"გენკის" ქართველი ლეგიონერი თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა
voetbalnieuws.be აქვეყნებს ბელგიური "გენკის" ქართველი ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ჩვენებური "გენკში" შექმნილი ვითარებით უკმაყოფილოა.

"სადაც არ უნდა ვიყო, ყველა - ფანები ქუჩაში, ოჯახის წევრები, ჩემი აგენტი, მეგობრები საქართველოში - ერთსა და იმავე კითხვას მისვამს. ყველა მეკითხება, რატომ არ ვთამაშობ.

ასე დაუსრულებლად გაგრძელება არ შეიძლება, ეს ჩემი კარიერისთვის დამღუპველი იქნება. "გენკიდან" წასვლა არ მინდა, მაგრამ თუ არ ვითამაშებ, წასვლა მომიწევს.

ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, "გენკის" ფეხბურთელი ვარ თუ "ბარსელონასი", თუ არ მათამაშებენ, მე კმაყოფილი ვერ ვიქნები".

თორნიკე ოქრიაშვილმა ბოლო ტურში "ბრიუგესთან" 0:1 წაგებულ თამაშში სულ 5 წუთით ითამაშა. ამ სეზონში მან "გენკის" მაისურა 9-ჯერ მოირგო და მხოლოდ 3-ჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში. მის ანგარიშზე სულ 308 სათამაშო წუთია. ოქრიაშვილს გოლი არ გაუტანია.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი მეორე სეზონს ატარებს "გენკში". გასულ სეზონში მის ანგარიშზე 23 თამაში, 2 გოლი და რამდენიმე სკანდალი იყო.

თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული ესტონეთისა და ალბანეთის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩებისთვის სათამაშოდ, მაგრამ ის ტალინში არ ჩასულა.

სანაკრებო შტაბში ოქრიაშვილის ჩამოუსვლელობის მიზეზად ოჯახურ პრობლემებს ასახელებენ.

რა მიზეზები....გადავირიე.............გამოგიძახეს....ჩადი რა...............აააა...
aleqsi
ცოლი მშობიარობის შემდეგ ვირუსით სავდმყოფოში ყავს ყურადგების მიქცევა ხო უნდა
irakli apkhaidze
ოქრიაშვილი გუშინ კვირკველიასტან ერთად ძალიან აკლდა ნაკრებს, ამათი ყოფნა სულ სხვა თამაშს და შედეგს დააფიქსირებდა, მაგრამ ფაქტია გამოიძახეს და არ ჩამოვიდა!.. რა ქნას მწვრთნელმა?.. რო გააგდოს გადააყოლებენ მაგაზე კაი ვინ გყავდაო (და მართალიც იქნებიან) არ გააგდოს და რას აბლატავებო?... მოკლედ თავი უნდა აიყვანოს ხელში თუ რამე უნდა თორე ეგრე იმდენი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოგვიგლოვებია და მოგვინელებია ჩვენ ნერვებთან ერთად და არაფერი აღარ გაგვიკვირდება
me
კაი რას პროფესორობთ გუშინ ნახეთ ესტონეთმა მაგ უმაქნისის გარეშე რა გვიქნა?ბურთის ამომტანი არ გვყავს სხვა და ამას კიდე აქედან პრესში ვამყოფებთ. ვერ ვიტანთ ვინმე თუ ნიჭიერია არ ვადარებ მარა მესხი 29 წლის გავუშვით ფეხბურთიდან ეგ ხალხი ვართ ჩვენ. რომელი ხართ 23 წლის და რომელი არ დადიხართ ღამის კლუბში ან რომელს არ გინდათ გულაობა დაწერეთ
Mtieli
ეს კაცი, ერთი ტაიმის კაცია. ორ ტაიმს ვერ თამაშობს. მეტი ვარჯიშია საჭირო მაგრამ ეზარება ალბათ
NMN789
უნახავმა რა ნახაო
არჩილ ხოფერია
მოედნის გარეთ რას აკეთებს ეს ახლგაზრდა არ ვიცი, მაგრამ მოედანზე აშკარად ტალანტია. ერთი წელი სადმე ძლიერ გუნდში თუ ითამაშებს კარგი მწვრთნელის მეთვალყურეობით მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება!
სიმართლე
კარგ ფეხბურთელობას დიდი შრომა სჭირდება და არა მარიაჟობა.დღევანდელი ქართველი ფეხბურთელობის უმრავლესობა პატარას მიაღწევენ და ისეთი გონორით არიან გეგონება მესხები, მეტრეველები და ყიფიანები არიან.ქინქლაძეც მაგან გააფუჭა.მთელი საქართველო ველოდებით როდის გამოჩნდება ექსტრა კლასის ფეხბურთელი და თუ შენიშვნა თქვი მტრად გამოჰყავხართ.
giorgi
ნუ ხარ ვახო ამის მამიდა კაცურად.......არაპროფესიონალი და ზარმაცი.არ დადგება ამისგან ფეხბურთელი კარგი.ა ბიძიკო გავა რამდენიმე წელი და ნახავთ.
გახო
თქვენი გამკვირვებია ხალხო ისე ეუბნებით ამ ბიჭს "ბინძური ენის" პატრონი ხარო ესა ხარო ისა ხარო..... თქვენ რა ვინა ხართ? ანგელოზები? ყველა დამიანს აქვს პრობლემა შენ რაიმე შეურაწყოფა მოგაყენა? რამე დაგიშავაა? მიდ ადექი და პირში ლანძღეთ...
ქართველი
შეჭამეს ეს ბიჭი. ამ კაცს გვერდში დგომა უფრო ჭირდება ვიდრე ლანძღვა. ვცადოთ, გვერდში დავუდგეთ, შევაქოთ და მერე ვნახოთ იქნებ უკეთ მოიქცეს. სულ ლანძღავენ და ვეღარ გაიგო რა უნდა ქნას. მიდი ძმაო, შეუბერე, ივარჯიშე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. შენზე ცუდს რომ წერენ მე ირლანდიასთან გატანილი გოლი მახსენდება და კაი ხასიათზე ვდგები
bacho
მოკლედ ვერ ჩამოყალიბდა პროფესიონალად. რა ოჯახური პირობები... სულ ოჯახური პირობები როგორ უშლის ხელს. სულ სკანდალები, ხან გუნდში არ ბრუნდება, ხან რესტორნებში გრიალებს, ხან მანქანით. თუ არ გინდა თამაში თქვი, და დაგანებებენ თავს. მე მგონი მაგას აღარაფერი ეშველება. ცხადაძის ადგილას აღარც გამოვიძახებდი
ქომაგი
ეს არის ... ფეხბურთელი, სულ პრობლემები როგორ შეიძლება ქონდეს ამას ტო.. გეძახიან ნაკრებში ჩამოდი რა, ცხადაძის ადგილას ვიყო ამას ნაკრებს არგავაკარებდი სანამ ჭკუას არისწავლის, გაუვიდა ერთხელ ორჯერ და მესამეჯერ ....., უარესის ღირსები ხართ. ეს ნაკრებია ქვეყნის და არა ნინიას ბაღი. ამ ოქრიაშვილს ვბალეშიკობ ნიჭიერი ბიჭია მაგრამ რათგინდა გადარია სელფებმა და ორმა კაპიკმა, გაცდა ვარკეთილს და ჭკუაზე არარის.. ასე შორს ვერგაფრინდება !
ako
ჩემის აზრით ოქრის გვერძე დგომა ჭირდება. ისე სადღაც მართალია. არა მგონია ასეთი დონის ფეხბურთელი ბევრი ყავდეს მის გუნდს. მე მაინც მოთმინებისაკენ მოუწოდებ. ასე აჯობებს. ხომ გაგიგიათ, "მოთმინებითა შენითა, მოიპოვე სული შენი"-ო
MaXata
Aდამიანი უდიდესი პოტენციალით. მაგრამ რად გინდა
mimino
მეტი პროფესიონალიზმი მეტი და ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთმა ნიჭი მოგცა და მაგის არგამოყენება დამყუპველია
Levan
რას ნიშნავს არ გამოცხადდა. შენ ძმაო შენ თავს თუ არ სცემ პატივს, ჩვენ მაინც გვეცი. თუ არ გინდა თამაში, გვითხარი. არადა კარგი ფეხბურთელი გამოვიდოდა შენგან, მაგრამ როგორც სჩანს შენთვის ფეხბურთი მეორეხარისხოვანია და პროფესიონალად ვერ ყალიბდები.ეს გეტყობა მაგრად და სურვილიც არ სჩანს შენში. ხოდა არ გეწყინოს გულშემატკივრებიდან არაფერი, რადგანაც შენც არ ექცევი მათ კა
levan
ფსიქოლოგიური მდგრადობა სჭირდება ამ ბიჭს და ყველაფერი კარგად აეწყობა
qomagi.
ოქრიაშვილი თბილისის დინამოში და ლიგაზე...
vova
ეს ის ბინძური ენის პატრონი არ არის?! ამას ვინ ათამაშებს??!
mimino
მეტი პროფესიონალიზმი ოქრიკ მეტი და ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთმა მოგცა ნიჭი და არგამოყენება დანაშაული
svani_7
არ იკადრა ესტონეთთან და ალბანეთთან თამაში დაეზარა ბიჭს )) უფრო ნორმალურად აგვიხსნას ოჯახური პრობლემების გამო ამ მიზეზს სკოლაში ვამბობდი
ketilis msurveli
ცუდი ფეხბურთელი ნამდვილად არა ხარ ბიძია მაგრამ თუ სერიოზულად მოეკიდე საქმეს ყველაფერი საუკეთესო წინ გაქვს. ერთი რაღაცა კი გახსოვდეს, დისციპლინა თუ არ გამოასწორე და არ დაღვინდი, კაპიკი იქნება შენი ფასი და ვიღაც თორნიკე ოქრიაშვილად-არშემდგარ ფეხბურთელად დარჩები. ბევრი ასეთი ფეხბერთელი ახსოვს ისტორიას თავისი ხუშტურების გამო ფეხბურთელებად რომ ვერ ჩამოყალიბდნენ და კარიერაც უნიტაზში ჩაირეცხეს!!!
გულშემატკივარი
ოქრიკ, ძალიან გვიყვარხარ, გვინდა ხშირად ითამაშო, მაგრამ შენც უნდა შეუწყო ხელი საკუთარ თავს. პატარა ბიჭი აღარ ხარ, თავი ხელში აიყვანე და დაუმტკიცე იმათ, ვინც არ გათამაშებს, რომ შენი ჩამოწერა შეცდომა იყო. სანამ შენ ამას არ დაამტკიცებ არავინ მოგცემს უფრო მეტ დროს. თუნდაც იმ 5 წუთში აჩვენე კლასი, ხვალ შეიძლება 10 წუთი მოგცენ და ა.შ. არ გაიბუტო, რადგან გაბუტვით საქმეს ვერ უშველი, ამ 5 წუთში თუ არაფერს გააკეთებ მხოლოდ იმიტომ რომ გაბუტული ხარ, მაშინ ხვალ 3 წუთს მოგცემენ, მეტს არა, საბოლოოდ სათადარიგოზე იმიტომ დაგსვამენ, რომ მხოლოდ ვიღაც შეცვალო და დრო გაიყვანოს მწვრთნელმა, ბოლოს კი სათვალავში რომ იყო იმიტომ იქნები გუნდში. ამიტომ იბრძოლე ძმაო, სხვანაირად არ გამოვა. თან შენ რბილად რომ ვთქვათ "სახელი შეგერყა" იმის მერე რაც გუნდს "დაადე" და თბილისში დატყდი, ეს დაუფიქრებლად გააკეთე, მაგრამ ამან შენს იმიჯს დაარტყა, თან სერიოზულად. ახლა სადმე გადასვლა კი შეგიძლია, მაგრამ ცოტა გაგიძნელდება. იბრძოლე და მიაწექი
koba
ეე ამან დაიწყო ისევ,,,!
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ლივერპული" გადარჩა, "ზალცბურგი" ჩარჩა, "ნაპოლი" მეორეზე დარჩა [VIDEO]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
კარლო ანჩელოტი: არ გადავდგები, თუმცა...
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
"ატალანტა" მზადაა "გენკის" მცველი 10 მილიონად შეიძინოს
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
"საჩუქარი" კარლო ანჩელოტის პლეი-ოფში გასვლისთვის - გადააყენეს!