1973 წელს "ბარბაროსებმა" კარდიფში ახალი ზელანდიის ნაკრებს 23:11 მოუგო. ეს თამაში დღემდე "საუკუნის მატჩად" ითვლება
1906 წელი

ახალი ზელანდიის ნაკრებმა გემით ექვსკვირიანი მოგზაურობის შემდეგ, როგირც იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩააღწია. "ოლ ბლექსმა" აქ ორი შეხვედრა გამართა. მგზავრობით გასავათებულმა ახალზელანდიელებმა ჯერ "ბრიტიშ კოლომბიას" სძლიეს დიდი გაჭირვებით, მერე ოდნავ სული რომ მოითქვეს, სან ფრანცისკოს გუნდსაც აჯობეს.

ნაკრების მოთამაშეები ძალიან უკამყოფილონი იყვნენ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული ამ ტურნეთი. "ეს ტურნე დაწყევლილი უსიამოვნება იყო", - უთქვამს გუნდის მწვრთნელ ჯორჯ დიქსონს.

1951 წელი

საფრანგეთის ნაკრებმა ხუთი ერის პირველ ტურში, დუბლინში წააგო ირლანდიის ნაკრებთან - 8:9. ფრანგთა დიდმა კაპიტანმა ჟან პრატმა გრიპის გამო ეს შეხვედრა გამოტოვა. ამით შესანიშნავად ისარგებლეს "სამყურებმა". ტომ კლიფორდისა და ჯიმი ნელსონის ლელოების წყალობით მათ მრისხანე მეტოქის დამარცხება შეძლეს.

1968 წელი

საფრანგეთის ნაკრებმა დიდი სლემი შეასრულა. "ლე ბლემ" ჯერ შოტლანდია დაამარცხა "მერიფილდზე", მერე კი პარიზში ირლანდიის ეროვნულ გუნდს სძლია - 16:6. თითო ლელო გარემარბმა ანდრე კამაპამ და მეორეხაზელმა ბენუა დოგმა მიითვალეს.

1973 წელი

"ბარბაროსებმა" კარდიფში ახალი ზელანდიის ნაკრებს 23:11 მოუგო. ეს თამაში დღემდე "საუკუნის მატჩად" ითვლება. "ოლ ბლექსი" ევროპულ ტურნეში იმ წელიწადს დაუმარცხებელი იყო. "ბარბაროსები" კი ძირითადად იმ მოთამაშეებით იყვნენ დაკომპლექტებული, ვინც 1971 წელს "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში ითამაშა ახალზელანდიურ ტურნეში.

"საუკუნის მატჩი" იმითაც იყო გამორჩეული, რომ ახალზელანდიელმა ვარსკვლავმა, გერეთ ედვარდსმა შთამბეჭდავი ლელო გაიტანა, რომელიც ასევე "საუკუნის ლელოდ" შერაცხეს.

2001 წელი

ინგლისურმა "გლოსტერმა" "ჰაინეკენის თასის" ნახევარფინალში უელსური "კარდიფ ბლუზი" 21:15 დაამარცხა. ინგლისელთაგან ექსვი საჯარიმო საიმონ მენიქსმა გაიტანა, რასაც ერთი ბაირონ ჰოვარდმა დაუმატა. მაშინ, როცა უელსელებმა ნიკ უოლონმა და გერეთ ტომასმა თითო ლელო მიითვალეს. "კარდიფი", როგორც უკვე ვთქვით, მაინც დამარცხდა.

2002 წელი

უელსურმა "ჰლანეჰლიმ" "ჰაინეკენის თასის" გათამაშების მეოთხედფინალში სტუმრად დაამარცხა ინგლისური "ბასი" - 27:10. უელსელთა შორის გამორჩეული იყო სტივენ ჯოუნზი, რომელმაც მეტოქეს რვა საჯარიმო და ერთი არეკნი გაუტანა (27 ქულა).

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა