ტერორი პარიზში, რას ებრძვიან ტერორისტები
სტადიონთან და სტადიონზე, სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზით არაერთი ტრაგედია დატრიალებულა. პარასკევს, 13-ში მომხდარი ამბავი კი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საზარელი ამბავია 21-ე საუკუნეში.

ტერორისტებმა პარიზში რამდენიმე ტერაქტი მოაწყვეს. მათი სამიზნე ბატაკლანის თეატრი გახლდათ, სადაც იმ დროს კონცერტი მიმდინარეობდა; ასევე, ერთ-ერთი კაფე, სტადიონი "სტად დე ფრანსი"... იმ დროს საფრანგეთისა და გერმანიის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა და ფეხბურთელებსა თუ ფანებს მატჩის მსვლელობის დროსაც შემოესმათ აფეთქების ხმა.

როდესაც გაირკვა, თუ რაში იყო საქმე, სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო. გულშემატკივრები არ დაიბნენ და გვირაბში გაჩერებულები "მარსელიეზას" მღეროდნენ. ეს ძალიან ამაღელვებელი კადრები გახლდათ, ისევე, როგორც თავად ამ საშინელი ამბის ამსახველი კადრები და მეორე დღის პერფორმანსი, როდესაც "ბატაკლანიდან" ათ მეტრში პიანისტი "უკომენტაროდ" ასრულებდა ჯონ ლენონის Imagen-ს.

საფრანგეთი-გერმანია 2:0 - ტერაქტები, მსხვერპლი და ქაოსი პარიზში [VIDEO]

ტერორისტებმა განგებ ამოირჩიეს მსგავსი ადგილები. აქ მხოლოდ ხალხმრავლობაზე არ არის. იგივე სტადიონი და სპორტი, ფეხბურთი მათი თავდასხმის ობიექტი იმიტომ გახდა, რომ ეს ქვეყნების იერსახის, კულტურის, ისტორიის, სულის... წარმომჩენია. ტერორისტების პრიმიტიული ტაქტიკა და ბოროტი სისტემაც გასაგები და მარტივია - დაშინება. თუმცა ის ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, არის პასუხი ტერორისტებისთვის, რომ ცივილური სამყარო და მისი ფასეულობები ვერანაირი სიბოროტით ვერ და არ შეირყევა.

საშინელება დატრიალდა 1999 წელსაც, როდესაც სტამბოლიდან არც ისე შორს, იზმითში 17 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის მიზეზი ძლიერი მიწისძვრა გახლდათ. სტიქიური უბედურებისგან შელანძღული "ქოჯაელისფორის" სტადიონი "ისმეთ პასა" მაინც მყარად იდგა ფეხზე და ლტოლვილების, მიწისძვრისგან დაზარალებული ადამიანების თავშესაფრად იყო ქცეული.

პატარა ბავშვები აქა-იქ ბურთს ათამაშებდნენ და შემოდგომის ტრაგიკულ დღეებს ალაგ-ალაგ ღიმილიანი სახეებიც დაუბრუნდა. ცოტა ხნით ყველაფრის დავიწყების საშუალება დაზაფრულ ადამიანებს ბურთმა, ფეხბურთმა მისცა.

ამ ხელოვნებად ქცეული თამაშის წყალობით ადამიანებმა დაივიწყეს პრობლემები, შუღლი, აზრთა სხვადასხვაობა და ყველაფერი სხვა. ისინი ერთად იყვნენ, თავს ბედნიერად გრძნობდნენ და ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები ფეხბურთისადმი ვნებამ გააერთიანა.

ტერორისტების "შავი პარასკევის" ლაჩრული საქციელი კი იყო თავდასხმა სიამოვნებაზე, სიკეთეზე, ოპტიმიზმზე... მაგრამ მათ ეს ვერ მოკლეს და ვერც მოკლავენ. "სტად დე ფრანსი" საფრანგეთის ერთ-ერთი სიმბოლოა, ქვეყნის პერსპექტივის, შესაძლებლობებისა და კულტურის სახე.

მამაცი ფრანგი ხალხი ისევ ერთად დადგა, დადგა იქ, სადაც 1998 წელს ალჟირელი ემიგრანტების შვილმა ზინედინ ზიდანმა, განაში დაბადებულმა მარსელ დესაიმ, იური ჯორკაეფმა, რომლის მშობლებიც პოლონეთიდან და სომხეთიდან არიან, ზეცისკენ ამაყად აღმართეს მსოფლიოს ჩემპიონატის თასი.

ყოფილა თავდასხმები შრი ლანკის კრიკეტის გუნდზე, ასევე, პაკისტანის ნაკრებზე, რის გამოც ცარიელ სტადიონზე თამაშის აუცილებლობა დადგა. გვახსოვს 1972 წლის ოლიმპიური თამაშების დროს მომხდარი კოშმარი.

თუმცა რამდენიც არ უნდა აფეთქონ, ისროლონ და იომონ, სპორტს, თამამ და თავისუფალ ადამიანებსა და უცვლელ ფასეულობებს ისინი მაინც ვერ დაამარცხებენ და მათი ბოროტი ზრახვები თუ ქმედებები ყოველთვის ფუჭი იქნება. იმიტომ, რომ სპორტი, მუსიკა, იუმორი, სატირა, არჩევანისა თუ სიტყვის თავისუფლება... არასოდეს გახდება ლაჩრული ბოროტების მსხვერპლი.

ტერორისტების მიზანი გახლდათ ადამიანებისთვის სიამოვნების ჩაშხამება, მათი თავისუფლების შეზღუდვა და მოსპობა.

ამიტომაც აირჩიეს მათ "სტად დე ფრანსი", სადაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გერმანია უამრავი ფანის თვალწინ საფრანგეთის სახის ერთ-ერთი მთავარი წარმომჩენის, საფეხბურთო ნაკრების სტუმარი იყო. ამიტომაც აირჩიეს მათ კონცერტი, სადაც ხალხი მუსიკის მოსასმენად, განტვირთვისა და სიამოვნების მიღებისთვის იყო მისული. ამიტომაც დაესხნენ ისინი თავს სატირულ ჟურნალს, "შარლი ებდოს"...

საფრანგეთი გააძლიერებს თავდაცვას, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრდება და ევრო 2016, ცხადია, მაინც ჩატარდება, ჩატარდება მათ შორის და უპირველეს ყოვლისა, "სტად დე ფრანსზე".

იქამდე კი საფრანგეთის ნაკრები ლონდონს ეწვევა და 17 ნოემბერს "უემბლიზე" ინგლისთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. "უემბლიზე", რომელიც იმ საღამოსვე განათდა საფრანგეთის დროშის ფერებით. წარმოიდგინეთ, რა ემოციით შესრულდება მატჩის წინ "მარსელიეზა"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...