ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თბილისს რაგბის მსოფლიო ვარსკვლავი ეწვევა

თბილისს რაგბის მსოფლიო ვარსკვლავი ეწვევა

"ოლ ბლექსის" ყოფილი შერკინების კვაჭი შონ ფიცპატრიკი პირველია, ვინც საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივას გამოეხმაურა
ხვალ თბილისში ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბე შონ ფიცპატრიკი ჩამოვა. "ოლ ბლექსის" ყოფილი შერკინების კვაჭი პირველია, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივას გამოეხმაურა. ქართული რაგბის მესვეურებმა გადაწყვიტეს, შეიქმნას მსოფლიო რაგბის ცნობილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული "საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო". ფიცპატრიკი, სავარაუდოდ, ამ საბჭოს უხელმძღვანელებს.

სახელოვანი ახლზელანდიელი თბილისში ვიზიტისას საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელების გარდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრსაც შეხვდება. ადგილზე გაეცნობა ქართულ რაგბიში არსებულ მდგომარეობას და, სავარაუდოდ, რაგბის კავშირთან ერთად მომავალ სამოქმედო გეგმასაც დასახავს.

ცოტა რამ შონ ფიცპატრიკის შესახებ:

ის 1963 წლის 4 იანვარს ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდში დაიბადა და განათლებაც იქვე მიიღო. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 1986 წელს ევროპულ ტურნეში საფრანგეთის ნაკრებთან მატჩში შედგა, რომელშიც "ოლ ბლექსმა" 18:9 მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა შონმა შესანიშნავად იასპარეზა, მომდევნო წელს გამართული მსოფლიოს თასის დაწყებამდე, ის "ოლ ბელქსში" მეორე ნომერ კვაჭად ითვლებოდა. ფიცპატრიკს "ბედმა გაუღიმა", მისი კონკურენტი და ახლზელანდიელთა კაპიტანი ენდი დალტონი დაშავდა. მთელი ტურნირის განმავლობაში მსოფლიოს რაგბის ამომავალმა ვარსკვლავმა ძირიათად შემადგენლობაში ითამაშა და ახალი ზელანდიის ნაკრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

1992 წელს შონ ფიცპატრიკი ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი გახდა და ეროვნულ გუნდს კარიერის ბოლომდე მეთაურობდა. მისი კაპიტნობით "ოლ ბლექსმა" პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს მოუგო, როემლიც იზოლაციის შემდეგ ისევ დაბრუნდა მსოფლიოს რაგბის ამქარში.

1995 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშებაში შონ ფიცპატრიკი და კომპანია საუკეთესო გუნდი იყო, თუმცა "ბოკემ" თავგანწირული ბრძოლის ხარჯზე მაინც შეძლო ფინალური მატჩის დამატებით დროში "ოლ ბლექსის" დამარცხება.

შონ ფიცპატრიკმა ახალი ზელანდიის ნაკრებში ბოლოს 1997 წლის 29 ნოემბერს უელსის ეროვნულ გუნდთან ითამაშა. "ოლ ბლექსმა" ის მატჩი 42:7 მოიგო.

სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ მას შეეძლო ნებისმიერ გუნდში მწვრთნელად ემუშავა, მაგრამ შონმა ყველა შეთავაზება უარყო. მან ეროვნულ ნაკრებში 92 კეპი მოიხვეჭა, მათ შორის 51, როგორც კაპიტანმა.

დღესდღეობით, შონ ფიცპატრიკი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და BBC  -სა და Sky Sports-ის სპორტული ექსპერტია.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს

15-ქალას ელიტური მეტოქე

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"