უეინის მანჩესტერული კარიერა საფრთხეშია?

ინგლისში მიმომხილველთა საკმაოდ დიდ ნაწილს, თურმე, ჯერ კიდევ ღრღნის ეჭვი, რომ უეინ რუნი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავა და ეს ზაფხულზე მოხდება. ასეთი სიტყვები ამოვიკითხეთ „სანის“ ჟურნალისტის სტივენ ჰოვარდის წერილში და, ვინაიდან, მისტერ ჰოვარდმა პირველივე წინადადებაში ინტრიგა შემოგვთავაზა, წერილს ბოლომდე ჩავყევით. რუნიმ, მოგეხსენებათ, „იუნაიტედთან“ სულ ახლახან გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი და თან ისეთ ხელფასს გამოჰკრა ხელი, რომ თუ ვინმე მის ყიდვას გადაწყვეტს, ძალიან დიდი თანხის გადახდა მოუხდება.

ეს ეჭვი მანჩესტერელი ფანების უმეტესობას, შესაძლოა, ბოდვადაც მიაჩნია, მაგრამ სამშაბათს, „ბლუმფილდ როუდზე“, „ბლექპულისა“ და „იუნაიტედის“ შეხვედრაში (მანჩესტერელელებმა 3:2 მოიგეს) დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა რუნისშემდგომი ეპოქის კონტურებს. გახსოვთ, რა მოხდა იმ შეხვედრაში? პირველ ტაიმის შემდეგ „ბლექპული“ 2:0-ს იგებდა, მეორე ტაიმის 66-ე წუთზე კი სერ ალექს ფერგიუსონმა რუნი ხავიერ ერნანდესით შეცვალა და... თამაშის ნირი და ბედიც იქ შემოტრიალდა - „იუნაიტედმა“ სამი გოლი გაიტანა. ერნანდესს მართალია მაისურზე ფრიად კნინობითი მეტსახელი, ჩიჩარიტო ანუ პატარა ბარდა აწერია, მაგრამ ისე თამაშობს, რომ აშკარაა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დიდი მომავალი ელის. იმ დღეს, „ბლუმფილდ როუდზე“, მან დიმიტარ ბერბატოვის ორ გოლს შორის ერთი თავისიც შეაგდო. ერთი სიტყვით, გამოთქმა, - „მანჩესტერ იუნაიტედში“ რუნი შეუცვლელია - როგორც ჩანს, თანდათან, ისტორიას ბარდება. ასევე გაქარწყლებულია სტერეოტიპი, რომ ბერბატოვს გოლი მხოლოდ მაშინ გააქვს, როდესაც რუნია მოედანზე.

იმავდროულად, სტივენ ჰოვარდი ცდილობს ობიექტური იყოს და ამბობს, რომ ჩიჩარიტოს მოედანზე შესვლა იმ დროს დაემთხვა, როდესაც

სირბილით ქანცგამძვრალ „ბლექპულს“ ბუნებრივი დაღმასვლა უნდა დაწყებოდა. კიდევ, ჟურნალისტი არ ივიწყებს მავანთა მოსაზრებას, რომ ერნანდესი შეცვლაზე გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მაშინ, როდესაც სასტარტო შემადგენლობაშია, მაგრამ არც ფერგიუსონის თითქოსდა ზოგადი ნათქვამის უგულებელყოფა შეიძლება:

„ჩვენი გუნდისთვის ჩიჩარიტო საოცრად სასარგებლოა და მან ეს ძალიან მოკლე დროში მოასწრო. საოცარია მისი სისწრაფე და მომენტის შეგრძნება“.

ჰოვარდი რუნის გამართლებას კიდევ იმით ცდილობს, რომ იმ დღეს იან ჰოლოუეის გუნდი პერიოდულად ძალ-ღონის მოზღვავებას განიცდიდა, სტუმრებს ჯიქურ უტევდა და ამის გამო „იუნაიტედის“ ვარსკვლავს ფრთაზე უხდებოდა გადასვლა, მაგრამ იმ მონაკვეთებში, როდესაც ის შუაში ბრუნდებოდა, მანჩესტერელების შეტევა მაინც უსახური რჩებოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩიჩარიტოს სახით უეინ რუნის „მანჩესტერ იუნაიტედში“ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა და, შესაბამისად, ინგლისელის „მანჩესტერში“ ყოფნა-არყოფნის საკითხიც ღიად რჩება.

„სანის“ ჟურნალისტი იგონებს რამდენიმე თვის წინანდელს, როდესაც რუნიმ „იუნაიტედიდან“ წასვლაზე დაიწყო ლაპარაკი და ხალხი მყისვე შეუდგა მარჩიელობას - რას იღონებს ამაყი ფერგიუსონი, რათა ფეხბურთელმა კი არ მიატოვოს ის, არამედ მან გააგდოს ფეხბურთელი? დღეს, როდესაც გუნდი რუნის დახმარების გარეშეც პრემიერლიგას ლიდერობს და ერთი წაგებაც კი არ უწვნევია, მწვრთნელის პოზიციები, რასაკვირველია, ძლიერდება. თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მთელ ჩემპიონატს დაუმარცხებლად გაივლიან, სეზონის ბოლოს ფერგიუსონი ფეხბურთელებს თავის ნებაზე დაატრიალებს.

რუნის შემთხვევაში ორი ვარიანტი იკვეთება: დიდძალი ფულის ეშხით მისი „რეალისთვის“ მიყიდვა (ოღონდ, ისიც უნდა ვიკითხოთ სჭირდება თუ არა ჟოზე მოურინიოს რუნი) ან გუნდში დატოვება და მისთვის ახლი ფუნქციის შეთავაზება - ჩიჩარიტოსა და ბერბატოვს უკან.

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია