სატრანსფერო ამბები

„ჩელსიმ“ ინგლისური საფეხბურთო სამყარო გააოგნა: „ლივერპულს“ ფერნანდო ტორესში 35 მილიონი ფუნტი შესთავაზა... და, რასაკვირველია, უარი მიიღო. ეს ამბავი მერსისაიდელთა პრეს-მდივანმა დაადასტურა:

„ფერნანდოს შესახებ „ჩელსისგან“ მართლა მივიღეთ წინადადება, მაგრამ უარი შევუთვალეთ. ეს ფეხბურთელი არ იყიდება“.

მაგრამ, ამბობენ, რომ ინგლისის ჩემპიონთა მეპატრონე რომან აბრამოვიჩი ასე იოლად არ დანებდება და „ენფილდ როუდზე“ ახალ წინადადებასს გააგზავნის - გასულ ზაფხულს ფერნანდო ტორესსა და „ლივერპულს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ესპანელის გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ფუნტი ჩაწერეს. ცნობილია, რომ დასავლეთ ლონდონელები დიდი ხანია ტორესის ნიჭის თაყვანისმცემლები არიან და ახლა პრაქტიკული ნებიჯების გადადგმაც გადაუწყვეტიათ.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონი „ჩელსიმ“ ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ მერე სერიოზული ჩავარდნა მოუვიდა, საიდანაც ახლაღა აღწევს თავს. აბრამოვიჩი ამ ჩავარდნამ ძლიერ გაანაწყენა და გუნდის გადახალისებაზე დაიწყო ფიქრი. „ლურჯების“ მთავარი თავდამსხმელი დიდიე დროგბა უკვე 33 წლის არის, ასე რომ, წინა პლანზე ბუნებრივად გამოდის ახალი ფორვარდის შეძენა.

მეორე მხრივ, „ლივერპულის“ ახალი ამერიკელი მეპატრონეებიც ჯიუტი ხალხი ჩანს და ტორესის დათმობას არ აპირებენ. მსოფლიოს ჩემპიონი „ლივერპულმა“ 2007 წელს მადრიდის „ატლეტიკოსგან“ იყიდა და მას მერე „ენფილდის“ გმირია. მიმდინარე სეზონში არც ტორესის საქმეები მიდის სახარბიელოდ - 26 წლის თავდამსხმელი მუნდიალის ფინალში დაშავდა და მას შემდეგ ვერა და ვერ აღიდგინა ჩვეული ფორმა, თუმცა მას მერე, რაც „ლივერპულის“ თავკაცის თანამდებობაზე როი ჰოჯსონი კენი დაგლიშმა შეცვალა, ტორესი „იშტაზე მოვიდა“ და 4 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო.

თუკი აბრამოვიჩს ლივერპულში ტორესის თაობაზე ახალი წინადადების გაგზავნა მართლა სურს, უნდა იჩქაროს, რადგან ეგრეთწოდებული სატრანსფერო ფანჯარა ორშაბათს საღამოს 11 საათზე იხურება. ფერნანდო ტორესის მერსისაიდური კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ესპანელი კვირაში 110 ათას ფუნტს იღებს, მაგრამ ინგლისურ პრესაში წერენ, რომ „ჩელსი“ ამ ჯამაგირს იოლად გაუორმაგებსო.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა