ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და მილიონების კერპი, რომელიც გადაჰყვა სასმელს...
...2005 წლის 25 ნოემბერს ექიმებმა მისი მკურნალობა შეწყვიტეს.

59 წლის ასაკში მსოფლიოს მოუკვდა ჯორჯ ბესტი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მილიონების კერპი. კაცი, რომელსაც მინდორზე ყველაფერი შეეძლო. კაცი, რომელიც ნამდვილი ვარსკვლავი იყო. კაცი, რომელმაც დროს გაუსწრო და შექმნა ნამდვილი ვარსკვლავის სახე მთელი თავისი მიმყოლი ამბებით. კაცი, რომელიც გადაჰყვა სასმელს...

სამგლოვიარო პროცესიას 25 ათასი ჭირისუფალი მიჰყვებოდა. ამინდი იყო ნისლიანი, წვიმიანი და უჟმური, ნამდვილი ბრიტანული... 100 ათასი ადამიანი ინგლისის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოვიდა. ჩრდილოირლანდიის ბანკმა ბესტის სახელზე სპეციალური მონეტა მოჭრა...

კარიერა

ბესტი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერი იყო. 1968 წელს მან ამ გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ჩრდილოირლანდიელის პირველი ნაბიჯები ფეხბურთში "კრეგაგ ბოიზის" ბავშვთა გუნდს უკავშირდება. მერე იყო საგა ჩრდილოეთ ირლანდიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბ "გლენტორანთან". იქ ბესტი დაიწუნეს. კლუბის ხელმძღვანელობამ მიზეზად ბესტის ფიზიკური სისუსტე დაასახელა.

ბესტი "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტმა, ბობ ბიშოპმა აღმოაჩინა. მან კლუბის ლეგენდარულ მენეჯერს, მეტ ბასბის შეატყობინა, რომ ნაღდი გენიოსი იპოვა. "იუნაიტედი" ჯორჯს დააკვირდა და კონტრაქტიც გაუფორმა.

17 წლის ასაკში ბესტმა პირველად ითამაშა "იუნაიტედის" შემადგენლობაში. ეს იყო "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში. ის შეხვედრა ჯორჯმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მოწინააღმდეგის მწვრთნელის აღტაცებაც კი დაიმსახურა.

ბესტის კარიერა აღმავლობის გზით მიდიოდა. ჯორჯმა არაერთი სარფიანი კონტრაქტი გააფორმა, მათ შორის - სამოდელო სააგენტოებთან. ფეხბურთში მისი აღებული თანხა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე სარეკლამო შემოსავლები.

1968 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "იუნაიტედმა" დამატებით დროში 4:1 მოუგო ლისაბონის "ბენფიკას". ბესტმა ტრიუმფში საგოლე წვლილი შეიტანა. მან იმავე სეზონში 32 გოლი გაიტანა და ეს რეკორდი დაუმხობელი იყო მანამ, სანამ მას კრიშტიანო რონალდომ არ შეჰბედა...

სანამ ბასბი "მანჩესტერს" წვრთნიდა, როგორღაც ახერხებდა ბესტის კონტროლს. მას შემდეგ, რაც დიდი მწვრთნელი ინგლისური კლუბიდან წავიდა, ჯორჯმა საბოლოოდ აიშვა.

დაიწყო კონფლიქტები კლუბის ხელმძღვანელობასთან. ამ დროიდან ბესტი ალკოჰოლზე სისტემატურად დამოკიდებული ფეხბურთელი გახდა. ის აზარტულ თამაშებში ჩაეფლო. დიდ ფულს ხარჯავდა მსოფლიოს საუკეთესო ლამაზმანების მონადირებაში.

ბესტის კრიზისი "იუნაიტედის" კრიზისს დაემთხვა. ჯორჯი ეპიზოდურად მაინც ახერხებდა თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენებას. ამის მაგალითი იყო 1970 წელს "ნორთჰემპტონთან" გამართული შეხვედრა, რომელშიც ჩვენი წერილის გმირმა 6 გოლი გაიტანა.

1974 წელს ბესტმა "მანჩესტერი" დატოვა.

ამის შემდეგ დაიწყო ფეხბურთელის გაუთავებელი მოგზაურობა სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა ქვეყანაში. ბესტმა ითამაშა ინგლისში, ამერიკაში, ირლანდიაში, შოტლანდიაში...

ფეხბურთიდან ჩვენი გმირი 1988 წელს გააცილეს. "უინძორ პარკზე" გამართულ შეხვედრაში ბესტი საუკეთესო იყო მინდორზე. მან 2 გოლი შეაგდო. ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ფეხბურთის არაერთმა ვარსკვლავმა.

პირადი ცხოვრება

არანაკლებ საინტერესოა ჯორჯ ბესტის პირადი ცხოვრება. ჯორჯი ბოჰემური ყოფის მოტრფიალე გახლდათ. თავიდან, მან ბედი ანჯელა ჯეიმსს დაუკავშირა. მერე იქორწინა ალექს პერსიზე, ცნობილ მოდელსა და ოდინდელ სტიუარდესაზე.

ჯორჯმა 1984 წელს სამთვიანი პატიმრობა მოიხადა პოლიციელზე თავდასხმისა და ავტომანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო. ჯორჯს რომანი ჰქონდა არაერთ ცნობილ ქალბატონთან...

სიკვდილი

2002 წელს ბესტს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა. ფეხბურთელს ექიმებმა სასტიკად აუკრძალეს დალევა, მაგრამ ალკოჰოლის გარეშე ცხოვრება უკვე აღარ შეეძლო. 2005 წლის ნოემბერში ჯორჯის ცხოვრებაში ის მოვლენები განვითარდა, რომელთა შესახებაც ჩვენი წერილის დასაწყისში გიამბეთ.

"არ მოკვდეთ ისე, როგორც მე", - ანდერძად დატოვა ჯორჯ ბესტმა. მისი ანდერძი დღესაც ძალიან აქტუალურია. ალკოჰოლი არის სენი, რომელიც დღესაც მილიონობით ადამიანის ცხოვრებას ანგრევს.

წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი იქნებოდა ბესტი, მშობლიური ქვეყნის, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ევროფორუმზე გასვლას რომ მოსწრებოდა. თავის დროზე მან ინგლისელთა არაერთი შეთავაზება უარყო და ბოლომდე ოლსტერს უერთგულა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
"თუ კვარაცხელია "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, მაშინ..." - კრისტიან ვიერი შესაძლო სცენარზე საუბრობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის 5 საუკეთსო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
"ხვიჩას მხოლოდ ამ ორ ლეგენდას შევადარებ" - დი კანიომ "კვარაზე" ისაუბრა
"რატომ ჰგავს ხვიჩა კვარაცხელია ჯორჯ ბესტს?" [VIDEO]
ალეხანდრო გარნაჩომ "მანჩესტერში" 58-წლიანი რეკორდი დაამხო
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
მესი ტოპ 10 ტექნიკურ ფეხბურთელს შორის მე-5-ზე გავიდა, რონალდო ათეულშიც ვერ მოხვდა
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
მატა: პრემიერ ლიგა არასდროს მომიგია - თუ მოვიგე?