"არ მსურდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი კომენტარი აუცილებელია"
ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ესტონეთთან და ალბანეთთან მატჩებამდე მოულოდნელად გამოაკლდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ესტონეთის დედაქალაქში ჩასვლა ოჯახური პრობლემების გამო ვერ შეძლო.

ოქრიაშვილი თავიდან კომენტარზე უარს ამბობდა და უკმაყოფილო იყო გულშემატკივართა იმ ნაწილის რეაქციით, რომელთაც ეგონათ, რომ ბელგიური "გენკის" ქართველმა შემტევმა ამ თამაშებს თავი აარიდა.

საბოლოოდ, ოქრიაშვილი მცირე კომენტარზე მაინც დაგვთანხმდა:

"არ მსურდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი კომენტარი აუცილებელია. გეტყვით, რაც მოხდა.

მეორე შვილი შეგვეძინა. მეუღლეს რთული მშობიარობა ჰქონდა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მარტო ვერ დავტოვე. ასეთ დროს კაცი სხვაგვარად ვერც მოიქცევა. მეტი რა უნდა ვთქვა?! ოჯახური პრობლემა ცოტა სხვა რამ არის.

ძალიან არ მესიამოვნა, ეს რომ დაწერეს. ნაკრებში თამაში ჩემზე მეტად არავის უხარია და ჩამოსვლა არასოდეს დამზარებია. ყველას ვთხოვ, სანამ რამეს დაწერენ, კარგად დაფიქრდნენ", - ამბობს ოქრიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსქროლავი ტროლი
როცა კარგი ფეხბურთელი ხარ, შენგან კარგ ქართველობასაც ითხოვენ, ეს სულ უნდა გახსოვდეს.....
gega
გია - "შვილის ყოლა თუ ოჯახური პრობლემაა პირველად გავიგე". როგორ გეტყობა არ გაგეგება, რა იყო ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ჩავიდა ეს ახალგაზრდა ნაკრების შეკრებაზე. კაცმა გარკვევით თქვა, რომ მშობიარობის შემდგომო პროცესი გაურთულდა მეუღლეს და ეს იყო მისი ჩაუსვლელობის მიზეზი, რაც აბსოლიტურად მისაღებია. რა შუაშია აქ ბავშვის დაბადებაზე აპელირება და ა. ს. კარგიტ რა!!. თორნიკეს ბავშვის შეზენას ულოცავ, მის მეუღლეს მყარ ჯანმრთელობას და უშუალოდ მას დიდ მიღწევას ფეხბურთში, რაც არც ისე შორსაა. ის ზალზე ნიჭიერი და ტალანტით სავსე ფეხბურთელია.
კოლხი
თორნიკე გილოცავ შვილის შეძენას ღმერთმა გაგიზარდოს, ვისაც შენ პატრიოტიზმში ეჭვი შეეპარება ის პასუხის ღირსიც არ არი. გისურვებ წინსვლას და ბედნიერებას.
zviad
Ise sxvisi gakritikeba magari vicit ai sakutar tavs ar vuyurebt kritikulad ,tore raga gvichirda avshendebodit!kargad tu caikitxavt gaigebt,rom shvilisshezenis gamo ki ara meuglis mdgomareobis gamo ver itamasha nakrebshi da im mzime mdgomareobashi mis gverdze iyo! Vajkacuri saqcielia da adamianuri!gmertma bednieri gimyopos ojaxi da shenc mat გვერდით ყოპილიყავი ასი წელიწადი!
Nugzar
კაცი რომელიც ოჯახს და მეუღლეს პატივს სცემს, ის სამშობლოსაც და ქვეყანასაც გამოადგება!
toka77
სააკაძემ ქვეყნის გამო შვილი გაწირა საერთოდ და . . . დაიბადებოდა სად წავიდოდა.. გილოვავ!
joni
მართლა, გულწფელად გილოცა ბავშვის დაბადებას მაგრამ პატრიოტი უნდა იყო.............
nikolozi
თოკა ძალიან მაგარი კაცი ხარ გილოცავ ბაუშვის შედზენას სასახელო გაგიზარდოს. მართალია თამაშებზე არ იყავი მაგრამ არაუშავს ჯერ ოჯახი და მერე სხვა დანარჩენი. რაც მართალია ძალიან დაგვაკლდი შეტევას სიმწვავე აკლდა.

გილოცავ!!!!!!!!!!!!!! მაგრამ მაშინ დაწერონ ხოლმე ჟურნალისტებმა წესიერად, გასაგებად, რომ პატარა შეეძინა და არა ისე რომ ____- ..არ ჩამოვიდა'' ----ოოოოო
გია
გილოცავ ტორნიკე, ღმერთმა სასახელო ადამიანი გაგიზარდოს, მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინე, ჩვენ ქართველებს ნებისმიერის დაბადება გვიხარია, შე კაი კაცო ამას გვიმალავდი, ან ეს რა დასამალია, შვილი რომ გეყოლება თოფი უნდა ისროლო და ქვეყანას გააგებინო, შვილის ყოლა თუ ოჯახური პრობლემაა პირველად გავიგე, ჭკუას მოუხმე ჩემო კარგო კაცო და უფრო ბევრს მიაღწევ.
odala
ამას გვიმალავდიი :)))))))
f
ამირან გულში მღეროდაო, მერე თქვით და არავის გაუჩნდება შეკითხვები. ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს
papa
ღმერთმა გაგიზარდოს ოქრი... ბიჭია თუ გოგო?
cira
ლიკა საკვარელო გილოცავ პატარას. სიხარული ..ბევრი სიხარული.......
გულშემატკივარი
ოქრი შენი წარმატება გვიხარია, წარუმატებლობა გვწყინს. გილოცავ შვილის შეძენას, ღმერთმა გაგიზარდოს. შენ ის სახელი რაც დაკარგე ხელახლა უნდა დაიმსახურო, აღიდგინო. ამ შემთხვევაში დამნაშავე ხარ, თავიდანვე უნდა გეთქვა რა პრობლემაც გქონდა და ყველა გაგიგებდა. ვინმაც ნაჩქარევი დასკვნა გამოიტანა იმათზე რომ ხარ ნაწყენი ეგეც ცუდი საქციელია შენი მხრიდან და გეტყვი რატომაც, შენ სამწუხაროდ ეს "სახელი" თვითონვე გაიფუჭე შენი ქმედებით და ახლა ნებისმიერი შენი მსგავსი საქციელი ყველაში ეჭვს იწვევს. რომ დაგეწერა ამ აჟიოტაჟის მერე, რომ "ყველა ჩემს გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი იმისთვის, რომ თავიდანვე არ ვთქვი რეალური მიზეზი" და ა.შ...... აი ამ კუთხით უნდა წარმოგეჩინა და სინანულით გეთქვა, რომ ადრე უნდა მეთქვა ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლადო. დღეს გამოვიდა, რომ "თქვენ ვინ გეკითხებათ რას ნიშნავს ჩემი ოჯახური მდგომარეობაო", აბა ლამაზია? შენ რომ ყოფილიყავი "უმწიკლო" სახელის და რეპუტაციის მქონე, მაშინ არავის კითხვა არ დაებადებოდა, ყველა გაატარებდა ამას და ვიტყოდით, რომ "ოქრის მართლა რეალური მიზეზი რომ არ ჰქონდეს ამას არ გააკეთებდაო", აბა ამაზეც დაფიქრდი, გაქვს კი ასეთი სახელი? მე პირადად წარმატებას გისურვებ, მაგრამ ამ შენი კომენტარით....... რა ვიცი, რა ვიცი.....
giga
მიუხედავად იმისა რომ ოქრის პატარა მინუსები აქვს დისწიპლინის მხრივ, მასზე არ შეიძლება იმის თქმა რომ მოედანზე ბოლომდე არიხარჯება,, ის ნამდვილი პატრიოტტია
murtazis
რეებს იძახი ტო. რა ნაკრები და რის ნაკრები როცა ოჯახის წევრი ასეთ დღეშია. და კიდე არც შეადარო სად საავადმყოფოში როცა წევს მეუღლე გართულებული მშობიარობის დროს, რამხელა სანერვიულოა და სად მამის გარდაცვალება. ოჯახის წევრი ოჯახის წევრია, ერთნაირად უნდა გიყვარდეს ორივე ბაზარი არაა მაგრამ სხვადასხვა ამბავია და არც შეედარება ერთმანეთს. და კიდე აქ საუბარია 9 ქვეყნის იქეთ გადაფრენაზე და არა საკუთარ ქვეყანაში თამაში
levani
ოქრი ჯიგარი ბიჭია და არასდროს არ ყოფილა საქართველოს ნაკრებს, რომ დაკლებოდა. ძაან ჯიგარია და მაგრად მევასება ყოველთვის ბოლომდე იბრძვის
murtazi
გილოცავ ღმერთმა ჯამრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს. ისე ჩემო თორნიკე სხვათა შორის გეტყვი, დიდი თბილისის დინამოს ერთ ფეხბურთელს მამა გარდაეცვალა და წარმოიდგინე კაცი მოედანზე გავიდა ისე რომ დასფლავებული არ იყო. ეროვნული ნაკრების წევრობა ეს იგივეა დროშის ქვეშ ქუდზე კაცის გამოძახება.. რავი აბა ,, იმ სამით ნოლმა მილიონობით ქართველს ისევ სულში ჩაგვათურტხეს... რავი აბა
aleqsi
ბავშვი კარგად იყო მეუღლე იყო სავადმყოფოში და გზიდან მოტრიალდა,გმერთმა კარგად ამყოფოს წარმატებები, ჩვენ ნაკრებს დღეს გამარჯვება
ზოსა
ოქრი შენი უდისციპლინობის ამბავი მთელმა საქართველომ იცის ამიტომ დაეჭვდა ხალხი მარტო ცხადაძე ამ პრობლემას ვერ გადაჭრის ერთი სხელოვანი ქეცბაია შეიწირეთ ცხადაძეს ვერ შეგწირავთ
Teimuraz
ღმერთმა გაუზარდოს და ბედნიერი ამყოფოს თავის ოჯახთან ერთად.თუმცა ერთს დავამატებ, თორნიკე რომ უდისციპლინოა ეს საკამათო არ არის.
LOMA
არ უნდა უკვირდეს ხალხმა უნდა იცოდეს რის გამო აკლდება ეროვნულ გუნდს მოთამაშე მითუმეტეს ლიდერი
zaza
გი-ლო-ცავ!!!
gaga
ღმერთმა გაგიზარდოს ახალშობილი და მეუღლეც კარგად გიმყოფოს ღმერთმა, თუმცა ნუ მიწყენ თორნიკე და ეს არ არის საქმისადმი პროპესიონალური მიდგომა. იმასაც თუ დაამატებდი, რა დრო გავიდა შვილის შეძენიდან, კარგი იქნებოდა. ცალსახაა, თუ ნაკრებში გამოძახების პერიოდში ან რამოდენიმე დღით ადრე შეგეძინა, ბაზარი არაა, მაგრამ... თუ დიდი დროა გასული, თუნდაც 2-3 კვირა, სხვა საქმეა უკვე.
ggg
ე ბიჭო გეთქვა მერე მეუღლე მშობიარობსო, მეორე ბავშვს ველოდებიო, რა არის მანდ დასამალი?? ოჯახური პრობლემა რა კავშირშია? პირიქით კაცური საქციელია მშობიარე მეუღლეს გვერდში რომ დაუდექი.
kaxeli papa
გილოცავტ, გამრავლდიტ, გაიხარეტ, ასახელეტ საქარტველო! ჯიგარი ხარ ოქრი!
გოგა
გილოცავ თორნიკე. შენზე მეტად სასახელო ბიჭი (თუ გოგო) გამოსულიყოს. თუ მასე იყო საქმე ადრევე რომ გეთქვა მე მგონი უკეთესი იქნებოდა. ამდენ გაუგებრობას აღარ ექნებოდა ადგილი
Lasha
მეც ვიყავი იმათ შორის, ვინც მიზეზით დაინტერესდა. ეთქვა ამ დალოცვილს თავიდანვე და დაძრახავდა ვინმე?! ან რატომ უკვირს კითხვის ნიშნები და შეშფოთება საზოგადოებისგან, როცა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აკლდება ნაკრებს?
MAMUKA KVARACXELIA
სხვანაირად რომ მოქცეულიყო, მაშინ იქნებოდა დასაძრახი- მთავარი არის ოჯახი და განსაკუთრებით მაშინ, როცა ღმერთის საჩუქარს- მეორე ბავშვს ელოდები! ახლა უფრო მჯერა, რომ თორნიკე დასძლევს პრობლემებს და ისე ათამაშდება, მის ნიჭს რომ შეესაბამება! მთავარია- ტაძარს და რწმენას არ მოსცილდეს და ღმერთი შეეწევა... მამუკა კვარაცხელია
gizog
თოკო გილოცავ!, გაიხარე და გამრავლდი, ღმერთმა კარგად გიმყოფოს მეუღლეც და შვილებიც. და შენც დიდი კარიერას გისურვებ ფეხბურთში. გოჩა ორმაგ პაპობას გილოცავ, გაიხარეთ.
ირაკლი აფხაიძე
გილოცავ ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს და სასახელო. კომენტარი მართლა აუცილებელი იყო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"კლოუნები არიან" - დიუგარიმ არტეტა და "არსენალი" მიწასთან გაასწორა
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
სანიოლი: ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა - თითქოს ეგოიანი უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
რუმინეთთან ბევრი რამ ვნახეთ - რა გამოიკვეთა და გასარკვევი დარჩა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ