ფედერერმა და ჯოკოვიჩმა პირველ ტურში მეტოქეთა წინააღმდეგობა არ შეიმჩნიეს
ლონდონში მამაკაცთა პროფესიული ტურის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. კენჭისყრამ სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში შემდეგნაირად გადაანაწილა:

სტენ სმიტის ჯგუფი: ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, ტომაშ ბერდიხი, კეი ნიშიკორი;

ილიე ნასტასეს ჯგუფი: ენდი მარეი, სტენ ვავრინკმა, რაფაელ ნადალი, დავიდ ფერერი.

ტურნირი გახსნეს სტენ სმიტის ჯგუფის წევრებმა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა და კეი ნიშიკორიმ. ისინი მეშვიდედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და იაპონელს ორჯერ დამარცხებული ჰყავდა სერბი. მაგრამ წელს, ჯოკოვიჩი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და მისი დამარცხება შეუძლებელი ჩანს. მიმდინარე სეზონში ნოვაკმა მხოლოდ პირველ ტურნირზე ვერ შეძლო ფინალამდე მისვლა, რის შემდეგაც ზედიზედ 14 ფინალი ითამაშა და 10 ტიტული მოიპოვა.

ჯოკოვიჩი საათსა და 5 წუთში გაუსწორდა ნიშიკორის. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მხოლოდ ცხრა ქულა წააგო საკუთარ გეიმებში და არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მისცა მეტოქეს, თავად კი ცხრა ასეთი შანსიდან ხუთი გამოიყენა და წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის არადამახასიათებელი ანგარიშით მოიგო - 6:1, 6:1.

ნოვაკმა წლის შემაჯამებელზე ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო, რაც ახალი რეკორდია. გარდა ამისა, სერბმა ზედიზედ 38-ე შეხვედრაში იმარჯვა დახურულ კორტებზე.

გვიან ღამით, მეორე მატჩში ურთიერთობა გაარკვიეს როჯერ ფედერერმა და ტომაშ ბერდიხმა. და ეს შეხვედრაც საათზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა. შვეიცარიელს მხოლოდ სტარტზე შეექმნა პრობლემა, როცა ბრეიკით ჩამორჩა - 0:2, მაგრამ იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და აქედან მოყოლებული, ბერდიხს ერთი ბრეიკ-პოინტიც აღარ ჰქონია. ფედერერმა მეცხრე გეიმში კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და შემდეგ სეტზე ჩააწოდა.

მეორე პარტიის პირველ სამ გეიმში კი როჯერმა ორი ბრეიკის გაკეთება მოასწრო და თამაში ამით მომთავრებული იყო - 6:4, 6:2. ეს ჩოგბურთელები მეოცედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და შვეიცარიელს 14:6 მიჰყავს ანგარიში.

მეორე ტურში ფედერერი ჯოკოვიჩს შეხვდება, სავარაუდოდ, ჯგუფში პირველი ადგილის მფლობელის გასარკვევად.

სტენ სმიტის ჯგუფი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:1, 6:1.

როჯერ ფედერერი (შვეიც)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 6:4, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა