როცა ტერაქტი ყველაფერს ჩრდილავს, მათ შორის, ფეხბურთს
პარიზში მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა იტალიურ სპორტულ მედიაშიც მთავარი ადგილი დაიკავა - მით უმეტეს, ერთ-ერთი აფეთქება "სტად დე ფრანსის" მახლობლად მოხდა. ერთი ხანობა, ტრიბუნებზე ქაოსმა დაისადგურა, შემდეგ კი ევაკუაცია გამოცხადდა.

ცნობილია ისიც, რომ გერმანიის და საფრანგეთის ნაკრებების ფეხბურთელები საათების განმავლობაში ვერ ტოვებდნენ არენას, რადგან მათი უსაფრთხოება დაცული არ იყო. ტერორისტული აქტების გამო ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა: ალესანდრო ნესტამ, ფაბიო კანავარომ და ფილიპო ინძაგიმ უარი თქვეს "იუნისეფის" მიერ დაგეგმილ მატჩში მონაწილეობის მიღებაზე, რომელშიც დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული გუნდი მსოფლიო ნაკრებს შეხვდა.

მოკლედ, ტერორიზმი ფეხბურთშიც შეიჭრა და ამ ფონზე, იტალიურმა სპორტულმა მედიამ ერთობ ვიწროდ გააშუქა "სკუადრა აძურას" ბელგიური მარცხი - ვერ ვიხილეთ ტრადიციული იტალიური ანალიზი, კრიტიკა და შეფასებები. გავრცელდა მხოლოდ რამდენიმე კომენტარი, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ...

თუმცა, იქამდე მაინც აღვნიშნოთ, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა. ეს იყო შემტევი ფეხბურთი, რომელმაც გულშემატკივართა მოლოდინი სრულად გაამართლა.

იტალიელები კარგად კომბინირებდნენ და საკმაოდ სახიფათოდ უტევდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს, რაც დიდწილად, ბელგიელთა მეკარის, სიმონ მინოლეს დამსახურებაა. სამაგიეროდ, იტალიელებმა დაცვაში დაუშვეს რამდენიმე უხეში შეცდომა, რომლებსაც მათ კარში გოლები მოჰყვა, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს ბელგიელთა თავდასხმის კარგ თამაშს სულაც არ აკნინებს.

აღსანიშნავია, რომ მატჩი ბრიუსელში, იმ სტადიონზე ჩატარდა, სადაც 30 წლის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა. ჩემპიონთა თასის ფინალში ერთმანეთს "იუვენტუსი" და "ლივერპული" ხვდებოდნენ, როდესაც გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც არეულობა და ერთ-ერთი სექტორის ჩანგრევა მოჰყვა - შედეგად, 39 ადამიანი დაიღუპა და აბსოლუტური უმრავლესობა იტალიელი იყო.

ბელგია-იტალიის მატჩის 39-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც გუნდებმა თამაში შეწყვიტეს და ერთი წუთის განმავლობაში დაღუპულთა ხსოვნას ტაშით მიაგეს პატივი. ამ დროს ტაბლოზე ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი დაიწერა, რომლებიც იმ ტრაგიკულ მოვლენებს ემსხვერპლნენ.

ზოგადად, მატჩი მეგობრულ და თბილ ატმოსფეროში ჩატარდა - ფეხბურთელები ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით იყვნენ განწყობილნი, ბელგიელი გულშემატკივრები კი იტალიელთა კარგ თამაშს ტაშით აჯილდოებდნენ.

თამაშის მსვლელობისას, პარიზის ტრაგიკული მოვლენები ჯერ არ იყო დაწყებული, თუმცა ის სოლიდარობა, რომელმაც მოგვიანებით მთელი ცივილიზებული სამყარო მოიცვა, თითქოს, სწორედ ბრიუსელიდან დაიწყო, რასაც საფუძვლად სწორედ 1985 წლის ეიზელის ტრაგედია დაედო.

და მაინც, აპენინურ სპორტულ მედიაში იტალიის ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელთა კომენტარები გავრცელდა უშუალოდ თამაშთან დაკავშირებით და ბოლოს, სწორედ მათ გავეცნოთ...

ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "მთლიანობაში, თამაში თანაბარი გამოდგა, მაგრამ კონკრეტული ეპიზოდები მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა და შედეგად, დავმარცხდით. ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და ევროპის ჩემპიონატის ფავორიტს ვეპაექრეთ. კმაყოფილი ვარ შეგირდთა გარჯით და ვფიქრობ, რომ სწორი გზით მივდივართ. დაცვამ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რომელიც კარგად უნდა გავაანალიზოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. კარგი თამაში იყო, რომელშიც ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა".

კლაუდიო მარკიზიო: "ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა, რადგან მეტოქედ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი გვყავდა. შედეგი არასახარბიელოა, მაგრამ იმ ფაქტსაც ვერსად გავექცევით, რომ მთლიანობაში, თანაბარი მატჩი იყო და რიგ ეპიზოდებში, ჩვენ უკეთ ვირჯებოდით. ვფიქრობ, ამ თამაშში პოზიტივი მეტი იყო, ვიდრე ნეგატივი და ამიტომ ხასიათი არ უნდა გავიფუჭოთ. ბელგიელთა მეკარემ საოცარი ბურთები აიღო და მასპინძლები გამარჯვებას სწორედ მას უნდა უმადლოდნენ".

ანტონიო კანდრევა: "ნებისმიერი მატჩი გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის და შესაბამისად, სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მოედანზე საუკეთესო ბელგიელთა მეკარე იყო, რომელმაც რამდენჯერმე წარმოუდგენელი რეაქცია გამოავლინა. ვფიქრობ, რომ წაგებას არ ვიმსახურებდით და მით უმეტეს, ორი ბურთის სხვაობით. წინ რუმინეთთან თამაშია და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ევრო 2016. E და D ჯგუფები. II ტურის წინ: ნაქები ბელგიის შანსი
ბელგიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
ტიბო კურტუას მამა: ჩემი შვილი ჩამშვები არაა
ევრო 2016-ის ამბები: ISIS ინგლისელ და რუს ფანებს ემუქრება
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
ბელგიის ნაკრების მწვრთნელს ინტერნეტით ეძებენ
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
ევრო 2016-ის ამბები: ხედირასათვის ევროფორუმი თითქმის დასრულებულია