ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფეხბურთელი მამა-შვილები

ფეხბურთელი მამა-შვილები

საქართველოს ნაკრების მაისურით მეტოქეთა კარში გოლები გია გურულსა და მის ვაჟს, სანდროს აქვთ გატანილი
2010 წლის 17 ნოემბერს თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ გაგვახარა: ამ ბოლო დროს აღმავლობის გზაზე მდგარი სლოვენიის ნაკრები სტუმრად დაამარცხა!

ის გამარჯვება რამდენიმე ფაქტორითაც იყო განსაკუთრებული: ჯერ ერთი, ჩვენი ნაკრები ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობდა და ასეთი ძლიერი მეტოქის ძლევა "ჩვეულებრივ ამბად" ნამდვილად ვერ აღიქმებოდა; ამას გარდა, ყველას გაგვიხარდა, რომ ჩვენმა უპირველესმა გუნდმა თამაშის "შემობრუნება" შეძლო - წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ შეხვედრის მეორე ნახევარში მეტოქის კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანა და მატჩი თავის სასარგებლოდ დაამთავრა; დაბოლოს, ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა თავის 21-წლიან ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელიც დააფიქსირა: პირველად მოხდა, როცა წელიწადი წაუგებლად დავასრულეთ!

აქვე, არც ის ფაქტი დაგვავიწყდეს, რომ შარშან ევროპაში მხოლოდ და მხოლოდ ორი გუნდი იყო, წლის განმავლობაში არც ერთი მატჩი რომ არ წაუგია: ხორვატიისა და საქართველოს ნაკრებები.

2010 წლის 17 ნოემბრის იმ მატჩში სხვა განსაკუთრებული მოვლენაც მოხდა: ნამდვილად არა ვართ განებივრებული ისეთი ფაქტებით, როცა ესა თუ ის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში თავის პირველსავე შეხვედრაში გოლს გაიტანს; სწორედ ასეთი შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა ლვოვის "კარპატში" მოასპარეზე სანდრო გურულს, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა და ოციოდ წუთში ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

რა თქმა უნდა, ასეთ წარმატებულ დებიუტს ბევრი ფეხბურთელი ინატრებდა; მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ ერთ გამორჩეულ ფაქტზე გვინდა ყურადღების გამახვილება: საქართველოს ნაკრების მაისურით მეტოქეთა კარში გოლები უკვე მამა-შვილს აქვს გატანილი!

1990 წლის 27 მაისს, საქართველოს ნაკრებმა თავის პირველ შეხვედრაში ლიტველებთან ფრედ (2:2) რომ ითამაშა, ერთ-ერთი გოლის ავტორი გია გურული გახლდათ; და აი, 20 წლის შემდეგ თავი უკვე მისმა ვაჟმა, სანდრომ გამოიჩინა და საქართველოს ნაკრების ისტორიაში დღესდღეობით ერთადერთი შემთხვევაა, საოჯახო დინასტიის წარმომადგენლები მეტოქეთა კარში გატანილი გოლებით თავს რომ მოიწონებენ.

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც ღირშესანიშნავი ფაქტია და იმედი დავიტოვოთ, როს ეს ტენდენცია უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება. საერთოდ კი, 2010 წლის 17 ნოემბრის იმ მატჩში, ვიდრე მოედანზე სანდრო გურული გამოჩნდებოდა, საოჯახო დინასტიებში "ერთპიროვნული ლიდერი" სხვა გვარის წარმომადგენლები იყვნენ; უფრო ზუსტად, შარშანდლამდე მხოლოდ ერთი ოჯახის წარმომადგელებს ჰქონდათ საქართველოს ნაკრებში ნათამაშები: ზემოთ ნახსენები 1990 წლის 27 მაისის იმ შეხვედრაში ოთარ კორღალიძემ მოედანზე 90 წუთი ჩაატარა, 2004 წლის 18 თებერვალს კი, კვიპროსზე მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მატჩში შეცვლაზე შემოვიდა ლევან კორღალიძე (იმ დროისათვის ლატვიური "სკონტოს" მოთამაშე).

მოკლედ, საქართველოს ნაკრების 21-წლიან ისტორიაში გურულისა და კორღალიძის გარდა, მამა-შვილს არავის უასპარეზია; თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უახლოეს ორ-სამ წელიწადში მსგავსი პრეცედენტი შესაძლოა კვლავ განმეორდეს. საერთოდაც, საოჯახო დინასტიების თემა ფეხბურთში მუდამ აქტუალური იყო და ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი; რამდენიც გნებავთ, იმდენი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, როცა სხვადასხვა თაობის ქართველი ფეხბურთელების (მიხეილ მესხი, ლევან ჟორდანია, ავთანდილ ღოღობერიძე, მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, ნოდარ ხიზანიშვილი, დავით მუჯირი, ვახტანგ ქორიძე, ვიტალი დარასელია, რევაზ ჩელებაძე, კარლო მჭედლიძე, მერაბ მეგრელაძე, ასლან ბალაძე, გოჩა ჯოხაძე, კახა ცხადაძე, მალხაზ მახარაძე, გელა კეტაშვილი, მალხაზ არზიანი, თეიმურაზ ჩხაიძე) შვილებმა საოჯახო ტრადიცია გააგრძელეს; ოღონდ, შვილებისა და მამების საფეხბურთო კარიერა, უმეტეს შემთხვევაში, სხვადასხვაგვარად წარიმართა.

ისე, ქართულ ფეხბურთში რამდენიმე ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა მამა-შვილს ერთდროულად უთამაშია! ამ "ნომინაციაშიც" ერთ-ერთი ლიდერი მამა-შვილი კორღალიძეები არიან: ჯერ ლანჩხუთის "გურიაში", მერე კი ტალინის "ფლორაში" მხარდამხარ რამდენიმე მატჩი რომ ჩაუტარებიათ; აღარაფერს ვამბობთ მეგრელაძეებზე: მამასაც (მერაბს) და შვილსაც (გიორგისაც) ერთადაც უთამაშიათ და იმ კონკრეტულ შეხვედრაში მეტოქეთა კარში გადამწყვეტი გოლებიც გაუტანიათ! აი, ამაზე იტყოდნენ, ალბათ, საოჯახო გამარჯვება იყოო.

12 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი განახლდება და ახლო თუ შორეულ წარსულში ცნობილი ფეხბურთელების შვილები კვლავაც შეეცდებიან საოჯახო დინასტიების გაგრძელებას: გიორგი ჩივაძე, ვაჟა ნემსაძე, მიხეილ ჯიშკარიანი-უმცროსი; პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერ "გაგრას" წამყვანი ფეხბურთელია ნიკა ჯიშკარიანი (მამის, გია ჯიშკარიანის მსგავსად, მარცხენა ფლანგზე რომ თამაშობს).

ამას გარდა, დიდი ალბათობით კიდევ ერთი საოჯახო დინასტიის წარმომადგენლის დებიუტსაც უნდა ველოდოთ: ცხინვალის "სპარტაკთან" ერთად შეკრებაზე იმყოფება და ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ გუნდში ჩაირიცხება 17 წლის შემტევი ვალერი კილასონია. აი, ვინ არის მართლაც საფეხბურთო ოჯახიდან: მამაც და ბიძაც, გიორგი და ვარლამ კილასონიები წლების განმავლობაში რუსთავის "გორდას" (და არა მხოლოდ ამ გუნდის) უპირობო ლიდერებად მიიჩნეოდნენ. კილასონია-უმცროსი რამდენიმე წელიწადი ოჯახთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობდა და სალონიკის ერთ-ერთ საფეხბურთო სკოლის წამატებულ აღსაზრდელადაც მიიჩნეოდა; მშობლიურ რუსთავში შარშან დაბრუნდა, მაგრამ ამ ქალაქში ხომ ადგილობრივი, პერსპექტიული ბიჭების მიმართ მუდამ "უცნაური" დამოკიდებულებაა. სამაგიეროდ, სხვა გუნდში "არ ეშლებათ" ნიჭიერი ბიჭების შეფასება: უმცროსი კილასონიას გარდა, ცხინვალის "სპარტაკში" კიდევ ორი პერსპექტიული რუსთაველი ჭაბუკი თამაშობს, გიორგი ნარიმანიძე და კახაბერ კაკაშვილი.

დაბოლოს, საოჯახო დინასტიების გამგრძელებელ ორ პოტენციურ ჭაბუკზეც; კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრების წევრები არიან თბილისის "დინამოს" ყოფილი ფორვარდების, კახა კაჭარავასა და მამუკა ფანცულაიას ვაჟები - ნიკა კაჭარავა და გიორგი ფანცულაია.

ტრადიცია გრძელდება...

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა

სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება

გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა

20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება

რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?

ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა

"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება

ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?

[VIDEO] ასეთი დაცვით მამარდაშვილი ვერაფერს გახდებოდა - "ლივერპული" სტუმრად "ასტონ ვილასთან" დამარცხდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "როდეზს" მოუგო და ლიგა 1-სკენ ნაბიჯი გადადგა

ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი

"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს

ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს

"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს

ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან

ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური

"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა