"ოლექსანდრიას" ქართველი ლეგიონერის ინტერვიუ უკრაინულ ტელეარხთან
დავით თარგამაძე, რომელიც დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელია და იჯარით "ოლექსანდრიაში" თამაშობს, უკრაინული ტელევიზია "2+2"-ის სტუმარი იყო.

- თქვენ ეგრევე ბუნდესლიგის "ფრაიბურგში" მოხვდით...

- "ფრაიბურგში" თამაშობდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი. მან, მგონი, 10 წელი ითამაშა იქ. იაშვილს ჩემი თამაში ნანახი ჰქონდა და მისი მეშვეობით მოვხვდი "ფრაიბურგში".

- როგორ გაიხსენებთ ბუნდესლიგურ პერიოდს თქვენს კარიერაში?

- დებიუტი "ბაიერნთან" მქონდა ბუნდესლიგაში, მაშინ "ბაიერნში" ტიმოშჩუკი თამაშობდა. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. მაშინ 19 წლის ვიყავი.

ფეხბურთელისთვის ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია სათამაშო პრაქტიკა. ასე, სკამზე ჯდომა კი არაფერს მოგცემს, გინდა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი იყო. ამიტომ კონტრაქტი გავწყვიტე და საქართველოში წავედი.

- როგორ მოხვდით უკრაინაში და კერძოდ, "ოლექსანდრიაში"?

-სამწუხაროდ, ახლა საქართველოში ფეხბურთს უჭირს, ჩემპიონატი სუსტია. სამი თვე ვიყავი იქ უკონტრაქტოდ. შემდეგ ერთმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ იყო ასეთი გუნდი "ოლექსანდრია", უკრაინის ჩემპიონატის პირველ ლიგაში.

სიმართლე გითხრათ, არც კი გამეგო. დავთანხმდი. ჟურნალისტები და სხვებიც მეუბნებოდნენ, როგორ შეიძლებოდა ბუნდესლიგიდან უკრაინის I ლიგაში წასვლა, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო სათამაშო პრაქტიკა.

- "ოლექსანდრიას" მერე იყო "შახტარი"...

- თავიდან ენობრივი ბარიერიც იყო, რუსულად ლაპარაკი და გაგება მიჭირდა და ინგლისურად ვითხოვდი ლაპარაკს. სულ რამდენიმე რუსული ფრაზა ვიცოდი. სულ მალე, როცა ავთამაშდი, ჩემზე ამბობდნენ, რომ "პორტუ" და "პანათინაიკოსი" დაინტერესდნენ, მაგრამ რამდენად კონკრეტული იყო ეს, არ ვიცი. ნაკლებად ვაქცევდი ამ ხმებს ყურადღებას. აი, "შახტარის" ვარიანტი კი კონკრეტული იყო, I წრის მერე დარეკეს კიდეც.

- თუმცა "შახტარში" ვერ დაიმკვიდრეთ ადგილი და თავიდან 3-თვიანი იჯარა 4 წელიწადს გასტანა. შემდეგ იყო გაუგებრობა "ილიჩევეცის" მწვრთნელთანაც...

- ჩვენ გვქონდა სანაკრებო მატჩი ყაზახეთთან. მეორე დღეს ჩამოვფრინდით და წავიკითხეთ, რომ, თითქოს, თარგამაძე და ოქრიაშვილი კლუბში არ დაბრუნებულან. მწვრთნელმა შემდეგ აგვიხსნა, რომ ის სულ სხვა რამეს ამბობდა ჟურნალისტებთან და სხვანაირად გაიგეს.

- დონბასში ომიც დაიწყო. როგორ გაიხსენებთ იმ დროს?

- 12 საათზე ვარჯიში გვქონდა, როცა მწვრთნელის ასისტენტმა დაგვირეკა, სახლიდან არ გავსულიყავით, ქუჩაში ტანკებიაო. ორი დღე სახლიდან არ გავსულვარ. ვარჯიშები გაუქმდა, საომარი მდგომარეობა მიიღეს. ჩემი თვალით ბევრი ტრაგედია ვნახე, ეს ჩემთვის დიდი შოკი იყო.

უკრაინაში უკვე 5 წელიწადია ვცხოვრობ. მე მიყვარს ეს ქვეყანა და აქ უკვე ბევრი მეგობარი მყავს. აქ თავს უკვე ისე ვგრძნობ, როგორც სამშობლოში.

ძაან უცნაური ადამიანია
master
რა სექსუალურია)
Vova
:) ესე უფრო სწრაფად ირბენს
walkabout
ამ სურათში სურამელაშვილის ვიდზეა...
ika
ამის ფეხბურთი არ გაიშვა :D
ჩიკო
საყურე დახატავდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: კაცნაკლულმა "სამტრედიამ" "დილას" სძლია, შენგელიამ "დინამოში" პოკერი გაიფორმა
დავით თარგამაძე ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელი გახდა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს