დევიდ ბექჰემი შვილმა, ბრუკლინმა შეცვალა
დევიდ ბექჰემმა "ოლდ ტრაფორდზე" 75 ათასი ადამიანი მოაგროვა. იქ UNICEF-ის ეგიდით მორიგი საქველმოქმედო მატჩი გაიმართა: "მატჩი ბავშვებისთვის".

ეს შეხვედრა ბექჰემის UNICEF-ის საქველმოქმედო პროგრამაში ჩართვა-გაწევრიანების ათ წლისთავს მიეძღვნა. ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდის მეგობრები, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაკრები და ასევე, მისი მეგობრები, დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები ხვდებოდნენ.

თავად ბექჰემმა ტრადიციული საუცხოო პასები არიგა, მერე კი, 75-ე წუთზე პატივცემული მისმა 16 წლის ვაჟმა, ბრუკლინმა შეცვალა, რომელსაც ფლანგზე ბურთი ცუდად სულაც არ უგორებია.

პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამო მატჩს გამოაკლდნენ ზინედინ ზიდანი და პატრიკ ვიეირა. შეხვედრაც წუთიერი დუმილით დაიწყო, ფეხბურთელებმა დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიაგეს პატივი.

ზოგიერთმა ფეხბურთელმა არაშესაბამისი ფიზიკური კონდიციების გამო ვერ მიიღო მატჩში მონაწილეობა, ზოგმაც სხვადასხვა მიზეზით. თუმცა ვარსკვლავები მაინც საკმარისზე მეტნი იყვნენ და "ძველ ტრაფორდზე" "ძველი ფეხბურთის" გემოც გაგვახსენეს.

ანგარიში პოლ სქოულზმა გახსნა, როდესაც ბექჰემმა მას ბურთი თავზე დაასვა და წითურმა "წითელმა ეშმაკმაც" მშვენივრად ურქინა ბურთს. საერთოდ, პოლმა ისე ითამაშა, იმდენი იმოძრავა და ისე იმუშავა, ბევრი გრანდი ახლაც სიამოვნებით მოაწერდა მასთან კონტრაქტს ხელს.

მერე გოლშიც ბექჰემი-სქოულზის წყვილმა მიიღო მონაწილეობა. დევიდმა ჩააწოდა, სქოულზმა მოხდენილი პასი გაუშვა მეკარის საჯარიმოში, სადაც გოლის ალღოთი დაჯილდოებულმა მაიკლ ოუენმა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. შემდეგ დნარჩენი მსოფლიოს ჯერიც დადგა და ოუენისა არ იყოს, შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა იაქტიურეს - ლენდონ დონოვანმა დუაით იორკს გაატანინა. თუმცა წერტილი იმავე ოუენმა დასვა, როდესაც რაიმონდ ვან დერ გაუს შეცდომით ისარგებლა.

დანარჩენ მსოფლიოს იტალიელი კარლო ანჩელოტი წვრთნიდა. სხვათა შორის, მინდორზე არცერთი იტალიელი ფეხბურთელი არ იყო. სამაგიეროდ, "პაპა კარლოს" გარდა, მისი თანამემამულე მსაჯთა შორის ვიხილეთ, პიერლუიჯი კოლინა ენტონი ტეილორთან ერთად უძღვებოდა მატჩს.

აი, ბექჰემის გუნდის მწვრთნელი კი სერ ალექს ფერგიუსონი გახლდათ, მიუხედავად "ბუცის ცნობილი ინციდენტისა" და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ სერ ალექსის სიტყვები ტრიალებდა მასმედიაში - ჩემს გუნდში ოთხ მსოფლიო დონის ფეხბურთელს უთამაშია: ერიკ კანტონას, რაიან გიგსს, პოლ სქოულზსა და კრიშტიანო რონალდოსო - ბექჰემი მათ შორის ვერ მოხვდა.

ისე, ბუცზე, ინციდენტსა და ანჩელოტიზე შეგვიძლია ისიც ვახსენოთ, რამდენიმე დღის წინ იტალიელმა სპეციალისტმა რომ თქვა, "პარი სენ-ჟერმენში" ყოფნისას იყო მომენტი, "ევიანთან" ზედიზედ ორჯერ შევრცხვით, ჩემპიონატსა და თასზე და გასახდელში გაცოფებულმა წიხლი მოვიქნიე, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩს პირდაპირ თავში მოხვდაო... ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

მშვიდობიანად, სასიამოვნოდ და თბილად ჩაიარა ამ შეხვედრამაც. რა თქმა უნდა, სევდაც ერია, თბილი სევდა - ერთი ბოლო დღეებში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო და მეორე იმიტომ, რომ გაგვახსენდა ამ დიდი ფეხბურთელების დიდების წლები, ის ფეხბურთი და ისიც, რომ დრო გარბის, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, ცხოვრება მშვენიერია...

გოლები: 1:0 სქოულზი (14), 2:0 ოუენი (63), 2:1 იორკი (67), 3:1 ოუენი (85)

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაკრები: ჯეიმსი - კარაგერი, ტერი, ეშლი კოული, ფ. ნევილი - ბატი, ბექემი (კ), დ. ფლეტჩერი, გიგსი, სქოულზი - კრაუჩი

შეცვლაზე შევიდნენ: სიმენი, კემპბელი, სინკლერი, მაკალისტერი, სმიტი, ოუენი

მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი

დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები: ვან დერ სარი - კაფუ, კოუტუ, სილვესტრი - ფიგუ (კ), ზეედორფი, პირესი, პარკი - რონალდინიო, კლუივერტი, სოლსკიაერი

შეცვლაზე შევიდნენ: ვან დერ გაუ, იერო, დონოვანი, იორკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"ამ ფეხბურთელის გაწვრთნაზე ყოველთვის ვოცნებობდი, სამწუხაროა, რომ ვერ მოვახერხე" - პეპ გვარდიოლა
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
"მომწონს, მაგრამ საუკეთესო არ არის" - სქოულზმა რაისზე ისაუბრა
დევიდ ბექჰემი საკუთარ სახლში კუნძულის გაკეთებას აპირებს?
"ეს ბევრჯერ მომხდარა, შემდეგ კი კრიტიკოსები გაუჩუმებია" - ოუენს რონალდოს იმედი აქვს
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი
სქოულზი: "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან ბევრი ზარმაცი ფეხბურთელი ჰყავს
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო მოთამაშე
ბექჰემების ოჯახში არეულობაა - ვიქტორიას შვილიშვილის დაკარგვის ეშინია
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
პოლ სქოულზმა პრემიერლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
მესი და რონალდო ერთად? ბექჰემს ლეგენდები საკუთარ კლუბში სურს
მესი და რონალდო ერთად? ბექემს ლეგენდები საკუთარ კლუბში სურს
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
"ქორწილის წინ ყველაფერი გამწვავდა..." - დაძაბულობა ბექჰემების ოჯახში
"ბოლოს ტიტული როდის მოიგო?" - ოუენმა "რეალი" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნის გამო გააკრიტიკა
"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი
რატომ გაათავისუფლა "ლივერპულმა" მოულოდნელად სლოტი - ოუენმა მიზეზი განმარტა
სქოულზს დღეს რონალდოსი განსაკუთრბულად სჯერა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით