პრემიერლიგაში თამაში ედიკ საჯაიას და გიორგი ნავალოვსკის არ ეღირსათ
როგორც მოსალოდნელი იყო, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ყველა ჩვენებური არ დაიტოვეს. პრემიერლიგაში თამაში არ ეღირსათ ედიკ საჯაიას და გიორგი ნავალოვსკის. 2009 წელს მახაჩყალის ''ანჟის" პრემიერლიგაში გადასვლაში ორივემ თავისი წვლილი შეიტანა, მაგრამ კლუბი სეზონის დაწყებამდე დატოვეს.

''ვოლგაში" იგივე განმეორდა, ნიჟნინოვგოროდელებიც პრემიერლიგაში მათი დახმარებითაც აღზევდნენ, მაგრამ საჯაიას და ნავალოვსკის კვლავ ახალი კლუბების ძებნა უწევთ.

ორიოდე დღის წინ ვწერდით, რომ, შესაძლოა, მათე ვაწაძე მახაჩყალის ''ანჟიში" იჯარით გაუშვან. თუმცა ვითარება შეიცვალა და, ალბათ, ვაწაძე ნიჟნი ნოვგოროდში დარჩება. თეთრაძე არც ზამთრის შესვენებაზე დამატებულ გრიგალავას, გოგუას, სალუქვაძესა და ხოჯავას შეელევა.

მათე ვაწაძეს ვითარებაში გასარკვევად დავუკავშირდით:

- არა მგონია, რომ წამოსვლა მომიხდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის კლუბში არაფერი უთქვამთ და ვრჩები.

- ბოლო ორი შეხვედრა რატომ გამოტოვე?

- გუნდში 40-მდე ფეხბურთელია და ომარი თავის გამოჩენის შანსს გასასინჯ ფეხბურთელებს აძლევდა. მე კი კონტრაქტი უკვე მაქვს და ერთი დღით დამასვენა. იცის, რომ გასულ წელს საკმაოდ დიდხანს ვმკურნალობდი და მეტისმეტ დატვირთვებს მარიდებს. ახლა დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ და ამას დამატებული თამაში სარისკო იყო. ისედაც მცირე ტრავმა მაწუხებდა, მაგრამ საშიში არაფერია. ნაკრებში აუცილებლად ვიქნები.

- ''ვოლგასთან" კონტრაქტის გაფორმება კარგია, მაგრამ რუსეთში სამუშაო ვიზა თუ მოგცეს?

- ახლა სწორედ ამ საკითხს ვაგვარებ, გუნდს კი მეორე შეკრებაზე გავყვები.

დღემდე გაურკვეველია მარცვალაძის საკითხი. ოთარს ''ვოლგაში" თამაში სურს, თეთრაძეს კი მისი დატოვება, მაგრამ საქმეში მახაჩყალის ''ანჟის" ჩარევამ ყველაფერი არია.

ოთარი ნიჟნი ნოვგოროდში იჯარით თამაშობს, მისი კონტრაქტი კი ''ანჟის" ეკუთვნის. დაღესტნელებმა მარცვალაძე 2010 წლის დასაწყისში გაუშვეს, მაგრამ ''ვოლგაში" ჩატარებული მშვენიერი სეზონის შემდეგ მიხვდნენ, რომ ხელიდან გასაშვები ფეხბურთელი არ იყო და პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირის დაბრუნება მოისურვეს. ოთარი ''ვოლგაში" მხოლოდ იმ შემთხვვაში დარჩება, თუ ნიჟნინოვგოროდელები მის კონტრაქტს გამოისყიდიან. მას თეთრაძესთან დარჩენის იმედი ჯერ კიდევ აქვს.

კომენტარისთვის ოთარ მარცვალაძესაც დავუკავშირდით.

- შევიტყვეთ, რომ ''ანჟის" შენი დაბრუნება სურს.

- მაგათ კი სურთ, მაგრამ ჯერ არაფერია გარკვეული.

- ''ვოლგას" შეკრებაზე გაჰყევი და აქამდე რა ვერ გაირკვა?

- ზუსტი პასუხი მეორე შეკრებამდე მეცოდინება.

- გუნდები იჯარის თანხაზე ვერ თანხმდებიან?

- იჯარაზე აღარც არის ლაპარაკი. ''ანჟისთან" კონტრაქტი 2011 წლის ბოლომდე მაქვს. ნიჟნი ნოვგოროდში იჯარით წავედი, რომელიც დეკემბერში დამთავრდა. ახლა ''ვოლგაში" მხოლოდ იმ შემთხვევაში დავრჩები, თუ ნიჟნინოვგოროდელები ჩემს ტრანსფერს გამოისყიდიან.

- ''ვოლგა" გამოსასყიდად მზად არის?

- რა თქმა უნდა. ჩემი დატოვება კლუბის პრეზიდენტ გოიხმანსა და მთავარ მწვრთნელ თეთრაძეს ძალიან სურთ და იმედია, ასეც მოხდება

- ''ანჟიში" დაბრუნება აშკარად არ გსურს.

- რატომ მენდომება, როდესაც ''ვოლგა" ის კლუბია, სადაც საკმაოდ კარგი სეზონი ჩავატარე, მუშაობს მწვრთნელი, რომელიც მენდობა და მათამაშებს, საკმაოდ ბევრი ჩვენებური თამაშობს და თავს კარგად ვგრძნობ. სატრანსფერო უფლება დაღესტნელებს კი ეკუთვნით, მაგრამ ჩემი სურვილიც ხომ გასათვალისწინებელია - მე ''ვოლგაში" თამაში მსურს და არა ''ანჟიში". ახლა ყველაფერი კლუბების პრეზიდენტების შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

''ვოლგადან" წამოსული ქართველების ახალ კლუბებზე სხვადასხვა ინფორმაციაა. ისიც კი ითქვა, თითქოს ნავალოვსკის, აგრეთვე ''ანჟიდან" წამოსული ზურაბ არზიანის მიწვევა თბილისის ''დინამოს" სურდა. ეს ხმები იმიტომ აგორდა, რომ ანთალიაში შეკრებაზე მყოფი ''დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა ოთხშაბათს ''ვოლგასა" და ''სიბირის" შეხვედრას დაესწრო. თუმცა მცირე ტრავმის გამო ნავალოვსკი მოედანზე არ გასულა. მან ''დინამოს" შეთავაზება უარყო:

- ნიჟნი ნოვგოროდიდან მართლაც წამოვედი, მაგრამ თბილისის ''დინამოში" დაბრუნება გამორიცხულია, ამაზე არც გვილაპარაკია. არც საჯაია წავა, რადგან ის უკვე ისრაელშია და, ალბათ, ჰაიფას ''მაქაბში" ჩაირიცხება. ჩვენს შეხვედრას ''მაქაბის" სელექციონერი დაესწრო და საჯაია ძალიან მოეწონა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისია და, ბუნებრივია, ჯერ ფორმაში არავინ არის. ალბათ, საჯაია ერთ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს და აიყვანენ.

- ''მაქაბიში" შენ არ გიწვევენ?

- საჯაიასთან, ალბათ, ზურა არზიანი ითამაშებს, რომელიც ''ანჟიდან" წამოვიდა. მე ჯერ არ ვიცი, სად გადავალ. გამორიცხული არ არის, ისევ რუსეთში ვითამაშო, ოღონდ სხვა კლუბში.

და ვინ არის ''ვოლგას" ის ფეხბურთელი, რომლითაც თბილისის ''დინამო" დაინტერესდა? ნიჟნინოვგოროდელებთან დაახლოებულმა პირმა გვითხრა, რომ ლაპარაკია არა ქართველზე, არამედ ნიჟნი ნოვგოროდის ''ვოლგას" სერბ თავდამსხმელ პეტარ ელიჩ ივიჩზე.

''ვოლგას" ოფიციალურ ვებგვერდზე ფეხბურთელის მცირე დოსიე ვნახეთ: პეტარ ელიჩი დაიბადა 1986 წლის 18 ოქტომბერს. ბოსნია-ჰერცოგოვინას საფეხბურთო კლუბ ''მოდრიჩის" გაზრდილია.

სიმაღლე - 187 სმ.

წონა - 75 კგ.

კლუბები თ. გ.

2003/2006 ''მოდრიჩი" (ბოსნია) 79 29

2006/2007 ''კარლ ცაისი-2" (იენა) 12 3

''კარლ ცაისი" 3 ბუნდესლიგა 1 -

2007/2010 ''ბელგრადი" (სერბეთი) 38 6

2010 - ''ვოლგა" 13 3

ბოსნიის ნაკრებში ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული. პეტარ ელიჩი ''ვოლგაში" 10-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. გვითხრეს, რომ საკმაოდ კარგი თავდამსხმელია, მაგრამ ''ვოლგაში" ახლა 40-მდე ფეხბურთელი ვარჯიშობს და სხვებთან ერთად თეთრაძემ მისი გაშვებაც გადაწყვიტა. თუმცა სხვა საქმეა, თავად ფეხბურთელი დაინტერესდება თუ არა საქართველოში თამაშით.

და ბოლოს: ''ვოლგას" მთავარი მწვრთნელი თეთრაძე და პრეზიდენტი ალექსეი გოიხმანი ახალწვეულებით კმაყოფილები არიან.

"ყველა ახალწვეულმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, ახალგაზრდა, ნიჭიერ თავდამსხმელ ვაწაძეს საქართველოს ნაკრებში სისტემატურად იწვევენ და 6 თებერვალს მორიგ შეკრებაზე გაემგზავრება. რუსული პასპორტის მქონე ქართველ გრიგალავას სათამაშო პრაქტიკა აკლდა, ჩვენ მას ამის საშუალებას მივცემთ. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გოგიტა გოგუა კვალიფიციური მოთამაშეა, ისევე, როგორც სალუქვაძე", - ამბობს თეთრაძე.

"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს