ოთო გოშაძე: "ტრიბუნები სანახევროდ მაინც რომ ივსება, სულ სხვა სტიმულით ვთამაშობთ"
რამდენიმე დღის წინათ თბილისში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა...

საინტერესოა, რომ საქართველოს, ჯგუფის მეტოქეებთან (ავსტრია, ალბანეთი, უელსი) შედარებით, ყველაზე ნაკლები ლეგიონერი ჰყავდა: თურქულ "ქასიმფაშაში" თამაშობს ოთო გოშაძე, ხოლო დონეცკის "შახტარში" - გიორგი არაბიძე. ტრავმის გამო ტურნირში არ უთამაშია გიორგი ბერიძეს, რომელიც ბელგიური "გენტის" ახალგაზრდულ გუნდში ირჯება...

ამ დროს კი, ყველაზე მეტი ლეგიონერი ჰყავდა უელსს - 6 მოთამაშე ინგლისის პრემიერლიგიდან, 8 - პრემიერშიფიდან. ეს გუნდებია - "მანჩესტერ იუნაიტედი", "ევერტონი", "სუონსი", "კარდიფი", "ქოვენთრი", "ფულჰემი" და "ბრისტოლი". კიდევ ერთი უელსელი შოტლანდიის პრემიერლიგიდანაა.

ავსტრიელებმა ჩამოიყვანეს იქაური ბუნდესლიგის 9 მოთამაშე, ამას გარდა, 7 - ფეხბურთელი გერმანიის I და II ბუნდესლიგის გუნდებს ("შტუტგარტი", "ჰოფენჰაიმი", "ლაიპციგი") წარმოადგენდა, თითო - ინგლისის პრემიერშიფსა და შვეიცარიის სუპერლიგას.

ეს კიდევ არაფერი. თქვენ წარმოიდგინეთ, ალბანეთმაც ჩვენზე გაცილებით სოლიდური კლუბების ლეგიონერები დაგვიპირისპირა - მეკარე ელჰან კასტრატი იტალიური "პესკარადან", მცველი ადრიან კრასნიკი ჰოლანდიური "ეინდჰოვენიდან", ასევე - ადრიტ ჰუმოლო (ვენის "რაპიდი"), ადრიტ ტოლი (ბერძნული "ოლიმპიაკოსი"), ნახევარმცველები - მარკო ცემა (მილანის "ინტერი"), ფერედიკო ზენუნი ("ტორინო") და თავდამსხმელი აჰმეტ ალბი (ფრანგული "ტრუა").

ჩვენ დიდი ამბიციები კი გვაქვს, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, რომელ ჩვენს გუნდს აქვს ის პირობები, რაც (ინგლისის პრემიერშიფსა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდებზე არაფერს ვიტყვით) თუნდაც ალბანეთის სუპერლიგაშია, სადაც ხელფასები 6-7 ათასი ევროს ფარგლებშია და ეს ჩვეულებრივ ამბად ითვლება. ჩვენს ბიჭებს ნიჭი მოსდევთ და ამით როგორღაც გადიან ფონს, თორემ საფეხბურთო გარემო - ჩემპიონატი და ზოგადად, პირობები, ამ ნიჭის რეალიზებაში ხელს ვერანაირად უწყობთ. არადა, აშკარაა, გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე ჩანს.

როგორ აფასებენ ჩვენი 19-წლამდელები შემდეგ ეტაპზე გასვლას? ჩვენ ორ მათგანს გავესაუბრეთ:

ოთო გოშაძე, მეკარე: "უელსთან ძალიან ცუდად ვითამაშეთ და დამაჯერებლობა გვაკლდა. ალბანეთთან კი მობილიზება მოვახერხეთ და მოვიგეთ.

რა თქმა უნდა, გაგვიმართლა, რადგან ბოლო ტურში მხოლოდ ჩვენს თავზე არ ვიყავით დამოკიდებულები... მაგრამ ალბანეთმა უელსს მოუგო, რაც ჩვენ გვაწყობდა და რთული ჯგუფიდან გასვლით უზომოდ გახარებულები ვართ. ახლა მთავარია, ელიტრაუნდისთვის კარგად მოვემზადოთ.

სამწუხაროდ, ბევრი გულშემატკივარი არ მოვიდა თამაშებზე, მაგრამ მე ამას იმ ფაქტს ვაბრალებ, რომ თამაშები შუადღისას, სამუშაო საათებში იმართებოდა... ტრიბუნები სანახევროდ მაინც რომ ივსება, სულ სხვა სტიმულით ვთამაშობთ".

ირაკლი კომახიძე, ნახევარმცველი: "ცუდია, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე არ ხარ დამოკიდებული. ბოლო ტურში ავსტრიასთან ძალიან სანერვიულო თამაში იყო. ამ დროს კი, ალბანეთმა მაგარი თამაში მოუგო უელსს...

იქით ცნობილი გუნდების წევრებით გადაჭედილი გუნდი იყო, მაშინ, როცა ჩვენ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ბიჭები ვართ. ამის მიუხედავად, ავსტრიასთან მოგებაც შესაძლებელი იყო...

ასეა თუ ისე, ელიტრაუნდში გავედით და მიმაჩნია, რომ კარგი მომზადების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე გაცილებით უკეთესი გუნდი გვეყოლება, რადგან ჩვენს გუნდში ნიჭიერი ბიჭები არიან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Davit
არაევროკავშირის ქვეყნიდან ფეხბურთელის ევროპულ გუნდებში მოხვედრა გართულებილია, კარგა ხანია,,როგორც ვიცი. ეს თუ მართლა ესეა ამიტომაც ვერ ხვდებიან ევროპულ გუნდებში ჩვენი ფეხბურთელები. შესაბამისაც ლეგიონერებიც ცოტა გყავს და დონემაც დაიწია.
ნიკოლოზი
ქართული ფეხბურთით და რაგბით რომ არის დაინტერესებული მთავრობა და უზარმაზარ დაფინანსებას აძლევენ, რატომ ივიწყებენ კალათბურთს, რომელიც ყველაზე მეტად წარმატებულია და ევროპის გრანდებთან მუდმივად თანაბრად თამაშობენ. დიახ, კალათბურთი უნდა გააძლიეროთ. ის კომერციული სპორტიცაა და მაყურებელიც უნდა მიიზიდონ. მთელი ქართული კალათბურთი კი, ყველა ასაკის და ეროვნული ქალთა და ვაჟთა ნაკრებების და კლუბების ჩათვლით წლის განმავლობაში მხოლოდ 7 მილიონი ლარით(3 მილიონი დოლარი)ფინანსდება. ეს მიზერია იმასთან შედარებით, რა დონესაც ითხოვენ. კალათბურთელები მართლა ძალიან მაღალ დონეზე არიან და თუ დაფინანსება არ გასამმაგდა, უკან-უკან წავა.
Zaza
რა თქმა უნდა,მნიშნელობა დიდი აქვს,თუ სად ემზადებიან ფეხბურთელები.მაგრამ მოჭიდავეები და მორაგბეებიც ხომ ძლიერ,მაღალი დონის კლუბებში ვარჯიშობენ და განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობენ... კომპიუტერულ თამაშებში გერმანიასაც და ბრაზილიასაც ძაან მაღალი რეიტინგი აქვს,მაგრამ თუ კი სწორად წარმართავ თამაშს,დროულად მიაწოდებ პასს,დროულად ჩაშლი შეტევას,დროულად დაარტყავ კარებში და ა.შ... საქართველოს ნაკრებითაც დააამარცხებ. ანუ,მთავარია საქმეს სწორედ მიუდგე და ბოლომდე დაიხარჯო.
FEOLAS
მადლობა ღმერთს უთხარი. თან თხოვე იქნებ ფეხბურთის ნიჭიც დაამადლოს.
ფეოლა
კიდევ ერთხელ გმირობის ტოლფასი შედეგი გვაჩუქეს ამ ბიჭებმა.მადლობა მათ და სამწვრთნელო შტაბს ასევე ექიმს,მასაჟისტს ,ადმინისტრატორს ყველას ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წა4მატებაში!
gizog
ბატონო მერაბ, რაკი მშვენიერი ანალიზი გააკეთეთ, ბარემ ლოგიკური დასკვნაც მოაყოლეთ, რომ ნაკრების თამაში მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის დონეზე არ არის დამოკიდებული, თორემ ინგლისის გუნდი სულ მსოფლიოს ჩემპიონები უნდა იყვნენ და სულაც ბელგიის ჩემპიონატის დონე და ბელგიის ნაკრების დღევანდელი მდგომარეობა ცასა და დედამიწასავით განსხვავდება. თუ ხორვატიას ჰქონდა ევროპაში რიგით მე-3 ჩემპიონატი სიძლიერის მიხედვით, როცა ხორვატიამ ბრინჯაო აიღო ევროპის ჩემპიონატზე. დაფასება და ნდობა უნდა საკუთარს და კარგი სელექცია მაშინ სხვანაირად იქნება საქმე. ''კახა ცხადაძე: ჩვენი ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს'' რა მოიგო წინა მწვრთნელმა ჩვენი ჩემპიონატის და ფეხბურთელების დამცირებით და რას ელოდება ამ საქმით ახალი მწვრთნელი? რომელი გამოცდილი, მონდომებული და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულის ფეხბურთელი გამოსცადა და არ გამოადგა? ის კი რასაც ბატონმა კახამ ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაკრებში გამოცდა დაარქვა პროფესიონალიზმთან საერთო არაფერი ჰქონდა. ამაზე ანალიზთან ერთად შემდეგში გამოვთქვამ ჩემ მოკრძალებულ აზრს.
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] მუნიოსმა კოლუმბიას პლეი-ოფის საგზური მოუტანა
ხორვატიამ ბუდიმირის გოლით პანამა დაამარცხა
[VIDEO] განამ ინგლისს ფრე გაუგორა
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
ბათუმის "დინამოს" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთში საოცარი გოლი გაიტანა!
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
ბოლნისის "სიონი" გადახალისდება
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
"რუსთავის" ფეხბურთელმა მეკარესთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა [VIDEO]
ოთო გოშაძე ბათუმის "დინამოდან" ბოლნისის "სიონში" გადავიდა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ოთო გოშაძემ "დინამო თბილისი" დატოვა