სერენა უილიამსი პირველი ჩოგანია
ამ კვირას ცნობილი გახდა WTA-ის საბოლოო რეიტინგი 2015 წლის სეზონის მიხედვით. გასულ კვირას გამართულმა "ელიტ ტროფიმ" კლასიფიკაციას საბოლოო სახე მისცა - ტიმეა ბაშჩინსკი გავარდა ათეულიდან და წელი მე-12 პოზიციაზე დაასრულა, ხოლო ზემოთ ავიდა ვინუს უილიამსი, რომელმაც მეშვიდე პოზიციაზე დაამთავრა სეზონი.

პირველ ადგილზე არაფერი იცვლება აგერ უკვე 143 კვირაა. სერენა უილიამსი კვლავაც მწვერვალზეა, თანაც უდიდესი უპირატესობით. ამერიკელმა თავის თავს იმის უფლებაც კი მისცა, რომ აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, ვადაზე ადრე დაესრულებინა სეზონი. სერენას შესანიშნავი შანსი აქვს - გაასწროს მარტინა ნავრატილოვას რეიტინგის პირველ საფეხურზე ზედიზედ გატარებული კვირების რაოდენობით.

ამ მომენტისთვის, უილიამსი 143 კვირაა ლიდერობს, ნავრატილოვას კი 156 კვირა ჰქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ სერენა სიმონა ჰალეპს 3885 ქულით უსწრებს, მისი პირველი ადგილიდან ჩამოგდება უახლოესი სამი თვის განმავლობაში ძალიან რთული იქნება. აღვნიშნავთ, რომ სერენა გახდა მესამე ჩოგბურთელი, რომელმაც ზედიზედ ორი წელი მთელი სეზონის განმავლობაში შეინარჩუნა პირველობა. ნავრატილოვამ ეს 1983 და 1984 წელს გააკეთა, შტეფი გრაფმა - 1988, 1989 და 1990 წლებში.

რაც შეეხება ჰალეპს, მან წინ გადადგა ნაბიჯი შარშანდელ წელთან შედარებით. 2014 წელს, ის მესამე მივიდა ფინიშთან, ახლა კი მეორე ნომერია. "დიდი სლემის" ტურნირებზე საკმაოდ მოკრძალებულად გამოვიდა - რთულია გახდე მეორე ჩოგანი, როცა ორ "სლემზე" მესამე რაუნდამდე წააგებ. სამაგიეროდ, სიმონა სხვა ტურნირებზე აგროვებდა ქულებს და მეოთხე ადგილზე ქვემოთ არ ჩამოსულა.

დიდი პროგრესი ჰქონდა გარბინ მუგურუსას - შარშანდელი 21-ე ადგილიდან მესამემდე ავიდე. საერთო ჯამში, ესპანელმა თანაბარი სეზონი ჩაატარა. მას მხოლოდ ამერიკული სერია არ გამოუვიდა - ერთი გამარჯვება სამ ტურნირზე, აშშ-ის ღიას ჩათვლით. შემდეგ იყო ბრწყინვალე მონაკვეთი აზიაში და სამი მოგება ჯგუფში წლის შემაჯამებელ ტურნირზე.

ერთადერთი ჩოგბურთელი ტოპ-ხუთეულში, ვინც შარშანდელ წელთან შედარებით ქვემოთ დაეშვა, მარია შარაპოვაა. სეზონის მეორე ნახევარში მარია თითქმის არ თამაშობდა, პირველ ნახევარში კი ორი ტიტული მოიპოვა, აგრეთვე ავსტრალიის ღიას ფინალამდე და უიმბლდონის ნახევარფინალამდე მიაღწია. რუსი ორივეჯერ სერენა უილიამსთან დამარცხდა. შარაპოვამ მოასწრო წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის გამოჯანმრთელება, მაგრამ იქ ნახევარფინალში დამარცხდა.

რთული სეზონი ჩაატარა აგნიეშკა რადვანსკამაც. რაღაც მომენტში, ის მე-15 ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ თანდათან დაიბრუნა ძველი პოზიციები და შედეგად, ზედიზედ მეხუთედ დაასრულა სეზონი პირველ ათეულში.

პეტრა კვიტოვა ვერ იქნება კმაყოფილი თავისი მეექვსე ადგილით. ჩეხი წელს მეორე ნომერი იყო, მოიგო სამი ტურნირი, მაგრამ, ამასთან, ძალიან სუსტად გამოვიდა იქ, სადაც ბევრ ქულას იძლევიან - მხოლოდ ერთი მეოთხედფინალი "დიდი სლემის" ტურნირებზე.

ათეულის სხვა წევრები კმაყოფილი უნდა იყვნენ საკუთარი პოზიციებით. ფენომენალური სეზონი გამოუვიდა 35 წლის ვინუს უილიამსს. ფლავია პენეტამ მაჟორულ ნოტაზე დაასრულა კარიერა - მოიგო ამერიკის ღია პირველობა და მერვე ნომერი გახდა, არადა, სეზონის მსვლელობისას, მესამე ათეულის ბოლოში იყო.

ლუსი საფაროვა წელს პირველად მოხვდა ათეულში და შეძლო იქ ფეხის მოკიდება. და მხოლოდ ანჟელიკ კერბერი ვერ იქნება კმაყოფილი საკუთარი სტაბილურობით. სერენასთან ერთად ის ერთადერთია, ვინც გაიმეორა შარშანდელი შედეგი, თუმცა გერმანელს მეტის ამბიცია გააჩნია. მან ერთხელ შეძლო მეშვიდე ადგილამდე ასვლა, მაგრამ ბოლოს, TOP15-ის მიღმაც კი აღმოჩნდა. მისი პრობლემა იყო "დიდი სლემის" ტურნირები - ერთხელაც ვერ გავიდა მერვედფინალში.

აღვნიშნავთ, რომ სეზონის მსვლელობისას, TOP10-ში პირველად მოხვდა ერთბაშად ექვსი ჩოგბურთელი. ეს ბევრია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გასულ წელს, სამი ასეთი მოთამაშე იყო. თუმცა ათეულში დარჩენა მხოლოდ საფაროვამ და მუგურუსამ შეძლეს.

WTA-ის რეიტინგი

1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 9 945

2(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) 6 060

3(3). გარბინ მუგურუსა (ესპ) 5 200

4(4). მარია შარაპოვა (რუს) 5 011

5(5). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 4 500

6(6). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 4 220

7(11). ვინუს უილიამსი (აშშ) 3 790

8(7). ფლავია პენეტა (იტა) 3 621

9(8). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 3 590

10(9). ანჟელიკ კერბერი (გერ) 3 590

11(13). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 3 285

12(10). ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 3 133

13(12). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 3 090

14(14). ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც) 2 900

15(15). რობერტა ვინჩი (იტა) 2 785

16(16). ანა ივანოვიჩი (სერ) 2 645

17(17). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 2 641

18(19). მედისონ კისი (აშშ) 2 600

19(20). ელინა სვიტოლინა (უკრ) 2 590

20(18). სარა ერანი (იტა) 2 525

ფულადი მონაგარი

1. სერენა უილიამსი (აშშ) 10 582 642

2. სიმონა ჰალეპი (რუმ) 4 568 127

3. გარბინ მუგურუსა (ესპ) 4 498 308

4. აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 4 412 293

5. ფლავია პენეტა (იტა) 4 406 005

6. მარია შარაპოვა (რუს) 3 949 284

7. პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 3 288 722

8. ლუსი საფაროვა (ჩეხ) 2 946 261

9. ვინუს უილიამსი (აშშ) 2 404 419

10. რობერტა ვინჩი (იტა) 2 309 821

11. კ. სუარეს ნავარო (ესპ) 2 001 705

12. ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 1 963 645

13. ანა ივანოვიჩი (სერ) 1 898 722

14. ანჟელიკ კერბერი (გერ) 1 898 047

15. მარტინა ჰინგისი (შვეიც) 1 756 400

16. ეკატერინა მაკაროვა (რუს) 1 705 438

17. მედისონ კისი (აშშ) 1 692 686

18. კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 1 658 155

19. სანია მირზა (ინდ) 1 566 203

20. ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც) 1 480 572

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა