კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი

"მაიამი ჰიტს" თავისი "დიდი ტრიოს" მინიმუმ ერთი წევრის გარეშე უწევს ბოლო მატჩების ჩატარება. ამჯერად "ნიუ იორკთან" გასვლით შეხვედრაში ფლორიდელებს კრის ბოში აკლდათ, თუმცა არც მეორე ვარსკვლავი - დუეინ უეიდი იყო წესრიგში. ბოლო დროს მას თავის ტკივილი დასჩემდა. ამ მიზეზით კალათბურთელს ზედმეტი შუქი დისკომფორტს უქმნის, ამიტომაც უეიდს სპეციალური მუქი სათვალე დაუმზადეს. თავიდან NBA-მ აუკრძალა დუენის ამ სათვალით თამაში, რადგან მიიჩნია, რომ მუქი შუშა მაიამელს უპირატესობას მისცემდა - მეტოქეები მას თვალებში ვერ ჩახედავდნენ. საბოლოოდ, "ჰიტმა" თავისი გაიტანა და "ფლეში" მოედანზე სათვალით გავიდა.

როგორც ჩანს, უეიდმა გარკვეული უპირატესობა მართლაც მიიღო. პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში ის მთავარი ვარსკვლავი იყო. "მაიამის" შემტევმა მცველმა 36 წუთში 15-დან 14 სროლა გამოიყენა (ამასთან, ზედიზედ 13 ჩააგდო) და 33 ქულა დააგროვა. სწორედ მესამე მეოთხედში სცადეს სტუმრებმა გაქცევა - ბოლო პაუზამდე 17 წამით ადრე ჯეიმს ჯონსის სამქულიანის შემდეგ "მაიამი" 73:64 დაწინაურდა.

მიუხედავად ამისა, სტუმრებმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მაინც ვერ მოიპოვეს. ბოლო მეოთხედში "ნიქსმა" შესანიშნავად ითამაშა დაცვაში - მეტოქეს 21-დან მხოლოდ 5 ტყორცნა ჩააგდებინა და 15 ქულა დააგროვებინა. მოულოდნელად უეიდმაც უკლო თამაშს, "ნიუ იორკმა" კი 13:3 გაქცევა მოაწყო და 5 წუთითა და 20 წამით ადრე წინ გავიდა - 77:76. ბოლოს დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა, რომლის ბედი დანილო გალინარისა და ლენდრი ფილდსის ზუსტმა სამქულიანებმა გადაწყვიტეს. ბოლო ექვს მატჩში მეხუთე დამარცხებისგან "მაიამის" გადარჩენა მარიო ჩალმერსს შეეძლო, მაგრამ კუთხიდან მისი ნასროლი არ ჩავარდა.

"დალასისა" და "ჰიუსტონის" მატჩის პირველი მეოთხედის შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ შეხვედრას დაძაბული დასასრული ექნებოდა. პირველი 12 წუთი "კოვბოებმა" 18 ქულის სხვაობით მოიგეს. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერი იყო "ჰიუსტონის" 13 შეცდომისა და 5 აცილების გათვალისწინებით. მაგრამ ტექსასურ დერბის ნერვული ფინალის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. "ჰიუსტონმა" ჯერ გაათანაბრა თამაში, დიდი შესვენების შემდეგ კი ჩამორჩენის გაბათილებას შეუდგა. საბოლოოდ, 384 წამში კატასტროფული "მინუს 22" ორქულიან სხვაობამდე დავიდა.

ამის შემდეგ "დალასის" ჯერი დადგა - ბოლო მეოთხედის დასაწყისში გუნდის 14 ქულიდან 12 ხოსე ბარეამ და შონ მერიონმა აიღეს და თავიანთ გუნდს ორნიშნა უპირატესობა მოუტანეს - 102:91 (საფინალო სირენამდე 5 წუთითა და 52 წამით ადრე).

მაგრამ ამით არ დასრულებულა ყველაფერი. "როკეტსი" პრესინგზე გადავიდა, 320 წამი უქულოდ ათამაშა "მავერიქსი" (თანაც მასპინძლებმა სამჯერ დაკარგეს ბურთი) და კვლავ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა... და ისევ დათმო ინიციატივა. ბოლო 51 წამში ბარეამ საშუალო მანძილიდან ჩააგდო, ლუის სკოლამ ფარქვეშიდან ააცილა, დირკ ნოვიცკიმ და ჯეისონ ტერიმ კი ექვსი საჯარიმო გამოიყენეს და "ჰიუსტონს" მოგების შანსი მოუსპეს.

"ბოსტონმა" პორტლენდში მოგებით დაიწყო დასავლური ტურნე. არადა, ფავორიტმა ჯამში 21 შეცდომა დაუშვა და მეტოქეზე შვიდით ნაკლები მოხსნა გააკეთა. "სელტიქსი" უნაკლო დაცვამ გადაარჩინა. სტუმრებმა მეტოქეს თამაშიდან ტყორცნების მხოლოდ 36.7 პროცენტი ჩააგდებინეს, გარდა ამისა, "ბლეიზერსმა" ჯარიმების მხოლოდ 25 პროცენტი გამოიყენა. ბოლო მეოთხედის მსვლელობისას სტუმრები 15 ქულით იგებდნენ და შეაჩერეს "პორტლენდის" ზეწოლა, რომელიც მატჩის გადარჩენას ყველანაირად ცდილობდა.

ნიუ იორკი-მაიამი 93:88

23:24, 23:24, 18:25, 29:15

ნ-ი: სტაუდმაიერი (24+8 მოხსნა), გრეინჯერი (20), ფილდსი (19+13 მოხსნა+6 პასი), უილიამსი (11+6 მოხსნა).

მ: უეიდი (34+16 მოხსნა+5 პასი), ჯეიმსი (24+11 მოხსნა+5 პასი), ჯონსი (15+5 მოხსნა).

დალასი-ჰიუსტონი 111:106

33:15, 31:32, 24:34, 23:25

დ: ჩენდლერი (21+15 მოხსნა), ბარეა (19), ნოვიცკი (18), ტერი (15), კიდი (11+10 პასი), პავლოვიჩი (11), მერიონი (10+6 მოხსნა).

ჰ: სკოლა (30+8 მოხსნა), მარტინი (27), ჰეიესი (16+8 მოხსნა), ბატიე (10+7 მოხსნა).

პორტლენდი-ბოსტონი 78:88

18:21, 19:20, 21:23, 20:24

პ: ოლდრიჯი (17+16 მოხსნა), მილერი (14+7 პასი+5 მოხსნა), მეტიუზი (12+7 მოხსნა), ფერნანდესი (11+5 პასი).

ბ: ალენი (18), პირსი (17), პონდო (11+6 მოხსნა+5 პასი), გარნეტი (10+9 მოხსნა+9 პასი), პერკინსი (10+9 მოხსნა).

[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა