში უფრო საფეხბურთო გარემოა, იზრდები და თავს ფეხბურთელად გრძნობ.

- უკრაინიდან შესარჩევი ციკლის თამაშებზე კარგი განწყობით ჩამოხვედით...

- სასიამოვნოა, რომ გუნდთან ადაპტაციაში ხელს მიწყობენ, მწვრთნელები და თანაგუნდელები მენდობიან და მეც შესაბამისი განწყობა მაქვს.

- რამდენიმე დღეში 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ეწყება. ჩვენი გუნდის შანსებსა და მოთამაშეთა შესაძლებლობებზე რა აზრის ხართ?

- ბევრს ვიცნობ, ზოგიერთს - არა. მაგრამ საერთოდ, საქართველოს რომ ძალიან კარგი ბიჭები ჰყავს და ჩვენს ნაკრებს მართლაც ბევრი შეუძლია, ამაზე ორი აზრი არ არის.

- თქვენი აზრით, რომელი ნაკრებია ჩვენს ჯგუფში ფავორიტი და აუტსაიდერი?

- მოწინააღმდეგე გუნდების თამაშები არ მინახავს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ იოლი თამაშები არ გვექნება. საერთოდ, ბოლო წლებში ავსტრიელებს დიდი პროგრესი აქვთ და მთავარ კონკურენტებად ისინი მიმაჩნია. მაგრამ უელსისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ და, ალბათ, პატარა ასაკში ძლიერი ბიჭები ეყოლებათ.

წესით, სუსტი არც ერთი უნდა იყოს, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ პირველ ადგილზე გავალთ. იმიტომ, რომ შინ ვთამაშობთ და ეს ჩვენი უპირატესობაა. იმედი მაქვს, მაყურებელი მოვა, მხურვალედ გვიქომაგებს და ჩვენც კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ.

ხალხის თანადგომა მაინც ბევრს ნიშნავს, ხოლო ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 9 ქულა მოვიპოვოთ და პირველ ადგილზე გავიდეთ. სხვაზე არაფერზე ვფიქრობ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

georgiano
17-18 წლის ასაკში ბევრი ნიჭიერი ქართველი გვინახავს, მაგრამ არაბიძისნაირი ტალანტი მე არ მახსოვს. წარმატებები გიო!
emre
აცადეთ კაცს საკუთარ თავზე მუშაობა! ძალიან კარგია, როცა ესმის, რომ ჯერ არაფრისთვის მიუღწევია. ასეღ დროს, ჟურნალისტებისგანაც არ შეიძლება ამდენი ყურადღება, ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელი გვინახავს 17-18 წლის უნიჭიერესი, მაგრამ შრომის გარეშე არაფერი არ გამოვა.
დათო
გიო ყველაზე კარგად შენ იცი როგორ მოიქცე, ნიჭით უფალმა დაგაჯილდოვა და ეხლა შენ იცი, როგორ გამოიყენებ ამ საჩუქარს. მთავარია ბევრი შრომა და მოთმინება და ყველაფერს მიაღწევ!!!!! შენ ამას შეძლებ, დარწმუნებული ვარ!!!!!
ტყეშელაანთ გიჟი
იმედია გიო მასე გააგრძელებს სვლას, გიოს,ვაკოს,ლუკასის და მათ ნაირ ახალგაზრდების იმედზე ვართ. ვერც გიგგზმა ითამაშა ევროპაზე და მსოფლიოზე, მაგრამ ბეილმა და უელსის ახალ ტალანტებმა შეძლეს გასვლა. იმედია ჩვენც გამოგვივა ფეხბურთის დონის და ნაკრების თამაშის გაუმჯობესება. მემგონი ამისთვის ყველა პირობა გვაქვს. ახალგაზრდა ტალანტებიც გამოჩნდნენ, ჭკვიანი მწვრთნელებიც, წესიერი გუნდი დაუდგა ფედერაციას სათავეშიც. დარცა მხოლოდ სპონსორების და სახელმწიფოს მხარდაჭერა და ინფრასტრუკტურით ხელშეწყობა. მჯერა რომ ქართველი გულშემატკივარი ისევ დაბრუნდება სტადიონზე.
qarTveli
კარგი მომავალი აქვს ამ ბიჭს თუ ბევრს იშრომებს, ნიჭი აქვს დანარჩენი თავის თავზეა დამოკიდებული.. წარმატებები გიორგის.
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს